დონალდ ტრამპი

12 Mar. 2025, 22:44

"შეგვიძლია [რუსეთზე ზეწოლა], მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, ზეწოლა შეგვიძლია. შეგვიძლია რუსეთთან ამის გაკეთება.

გახსოვდეთ, რომ რუსეთმა საქართველო ბუშისგან აიღო, სწორია არა? მათ ყირიმი აიღეს ადამიანისგან, სახელად — ობამა, ბარაქ ჰუსეინ ობამა... სცადეს მთლიანი უკრაინის მიღება ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც არაფერი აუღიათ? — ტრამპი.

რეალურად, მე ვარ ის, ვინც "ჩრდილოეთის ნაკადი — 2" შეაჩერა, გაზსადენი, ყველაზე დიდი გაზსადენი მსოფლიოში. მე გავაჩერე ის...

რუსეთთან მიმართებით ყველაზე მკაცრი ვიყავი. ჩემგან არაფერი არ აუღიათ. მიუღიათ ობამასგან, ბუშისგან და მძინარე ჯო ბაიდენისგან…

მაგრამ კი, არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რაც სასიამოვნო არ იქნება [რუსეთისთვის] ფინანსური კუთხით. შემიძლია ფინანსურად რაღაცების გაკეთება, რაც ძალიან ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, ვინაიდან, მშვიდობის მიღწევა მსურს. მშვიდობის დანახვა მსურს"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…