ბალდის კანიონის მცველის თავდამსხმელს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
2024 წლის 11 ივნისს, ბალდის კანიონის მცველ მინდია ბჟალავას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებაზე დაკავებულ გელა ხურცილავას სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გელა ხურცილავა კომპანია "კანიონი 350"ის თანამშრომელი იყო და მინდია ბჟალავას თავდასხმაში მისი ძმა — გიგა ხურცილავაც მონაწილეობდა. გიგა ხურცილავას 9-თვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დანაშაულის აღიარების და მონანიების გამო სასჯელი გაუნახევრდა და ამ დროისთვის საპატიმრო დატოვა.
მოძრაობამ ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ სასამართლოში თავდამსხმელებს ინვესტორი კომპანიის, "კანიონი 350"ის ადვოკატები იცავდნენ, რომელთა ინტერესი არა მსჯავრდადებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება, არამედ ინვესტორის იმიჯზე ზრუნვა იყო. ამ ინტერესიდან გამომდინარე, მიუხედავად ბალდელების შემწყნარებლური დამოკიდებულებისა დამნაშავეების მიმართ, ადვოკატებმა ყველაფერი იღონეს თავდამსხმელებს ბრალი არ ეღიარებინათ.
"მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ორივე თავდამსხმელი — კომპანია "კანიონი 350"-ის თანამშრომელი გელა ხურცილავა და მისი ძმა გიგა ხურცილავა. მინდია ბჟალავას მკვლელობის მცდელობის გამო, გელა ხურცილავას 10 წელი მიესაჯა. მის ძმას, გიგა ხურცილავას, 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის.
თავდამსხმელებს სასამართლოში ინვესტორი კომპანიის ადვოკატები იცავდნენ. სასამართლო სხდომებზე ცხადად გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მისია არა ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება, არამედ ინვესტორის იმიჯის გადარჩენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ყველა ბალდელი შემწყნარებლურ დამოკიდებულებას გამოხატავდა, კომპანიის ადვოკატებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა თავდამსხმელებს დანაშაული არ ეღიარებინათ. კომპანიის ადვოკატები ხელს უშლიდნენ მხარეებს შორის კომუნიკაციასაც," — ვკითხულობთ მოძრაობის განცხადებაში.
მოძრაობის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, თუ როგორ ცდილობდნენ სასამართლოში კომპანიის ადვოკატები საქმეში მრავალი მტკიცებულების მიუხედავად გაეტარებინათ ის ნარატივი, რომ თითქოს დაზარალებული მინდია ბჟალავა თავდამსხმელს აქეთ დაესხა თავს და ცივი იარაღით მიყენებული 7 ჭრილობა "უბრალოდ ნაკაწრები იყო".
"მრავალი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, "კანიონი 350"-ის ადვოკატები სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მინდია ბჟალავა თავად მიეჭრა თავდამსხმელს და თითქოს, მისთვის დანით მიყენებული 7 ჭრილობა უბრალოდ, ნაკაწრები იყო.
სასამართლო განხილვების განმავლობაში, სოფელს არ დაუკარგავს იმედი, რომ ბრალდებულები არ დაუჯერებდნენ მოძალადე კომპანიის მანიპულაციურ სტრატეგიას და ჩადენილ დანაშაულს მოინანიებდნენ. სასამართლო პროცესებზე 17-ვე დაზარალებული გამოთქვამდა წუხილს ბრალდებულების ბედზე და იტოვებდა იმედს, რომ მონანიების შემთხვევაში, დაკავებულებს მსჯავრი შეუმსუბუქდებოდათ. სოფლის ამ განწყობამ შედეგი გამოიღო — დასკვნით მოსმენაზე, ბრალის აღიარების შემდეგ, გიგა ხურცილავას სასჯელი გაუნახევრდა და მან საპატიმრო უკვე დატოვა," — განაცხადა მოძრაობა ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად.
შეგახსენებთ, 5 მარტს ბალდის ინვესტორი კომპანიის, კანიონი 350-ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნო. ბალდის მოძრაობის წევრზე ფიზიკური ძალადობის გამო, მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა.
სოფელ ბალდიის მოსახლეობა მე-508 დღეა ატარებს საპროტესტო კარავში მოთხოვნით:
"გაუქმდეს უკანონოდ გაცემული იჯარის ხელშეკრულება და დაუბრუნდეს ხალხს ის, რაც მისია,"
ასევე იხილეთ:
შსს-მ დააკავა ორი პირი, რომლებიც გუშინ, 11 ივნისს, ბალდის კანიონის მცველებს კარავში თავს დაესხნენ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები