გადახდის 10 მეთოდი, რომლის ინტეგრაციით შენი ბიზნესის ზრდას შეუწყობ ხელს
ფოტო: საქართველოს ბანკი
სამყარო დღითიდღე უფრო და უფრო ციფრულდება და ამ ტრანსფორმაციასთან ერთად, მომხმარებელთა ქცევებიც იცვლება. თუკი ადრე სასურველი პროდუქტის ყიდვა ან სერვისით სარგებლობა ნაღდი ფულის გამოყენებასთან იყო დაკავშირებული, დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ბარათით ან სხვადასხვა ციფრული მეთოდით ანგარიშსწორებას.
ამ ტენდენციას ფეხს თანამედროვე ბიზნესებიც უწყობენ. მათთვის, ვისაც მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და გაციფრულება სურს, საქართველოს ბანკმა გადახდების მენეჯერი შექმნა. პლატფორმა ცოტა ხნის წინ განახლდა და, მისი მეშვეობით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ფიზიკურ, თუ ონლაინ მაღაზიაში დააინტეგრირონ გადახდის სასურველი მეთოდი, პლატფორმაზევე აკონტროლონ და მართონ გადახდები, ამასთან, ანალიტიკური მონაცემების დახმარებით, სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღონ.
გადახდების მენეჯერის საშუალებით ბიზნესს გადახდის ათი მეთოდის მოთხოვნა შეუძლია. მათ შორისაა:
1. ბმულით გადახდა
ეს გადახდის მარტივი მეთოდია საქართველოს ბანკისგან. თუ პროდუქციას, ან სერვისს სოციალური ქსელით ყიდით, რადგან არ გაქვთ საკუთარი ვებგვერდი და არც დეველოპერის რესურსი, მაშინ ბიზნესს ბმულით გადახდის შესაძლებლობა აქვს. ამ სერვისით უკვე ისარგებლა არაერთმა სასტურომ, რადგან იგი ინვოისით გადახდების წარმოების უნიკალური და უსაფრთხო ალტერნატივაა. ასევე, მისი საშუალებით გადახდები მიიღება ვებგვერდის შექმნის გარეშე, შედეგად კი, იზოგება დრო და რესურსები, მარტივდება გადახდის პროცესი და იზრდება გაყიდვების მაჩვენებლები.
2. ტერმინალი
წლიდან წლამდე საბანკო ბარათებით ანგარიშსწორების რიცხვი იზრდება, შესაბამისად, თუ ბიზნესს სურს, გააადვილოს გადახდების მიღება, შეუძლია გადახდების მენეჯერის მეშვეობით ტერმინალი ციფრულად შეუკვეთოს. ტერმინალს, სისწრაფის გარდა, ის უპირატესობაც აქვს, რომ ამცირებს ადამიანური შეცდომის ალბათობას, შედეგად კი სავაჭრო ობიექტი უფრო ეფექტიანად მუშაობს.
3. ბარათით გადახდა
ონლაინ მაღაზიების მუშაობა საბანკო ბარათით გადახდის სისტემების ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელიც კია. შესაბამისად, ამ მეთოდის ინტეგრაციით, ბიზნესი გზას უხსნის მომხმარებლებს კომფორტისკენ; ეხმარება, სწრაფად დაასრულოს შეძენის პროცესი და სთავაზობს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს. ბარათით გადახდა, ასევე, საშუალებას აძლევს ბიზნესს, საერთაშორისო გადახდები მიიღოს, შესაბამისად, გასცდეს ლოკალურ ბაზრებს. რაც მთავარია, საქართველოს ბანკის არხებში შესრულებული გადახდები დაუყოვნებლივ აისახება ბიზნესის ანგარიშზე, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის ვაჭრობას.
4. BOG ავტორიზაცია
ამ მეთოდის დახმარებით ანგარიშსწორება პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან, პირადი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელითა და პაროლითაა შესაძლებელი. შესაბამისად, მომხმარებელი კომფორტს უსაფრთხოებასა და ბიზნესისადმი ნდობას გრძნობს.
5. PLUS ან MR ქულებით გადახდა
ლოიალურობის პროგრამები მომხმარებელთა შენარჩუნების კარგი საშუალებაა. ისინი კი, ვინც PLUS, ან MR ქულებს აქტიურად იყენებენ ანგარიშსწორებისას, ბუნებრივად ანიჭებენ უპირატესობას ბიზნესს, რომელსაც ეს მეთოდი ინტეგრირებული აქვს, შესაბამისად, მათ მუდმივ მომხმარებლადაც იქცევიან.
6. Google Pay-ით გადახდა
Google Pay გადახდის მოსახერხებელი, სწრაფი და დაცული მეთოდია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც Android-ის ოპერაციული სისტემის სმარტფონი აქვთ. ბარათით გადახდის რიცხვის მატებასთან ერთად, იზრდება უკონტაქტო გადახდების რიცხვიც, ამიტომაც ტექნოლოგიების მოყვარულ მომხმარებლებს ამ მეთოდის შეთავაზებით აუცილებლად მიიზიდავთ.
7. Apple Pay-ით გადახდა
მათთვის კი, ვინც iOS სისტემას ანიჭებს უპირატესობას, გადახდის ეს მეთოდი, პრაქტიკულად, შეუცვლელია. მისი დამატებით კი შეძლებთ, კიდევ უფრო გააფართოოთ მომხმარებელთა ბაზა და გადახდის მოქნილი გზა შესთავაზოთ.
8. ონლაინ განვადება
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს განვადებით სარგებლობა მარტივად, ციფრულად შეუძლიათ. განვადება ლოდინის გარეშე დასტურდება, საჭირო არაა დამატებითი საფეხურების გავლა, მონაცემების მითითება, ან საბუთების წარდგენა — მომხმარებელი ირჩევს განვადების თანხას, ვადას და გადახდის რიცხვს. შესაბამისად, ამ მეთოდის ონლაინ მაღაზიაში ინტეგრირებით ბიზნესი იმ მომხმარებლებსაც შეიძენს, რომლებსაც ურჩევნიათ, საფასური ეტაპობრივად დაფარონ.
9. სასაჩუქრე ბარათით გადახდა
გადახდების მენეჯერის დახმარებით შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათით გადახდის ფუნქციონალის მოთხოვნაც. შედეგად კი მომხმარებლებს აქვთ საშუალება, სასურველი პროდუქტის ან ნივთის ღირებულება ბიზნესის სასაჩუქრე ბარათითვე, ონლაინ ვაჭრობის დროსაც დაფარონ. მეორე მხრივ კი, ბიზნესს შეუძლია, თვალი ადევნოს გაცემული სასაჩუქრე ბარათების ბალანსს, მის ანალიტიკას და საჭიროების შემთხვევაში, თანხა მომხმარებელს დაუბრუნოს.
10. ნაწილ-ნაწილ გადახდა
ნაწილ-ნაწილ გადახდის ინტეგრირებით, ბიზნესი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, დაფაროს პროდუქტის, ან მომსახურების ღირებულება 4 ტოლ ნაწილად, დამატებითი გადასახადების გარეშე. ნაწილ ნაწილ გადახდის ლიმიტით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ საკრედიტო შესაძლებლობები. ლიმიტის დამტკიცებას კი რამდენიმე წამი სჭირდება.
ეს გადახდების მენეჯერის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია, აღმოაჩინეთ პლატფორმის ფუნქციონალები ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენი ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები