სოციალური სამართლიანობის ცენტრი თეატრალურის სტუდენტებისათვის სტატუსის შეწყვეტასა და დაჯარიმებას სასამართლოში გაასაჩივრებს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტასა და დაჯარიმებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"მიგვაჩნია, რომ სტუდენტებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ფორმის გამოყენება იმ ფონზე, როდესაც მათ მიმართ სხვა ზომები გამოყენებული არ ყოფილა, დაუსაბუთებელი და არაპროპორციულია. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა პროტესტში მყოფ ახალგაზრდებს პრაქტიკულად განათლების მიღების უფლებას ართმევს და მათი მოსაზრებების და გამოხატვის გამო დევნის ნიშნებს შეიცავს.
პრობლემურია, რომ ეთიკის ახალი კოდექსი სტუდენტების უფლებების არსებითი შეზღუდვას უშვებს და სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესაძლებლობას იძლევა იმ შემთხვევაშიც, თუ სტუდენტის მიმართ მანამდე არც ერთი ნაკლებად მკაცრი პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა. კომისია სტუდენტებს ამ კოდექსით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას ედავება (რაც ეთიკის კოდექსის არაერთგზის/მრავლობით დარღვევად მიიჩნევა — მუხლი 3.3).
აღსანიშნავია, რომ სხდომის ოქმში მითითებულია ეთიკის კოდექსის 10-მდე სხვადასხვა დებულების დარღვევა, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ქმედებით გამოიხატა ცალკეული პირების მხრიდან შესაბამისი ნორმის დარღვევა, რის გამოც პასუხისმგებლობები არ არის ინდივიდუალიზებული სტუდენტების მიხედვით.
კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საჩივრდება უნივერსიტეტის რექტორთან, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად განიხილავს საკითხს და გამოსცემს ბრძანებას ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ან მისი გაუქმების თაობაზე (მუხლი 5.8). ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა მხოლოდ 2025 წლის 12 მარტს უნივერსიტეტის საიტზე განთავსებულ ეთიკის კომისიის დებულებით არის განსაზღვრული. დებულების მიხედვით, კომისიის მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება საჩივრდება უნივერსიტეტის რექტორთან (მუხლი 3.3) კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღეში. გაცნობად კი ითვლება მხარის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გადაგზავნა (მუხლი 4.4); ამავდროულად, 2025 წლის 7 მარტის სხდომის ოქმში, რომლითაც სტუდენტებს სტატუსი შეუწყდათ, გასაჩივრების 3 დღიანი ვადაა მითითებული.
აღსანიშნავია, რომ ეთიკის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ გადაწყვეტილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. თუმცა პარალელურად, უნივერისტეტის მიერ 10 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რექტორის ბრძანება სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ იყო გამოცემული.[1] მიუხედავად ამისა, ვიდრე უნივერსიტეტის რექტორი ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას არ გააუქმებს და ახალ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სტუდენტებს სტატუსი შეწყვეტილი აქვთ (მუხლი 5.9). შესაბამისად, ამ დროისთვის, სტუდენტები არ სარგებლობენ სტუდენტის სტატუსით და ისინი ვერ მიიღებენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და ვერ ისარგებლებენ განათლების უფლებით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და მის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს: აღუდგინოს სტუდენტებს სტატუსი და არ შეუზღუდოს მათ სასწავლო პროცესში მონაწილეობისა და განათლების მიღების უფლება; უზრუნველყონ სტუდენტების მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა, მათ შორის, უნივერსიტეტის ჭერქვეშ.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს და მათთვის სტატუსის შეწყვეტის და დაჯარიმებების გადაწყვეტილებებს შესაბამის ორგანოებში გავასაჩივრებთ", — ვკითხულობთ SJC-ის განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები