TI: ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი საგამოძიებო ორგანოებისთვის
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ", გადაწყვეტილება 14 ივნისს გამოაქვეყნა და ვანო მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად. ასევე, დაირღვა მე–5 მუხლის მე–3 ნაწილიც. ამასთან, არ დაკმაყოფილდა სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ეხება წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, ანუ დაადგინა, რომ მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ცალკე არ დარღვეულა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი, გიორგი ბერაია On.ge-სთან ინტერვიუში ვრცლად აფასებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას:
რას გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად, მერაბიშვილის საქმესთან მიმართებით?
კონვენციის მე-18 მუხლი ნიშნავს იმას, როდესაც წინასწარი პატიმრობა არ არის გამოყენებული იმ მიზნებისთვის, რა მიზნებითაც, ზოგადად, დაშვებულია მისი გამოყენება. ევროპული სასამართლო ძალიან იშვიათად იყენებს ამ მუხლს, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ კონვენციურად დაშვებულ ფარგლებს გადაამეტა სახელმწიფომ.
სასამართლო ამავე გადაწყვეტილებაში იმასაც ამბობს, რომ თავისთავად, მე-5 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა დადგენილი არ არის. იგი ადგენს, რომ წინასწარ პატიმრობას ჰქონდა ლეგიტიმური მიზნები.
ძირითადი მომენტი სასამართლოსთვის მთავარი პროკურორის მიერ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდი იყო, ანუ მთავარმა პროკურორმა გაიყვანა ის ციხიდან და ეს პროცესი მერაბიშვილმა ძალიან დეტალურად აღწერა. როგორც ევროსასამართლო ამბობს, ამაზე შემდეგ არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა – არ ამოიღეს ვიდეო ჩანაწერები და ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაადასტურა ეს ფაქტი, შემდეგ კი ის გაუშვეს სამსახურიდან. ამ ფაქტების შეჯამებით სასამართლომ დაასკვნა, რომ ასეთი რამ მართლაც მოხდა. ამ შემთხვევაში, წინასწარი პატიმრობა გამოიყენეს იმისთვის, რომ ზეგავლენა მოეხდინათ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული საქმეების გამოძიებისთვის და ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
სასამართლო ამბობს ასეთ რამეს: წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, მაგრამ ამავდროულად, ის გამოყენებული იყო ისეთი მიზნებისთვის, რაც კონვენციური არ არის და რის გამოც, კონვენციით დასაშვები არ არის წინასწარი პატიმრობის გამოყენება.
რას ფიქრობთ იმ მოსაზრებაზე, რომ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულია?
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ სიტყვებს არ იყენებს ხოლმე გადაწყვეტილებაში. ეს უფრო პოლიტიკური შეფასებებია და არა – სამართლებრივი. იმის შემდეგ, თუ რა უფლება დაერღვა პირს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება გამოსწორების მექანიზმი. თვითონ სასამართლო ამბობს იმას, რომ ამ შემთხვევაში, ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებები თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, თავისთავად პოლიტიკური შეფასებებია და ვერ გამოდგება სამართლებრივი არგუმენტებისთვის, რომ მართლა დადასტურდეს მის მიმართ დევნა. ასეთი მსჯელობა სამართლებრივად, ანუ პოლიტიკური პატიმრობა და ა.შ. შეიძლება არც იყოს სწორი. პოლიტიკური პატიმრობა უფრო პოლიტიკური სტატუსია, ვიდრე სამართლებრივი და პოლიტიკური პატიმრის საყოველთაოდ აღიარებული განმარტება ნაკლებად არსებობს. კი ბატონო, არსებობს ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც განმარტებულია ეს სტატუსები, თუმცა, ის წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავ განმარტებას.
რამდენად ლეგიტიმურია ტიმოშენკოს, ლუცენკოსა და მერაბიშვილის საქმეებს შორის პარალელის გავლება?
მე-18 მუხლის დადგენა ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ტიმოშენკოს საქმესთან მსგავსების მხრივ, ამ მუხლის დარღვევა დადგინდა მე-5 მუხლთან მიმართებით და ამ კუთხით მსგავსება არის. ტიმოშენკოს საქმეში ასეთი რაღაც იყო ნათქვამი, რომ თვითონ წინასწარი პატიმრობაც კი, თავისთავად ცალკე აღებული, მე-5 მუხლი, დარღვევად ჩაითვალა და ეს განსხვავებაა მერაბიშვილის საქმესთან.
ასევე, აზერბაიჯანის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეში, მან [ევროსასამართლომ] საერთოდ თქვა, რომ ის ლეგიტიმური მიზნები, რომელიც შეიძლება წინასწარი პატიმრობისთვის გამოიყენო, საერთოდ არ არსებობდა.
იმის აღნიშვნა მინდა, რომ შეიძლება, პირდაპირი პარალელი არ იყოს მერაბიშვილის საქმესთან, თუმცა რაც დაადგინა სასამართლომ ესეც არის ძალიან ცუდი საგამოძიებო ორგანოებისთვის. სასამართლომ დაადგინა ის, რომ დაირღვა კონვენციური უფლება პროცედურულ ნაწილში, გადახედვის ნაწილში და რაც მთავარია დაირღვა მე-18 მუხლი ანუ სახელმწიფო გარკვეულწილად იყენებდა წინასწარ პატიმრობას არა იმ მიზნებისთვის, რაც დასაშვებია, არამედ სხვა იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც უკვე განვმარტე.
როგორ შეაფასებდით გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ევროსასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა?
მე-5 მუხლში განსაზღვრულია წინასწარი პატიმრობის გამოყენების მექანიზმი და ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა ის ლეგიტიმური მიზნები, რისთვისაც წინასწარი პატიმრობა გამოიყენეს. ასევე, არსებობდა გაქცევის საფრთხე და მას მოჰყავს მაგალითად ყალბი პასპორტი, გარდა ამისა, იპოვეს დიდი რაოდენობით თანხა და ისიც, რომ მისმა ცოლმა მალე დატოვა საქართველო, მას შემდეგ რაც მერაბიშვილი გამოძიებისთვის დაიბარეს.
თუმცა, მე-5 მუხლში დარღვევა დაადგინა იმასთან მიმართებით, როცა ოთხი თვის მერე მერაბიშვილმა მოითხოვა წინასწარი პატიმრობის შეცვლა გირაოთი. სასამართლო ამბობს, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა არასათანადოდ იმსჯელეს და არ დაუსაბუთეს, რატომ არ არსებობდა შეცვლის ვალდებულება.
როგორ შეაფასებდით ადვოკატ ოთო კახიძის მოთხოვნას, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან?
სასამართლოს არ შეუფასებია ის განაჩენი, რის საფუძველზეც მერაბიშვილი ახლა იხდის სასჯელს. გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარი პატიმრობა თავისთავად არ იყო არაკანონიერი და კონვენციის მუხლებთან შეუსაბამო, რთული სათქმელია არსებობს თუ არა ახლა გათავისუფლების ვალდებულება.
ამ ეტაპზე არ იყო და ვერც იქნებოდა ის განაჩენი გასაჩივრებული, რადგან ჯერ შიდა რესურსები უნდა ამოიწუროს და უზენაესმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
თქვენი აზრით, როგორ, რა ქმედებებით უპასუხებს ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას?
როგორც ხელისუფლებამ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ დიდ პალატაში გაასაჩივრებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მე-18 მუხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიცვალოს. ის გარემოება რომ იგი ციხიდან გაიყვანეს და შემდეგ არ გამოიძიეს, სასამართლოს საკმაოდ მკაცრად აქვს შეფასებული და შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, მის აღსრულებაზე მინისტრთა კომიტეტს ევალება ზედამხედველობა. მანდ უკვე განისაზღვრება კონკრეტული გარემოებები, თუ რა მოეთხოვება ხელისუფლებას. დღეს, სასამართლომ განსაზღვრა თანხის გადახდა მხარისა და ადვოკატთან მიმართებით, თუმცა კომიტეტმა შეიძლება სხვა ღონისძიებებიც მოითხოვოს.
- ჯანდიერი: მერაბიშვილთან დაკავშირებით ყველაზე პრობლემურია მე-18 მუხლის დარღვევა
- ჯანდიერი მერაბიშვილის საქმეზე: ნაკლებსავარაუდოა, დასაშვებად მიიჩნიონ წულუკიანის საჩივარი
- წულუკიანი მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა
- უსუფაშვილი მერაბიშვილის საქმეზე: სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა შევასრულოთ
- კახიძე: სასამართლომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა, დანარჩენი უმნიშვნელოა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები