თემო ვაჭარაძის თქმით, ეთიკის კომისიის წევრმა გიორგი ფხაკაძემ მათ "სუნიანები" უწოდა — რაზე ისაუბრეს საზმაუს ეთერში სტუდენტებმა და რექტორმა
დღეს, 22:00 საათზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირობა შეასრულა და ეთერი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს დაუთმო.
ნინი გოგიამ და თემო ვაჭარაძემ თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ საპროტესტო ტალღაზე, ეთიკის კომისიის მიერ მათთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასა და ბოლო პერიოდში მათი უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი კი გადაცემის მიმდინარეობისას პირდაპირ ეთერში ჩაერთო.
თემო ვაჭარაძემ გადაცემის მიმდინარეობისას ეთიკის კომისიის წევრებზე ისაუბრა და თქვა, რომ თეატრალური უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის წევრმა, გიორგი ფხაკაძემ მათ "სუნიანები" უწოდა, პატიმრების ბანერებს კი – "ძონძები".
"ეთიკის კომისიაში შედის 7 ადამიანი და აქედან 5-მა მოაწერა ხელი ჩვენთვის სტატუსის შეჩერებას. აქედან ერთი არის გიორგი ფხაკაძე, რომელიც იყო უნივერსიტეტში რამდენჯერმე მოსული. ერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება სტუდენტებსა და მას შორის. ის მოსული იყო სადეზინფექციო პრობლემების გამო და გვიწოდა "სუნიანები" და გვითხრა, რომ უნივერსიტეტში რწყილები შემოვიყვანეთ. პატიმრების ბანერებს კი "ძონძები" უწოდა და ამ ადამიანმა მიიღო ჩვენი გაგდების გადაწყვეტილება", – თქვა თემო ვაჭარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ნინი გოგიას თქმით, თავიდან თუ ისინი თვლიდნენ, რომ სტატუსი არ უნდა შესწყვეტოდათ, ახლაც ასე თვლიან და არ იღებენ არც გაფრთხილებას, რადგან "ეს ქმედება სრულიად დაუსაბუთებელი და არალოგიკურია".
"დასაბუთებას ვიდრე არ მივიღებთ, მანამდე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, თუნდაც ლექციებზე შევიდეთ, რადგან ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, კანონს და, მეორე რიგში, ჩვენს მორალს, რაც ყველაზე მაღლა დგას", – განაცხადა გოგიამ.
გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა, რომ სტუდენტებს სტატუსი აღუდგათ, მზადაა მათთან დიალოგისთვის და მისთვის მთავარია, რომ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი აღდგეს.
"მე ვფიქრობ, დღეს არის უკვე აუცილებლობა დიალოგის. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ თანაარსებობა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწავლა და, რასაკვირველია, მე მზად ვარ, გავითვალისწინო და გაგებით მოვეკიდო სტუდენტების ყველა წინადადებას, რომელიც არ შეზღუდავს სხვების თავისუფლებას. ეს არის არამხოლოდ ჩემი პირადი მზაობა და მე ველოდები ყველა სტუდენტს, ყველა პედაგოგ მასწავლებელს, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით გავაგრძელოთ ურთიერთობა. მე გუშინწინ განვაცხადე ერთი რამ, რომ ჩვენ გვინდა, დავიწყოთ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან და მე ჩემს პირობას ვასრულებ. მე მზად ვარ, ყოველგვარი წინაპირობების და ყოველგვარი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის გარეშე მივიღო სტუდენტების ყველა კითხვა და ყველა პრობლემურ საკითხზე დავიწყოთ მსჯელობა. ჩვენ გვაქვს ამის სივრცე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტელევიზია, სადაც შესაძლებელია, რომ გავხსნათ, გნებავთ, სადისკუსიო კლუბი სტუდენტებისთვის", – განაცხადა შალუტაშვილმა.
ამის მიუხედავად, სტუდენტები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და კვლავ მოითხოვენ რექტორის გადადგომას, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
"ჩვენი იქ მისვლის მიზანი იყო, რომ ყველაფერს თავის სახელი დარქმეოდა. იმედია, ჩვენ ეს შევძელით. მინდა მივმართო გიორგი შალუტაშვილს, დაჯდეს კომისიის წევრებთან ერთად და დაფიქრდეს იმაზე, თუ რას გააკეთებს ამის შემდეგ. დარწმუნებული ვარ ახლა ფიქრობენ, როგორ წაიღონ თავის ქმედებები უკან.
ბატონო გიორგი შალუტაშვილო, ჩვენ ვერ დაგვამარცხებ. განა მარტო იმიტომ, რომ ახალგაზრდები ვართ. იმიტომ, რომ მართლები ვართ", — თქვა თემო ვაჭარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერიდან გამოსვლის შემდეგ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები