ქალი ფერმერი კახეთიდან: "ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო გენდერული თანასწორობის მაგალითი"
ფოტო: გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
“თავიდან იყო უფრო სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ ვერ შევძლებდი“, — ამ სიტყვებით გვპასუხობს ნინო თადიაშვილი კითხვაზე, მოუწია თუ არა გენდერულ სტერეოტიპებთან დაპირისპირება მაშინ, როდესაც საკუთარ ბიზნესს ქმნიდა. უამრავი გამოწვევისა და სირთულის მიუხედავად, ნინომ მიზნად დაისახა საკუთარი მეურნეობის შექმნა და დღეს 100-ზე მეტი სახეობის ბოსტნეულს თანამედროვე პრაქტიკის გამოყენებით აწარმოვებს. ნინოს მეურნეობაში დასაქმებულია ათი ადამიანი, მათ შორის რვა ქალი
ნინოს მეურნეობა ოჯახის სტაბილური შემოსავლის წყარო გახდა
ნინო თადიაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდანაა. ექვსი წლის წინ, თავისი ჩანაფიქრის განხორციელება ერთი პატარა ბაღის მოწყობით დაიწყო, ახლა კი ექვს ჰექტარზე გაშენებული მეურნეობა აქვს. იდეის მყარ საწყისს ხელი შეუწყო, ოჯახის ტრადიციულმა გამოცდილებამ სოფლის მეურნეობაში. მოჰყავს ბოსტნეულის ასზე მეტი სახეობა, ყოველწლიურად კი ცდის ახალ სახეობებს შემდგომი წარმოებისთვის. დასაქმებული ჰყავს ადგილობრივები, რომელთაგან რვა ქალია.
ნინოს მეურნეობა გამოირჩევა ინოვაციურობითა და თანამედროვე მიდგომებით: დანერგილი აქვს კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, მეურნეობას ეწევა კლიმატგონოვრული სოფლის მეურნეობის მიდგომებით და იყენებს მავნებლებთან ბრძოლის ინტეგრირებულ მეთოდებს.
“იდეა მეწარმოებინა ახალი და განსხვავებული ბოსტნეული ჯერ კიდევ საფრანგეთში სწავლის დროს გამიჩნდა. თავიდან იყო უფრო სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ ვერ შევძლებდი. მეუბნებოდნენ, რომ ეს რთული მიმართულებაა, ხშირად მომიწევდა ბრძოლა სტიქიურ მოვლენებთან ცარიელი ხელებით, რომ სოფლის მეურნეობაში რისკები ყველაზე ნაკლებადაა დაცული და ასე შემდეგ. თუმცა, ეს ჩემთვის მხოლოდ სტერეოტიპული აზროვნება იყო. სტერეოტიპების პარალელურად, იყო უამრავი გამოწვევა და სირთულე, რომელთა დასაძლევადაც განათლება მივიღე ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით. დღეს ეს ჩემთვის უკვე რეალური საქმეა და ფინანსურ შემოსავალთან ერთად, ემოციური აქტივიც“.
ფოტო: გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
ნინოს მიერ წარმოებული პროდუქტი, რომლითაც ბაზრები მარაგდება, უვნებელი და ჯანსაღია. მისი თქმით, უვნებელი სურსათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობის მზარდი მოთხოვნებისა და მავნე სურსათიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით. როგორც ნინო გვიამბობს, ამ საქმიანობით მისი ოჯახის შემოსავალი სტაბილური გახდა, ხოლო მეურნეობაში ჩართულობამ კიდევ უფრო გააერთიანა ოჯახის წევრები:
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოგება, არამედ ხარისხი. ხარისხი ესაა ნდობა და გრძელვადიანი კავშირები. მაღლი სტანდარტი კი ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა“.
ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში
ნინო თადიაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში (ENPARD IV)“ ერთ-ერთი ბენეფიციარია და ჩართულია სხვადასხვა ტრენინგში აგრონომიის მიმართულებით. აღნიშნულმა გამოცდილებამ საშუალება მისცა ცოდნაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობა ეწარმოებინა.
გარდა თეორიული ცოდნისა, პროექტი დაეხმარა მცენარეების კვების რეჟიმის განსაზღვრაში მიწისა და წყლის ანალიზის საფუძველზე. წარმოებაში იყენებს მოსავლის დაცვისა და მავნებლების მართვის უსაფრთხო მეთოდებს. ამასთან, მიმდინარეობს ნიადაგის ტენიანობისა და მჟავიანობის მონიტორინგი, მცენარეების ზუსტი მორწყვა, კულტურათა ცვლა, თანამედროვე პრაქტიკების გამოყენება. ბაღებში მწერების აღმოსაჩენად იყენებს “მიმწებებელ ხაფანგებს“ და “ფერომონებს“, რაც აძლევს დაავადებების პრევენციის საშუალებას, მდგრადი ნიადაგისა და ეკოსისტემის შენარჩუნებას.
ფოტო: გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) აგრონომების მხარდაჭერით, ნინოს მეურნეობაში თანამედროვე ტექნიკების გამოყენებითა და მცენარეების სწორი კვების განსაზღვრით, გაიზარდა მოსავლინობის რაოდენობა და ხარისხი. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვამ კი გაზარდა მისი ბაზარზე კონკურენტუნარიანობა. აღსანიშნავია პროექტის ფარგლებში მიღებული ტექნიკური დახმარებაც, რომელიც ხელშემწყობი პირობა აღმოჩნდა ხარისხიანი პროდუქციის საწარმოებლად, რის შედეგადაც მეურნეობამ უმოკლეს დროში შეძლო განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა.
ნინო მიიჩნევს, რომ ქალ მეწარმედ ყოფნას თან ახლავს, როგორც გამოწვევები, ისე შესაძლებლობები. ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობად მიაჩნია, იყოს გენდერული თანასწორობის მაგალითი:
“კომერციული ფერმერობა ქალებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, გახდნენ მეწარმეები, შექმნან შესაძლებლობები არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ გააძლიერონ სოფელი, რეგიონი და იყვნენ სოციალურად უფრო აქტიურები. მე, როგორც ქალ მეწარმეს, მაქვს მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, ვიდრე კაცებს, უფრო დიპლომატიურად ვუდგები საზოგადოებრივ მოლოდინებთან ადაპტაციას და საშუალება მაქვს მეტი ქალი დავაინტერესო ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვისკენ კონკრეტული მაგალითებით!“
აღსანიშნავია, რომ ნინო ცოდნას უზიარებს სხვა ფერმერებს. ის გვიამბობს, რომ მის ბაღებში მიმდინარე ტრენინგებზე აქტიურად მიმდინარეობს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გზიარება:
“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესაა მუდმივი პროცესი, რომლის შედეგადაც ცოდნა ვირუსულად ვრცელდება —იდეების მიწოდება ფერმერებისთვის, როგორ განახორციელონ ცვლილებები და გაუმკლავდნენ გამოწვევებს და სხვ“.
“არ შეჩერდე!“ ასეთია ნინოს მოწოდება სხვა ქალებისთვის
სხვადასხვა დონორული მხარდაჭერის მეშვეობით, ნინომ შეძლო გაეზარდა წარმოება, გამხდარიყო კონკურეტუნარიანი და შემოსავალი გაეჩინა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის. ფერმერულ მეურნეობაში ჩართვის შედეგად ქალებს მიეცათ ახალი ცოდნა, საქმე, შემოსავალი და სოციალიზაციის საშუალება.
ამ ეტაპზე ნინოსთვის მთავარi პრიორიტეტi სასათბურე და სამაცივრე სისტემის მშენებლობაa, რაც ხელს შეუწყობს მეურნეობის კიდევ უფრო მდგრად განვითარებასა და გრძელვადიან პერსპექტივაში სურსათის უვნებლობას, აღმოფხვრის პროდუქტის სეზონურობის პრობლემას და შესაძლებელს გახდის პროდუქციის შორეულ ბაზრებზე უდანაკარგოდ გატანას. გრძელვადიან პერსპექტივაში იგეგმება ხილისა და ბოსტნეულის მეორადი წარმოება ხემსების სახით.
ფოტო: გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
ჩვენს კითხვაზე რას ურჩევდა სხვა ქალებს, გვპასუხობს, რომ მთავარია გაბედო საკუთარი ოცნებების ასრულება და პოტენციალის რეალიზება:
“სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ქალებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ცოდნის გაზიარება, ისე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. არ შეჩერდეთ და პროცესის უწყვეტობა აუცილებლად მიგიყვანთ შედეგამდე. საქმიანობა დაიწყეთ მცირე მასშტაბით და რესურსები ეტაპობრივად გაზარდეთ. იყავით მზად სწავლისთვის, გამოწვევების მიღებისთვის, ინოვაციების დანერგვისთვის. ეს სფერო მოითხოვს ტექნიკურ უნარებს, ლიდერობასა და, რაც მთავარია, მოთმინებას.“
გენდერული დისბალანსი საქართველოს სოფლის მეურნეობაში
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევა ხაზს უსვამს მნიშვნელოვან გენდერულ უთანასწორობას საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ქალები აწყდებიან ისეთ ბარიერებს, როგორებიცაა ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული მისაწვდომობა და საზოგადოებრივი ნორმები, რომლებიც ხელს უშლის მათ ჩართულობას ბიზნესში და სამეწარმეო პასუხისმგებლობების დაბალანსებას საოჯახო საქმეებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები ფლობენ ბიზნესის დაახლოებით ერთ მესამედს, ეს საწარმოები ხშირად მცირეა და ბევრი ქალი მეწარმე დამოუკიდებლად მუშაობს ისეთ სექტორში, როგორიცაა ვაჭრობა. მთავარი გამოწვევა სოციალური კაპიტალისა და მხარდაჭერის ქსელების ნაკლებობაა, რაც ზღუდავს ქალთა შესაძლებლობებს გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი სოფლის მეურნეობასა და სხვა სექტორებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფერმერი ქალები ფლობენ ბევრად ნაკლებ მიწას, ვიდრე კაცები —5,4 ჰა-სა და 15,1 ჰა-ს შესაბამისად. განსხვავება, რომელიც გამოწვეულია ტრადიციული მემკვიდრეობითი პრაქტიკით, ზღუდავს ქალთა ხელმისაწვდომობას ბიზნესსესხებზე, რადგან მიწა, როგორც წესი, გამოიყენება გირაოს სახით.
გარდა ამისა, ქალების მძიმე ტვირთია ყოველდღიურობა, რადგან უწევთ დააბალანსონ ფერმაში მოვალეობები და საოჯახო საქმეები, რაც ზღუდავს მათ დროს სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. ამასთან, ისინი ეყრდნობიან კაცების დახმარებას ფიზიკურად რთული ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა მეცხოველეობა, რაც ზღუდავს მათ ჩართულობას სოფლის მეურნეობის უფრო მომგებიან სექტორებში.
საქართველოში დიდი სხვაობაა ქალებისა და კაცების ანაზღაურებებს შორისაც. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ქალები საათში დაახლოებით 13,2%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე კაცები, ხოლო ყოველთვიური ხელფასების სხვაობა კაცებთან შედარებით 20,9% იყო.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის კვლევები აჩვენებს, რომ ქალების ჩართულობა სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვნად ზრდის საწარმოს პროდუქტიულობას, ინოვაციების რაოდენობასა და წარმოების მდგრადობას. გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრა მოითხოვს პოლიტიკის დოკუმენტების შემქმნელების, ფინანსური ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ გენდერულ თანასწორობას მიწის საკუთრებაში, გააძლიერონ ქალთა ხელმისაწვდომობა დაფინანსების წყაროებზე და წინ აღუდგნენ საზიანო ტრადიციებს, რომლებიც ზღუდავს ქალთა ეკონომიკურ მონაწილეობას სოფლის მეურნეობაში.
სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა!
სურსათის უვნებლობის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უმჯობესია აცნობოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501
ეს სტატია შექმნა ჩეხეთის განვითარების სააგენტომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის — “სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში (ENPARD IV)“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებs ჩეხეთის განვითარების სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები