ქანიე უესთმა ახალი სიმღერა თავის შვილთან და შონ "დიდი" ქომბსთან ერთად ჩაწერა
ფოტო: Matt Winkelmeyer / Getty Images / The Recording Academy
პრობლემური რეპუტაციის მქონე ამერიკელმა რეპერმა ქანიე უესთმა ახალი სიმღერა გამოუშვა, რომელიც მან თავის 11 წლის შვილთან, ნორთთან, და აშშ-ში დაკავებულ რეპერთან, შონ "დიდი" ქომბსთან, ერთად ჩაწერა.
სიმღერა, სახელწოდებით Lonely Roads Still Go to Sunshine, უესთმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოაქვეყნა. ნორთ უესთთან და ქომბსთან ერთად, ჩანაწერში "დიდის" შვილი და მუსიკოსი ჯასმინ უილიამსი მონაწილეობენ. კომპოზიცია კი ქანიესა და შონის სატელეფონო საუბრით იწყება.
"მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ჩემს შვილებზე ზრუნავ", — ამბობს ქომბსი, — "მათ არავინ ეკონტაქტება, არც კი ურეკავენ".
"რა პრობლემაა, ძალიან მიყვარხარ, ძმაო", — პასუხობს უესთი, — "შენ მე გამზარდე".
ამერიკული ტაბლოიდის TMZ-ის ცნობით, უესთმა სიმღერის გამოქვეყნებამდე მისი და ნორთის დედის, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანის, მიმოწერის "სქრინები" გაასაჯაროვა და მოგვიანებით წაშალა. მიმოწერაში კარდაშიანი ყოფილ ქმარს ეუბნება, რომ ნორთის სახელი სავაჭრო ნიშნადაა რეგისტრირებული და მას "დიდის" სიმღერაში ვერ გამოიყენებს. კიმის თქმით, ეს თავისი უფროსი შვილის დასაცავად გააკეთა.
ტაბლოიდი ასევე წერს, რომ უესთი და კარდაშიანი შეთანხმებულები იყვნენ, თავიანთი ყველა შვილის სახელი სავაჭრო ნიშნად დაერეგისტრირებინათ, რათა ისინი სხვა არავის გამოეყენებინა.
"ან გამოასწორე ეგ ამბავი, ან ომს წამოვიწყებ, ამ ამბავს კი ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გადაურჩება", — პასუხობს უესთი კიმს მიმოწერაში, — "მოგიწევს, მომკლა".
შონ "დიდი" ქომბსი და ქანიე უესთი 2014 წელს
ფოტო: Kevin Mazur / Child2014 / WireImage
თავადაც არაერთ სკანდალში გახვეულმა უესთმა, სექსუალურ ძალადობასა და ტრეფიკინგში ბრალდებული შონ "დიდი" ქომბსი, რომელიც შარშან დააკავეს, წინათ საჯაროდაც დაიცვა და თქვა, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს.
უესთი კი, თავისი ბოლოდროინდელი ანტისემიტური, ჰომოფობიური და მიზოგინიური განცხადებების გამო, ისევ კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. რამდენიმე კვირის წინ, მან მაისურები გამოუშვა ნაცისტური სვასტიკის გამოსახულებით, რასაც არაერთი ცნობილი ადამიანი და ორგანიზაცია მწვავედ გამოეხმაურა. პრობლემური განცხადებების გამო, უესთთან მისმა აგენტმა და რამდენიმე ცნობილმა ბრენდმაც გაწყვიტეს თანამშრომლობა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები