მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ინტერნეტსა და ონლაინმედიებზეც გავრცელდება
17 მარტს, დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე, მედიის კანონის მეორე მოსმენით განხილვაზე, ქართული ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს დაემატება ჩანაწერი ონლაინმედიებისა და ინტერნეტის რეგულირების შესახებაც.
გორდულაძის განმარტებით, ქცევის სტანდარტი ონლაინმედიებს და "სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსებაზეც" უნდა გავრცელდეს. კანონპროექტის მიხედვით, ინტერნეტ-მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე ინტერნეტ-დომენის და ინტერნეტ-ჰოსტინგს იყენებს ინფორმაციის გასავრცელებლად.
"როგორც პირველი მოსმენით ჩვენს გუნდთან შეთანხმებით გაჟღერებული იქნა, რომ ე.წ. ონლაინმედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტი, რაც ზოგადად მაუწყებლებისთვისაა გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს.
წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც:
ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალების განკუთვნილ ინტერნეტ დომენზე ანდა ინტერნეტ ჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება.
ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტ დომენის და ინტერნეტ ჰოსტინგს", — თქვა გორდულაძემ.
4 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს და მაუწყებლობის შესახებ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
გორდულაძის თქმით, ეს მოდელი დიდ ბრიტანეთშიც არსებობს და კანონპროექტის მიზანი საზოგადოებისთვის "სწორი, გადამოწმებული, ჯეროვანი ინფორმაციის და არა პოლიტიკური შეხედულებებით დახუნძლული, თუ პირდაპირ დეზინფორმაციული ხასიათის ფაქტების მიწოდებაა".
"ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და ისევ და ისევ, თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია, რომ თავიანთი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება, რომ ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს და საზოგადოებას აქვს უფლება, რომ მიიღოს სწორი, გადამოწმებული, ჯეროვანი ინფორმაცია და არა პოლიტიკური შეხედულებებით დახუნძლული, თუ პირდაპირ დეზინფორმაციული ხასიათის ფაქტების გავრცელება, რომლის არაერთი მაგალითიც ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ, რისი პრევენციაც ჩვენ გვინდა." — განაცხადა გორდულაძემ.
24 თებერვალს ქართულმა ოცნებამ ორი კანონპროექტი წარადგინა:
1. პირველი კანონპროექტი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს ე.წ FARA (Foreign Agents Registration Act) — "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი".
2. მეორეს კანონპროექტი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს.
ცნობისთვის, მანამდე მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევა საქართველოში თვითრეგულირებადი იყო. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანებაა, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვაა, 9 წევრისგან შემდგარი საბჭო უზრუნველყოფდა მედიის თვითრეგულირების მექანიზმს.
3 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მედიის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. არჩილ გორდულაძის ამავე დღის განცხადებით, ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება.
დღევანდელ სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას პლენარულ სხდომაზე. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კომენტარის სახით ასევე აღნიშნა, რომ "დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც ხო? ბეჭდური მედია.. ნუ, სოციალური ქსელები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ, კარგი იქნება, დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული. ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად, რომ ადამიანები დავიცვათ."
შეგახსენებთ, 4 მარტის პლენარულ სხდომაზე "ხალხის ძალის" დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში უნდა დაწესდეს რეგულაცია, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და შეურაცხყოფას დასჯადს გახდის.
"დღეს, ტელევიზიაზე, რადიოზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. სოც-ქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და ძალიან კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა, რომ ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, რომ ის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი," — განაცხადა სოზარ სუბარმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები