კახა კალაძე: ჩვენ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ შეძლოს "დიფ სთეითის" დამარცხება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოცნების ხელისუფლება გულშემატკივრობს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მის ბრძოლაში "დიფ სთეითთან" და საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროპის მხრიდან, სამართლიანი დამოკიდებულება და მიდგომა იყოს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც დღეს მსოფლიოში ვითარდება, გამჭვირვალობა, ასევე მედიის ევროპული, კერძოდ კი ბრიტანული, სტანდარტებით რეგულირება მნიშვნელოვანია.
"რაც შეეხება FARA-ს, გამჭვირვალობა პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. აღნიშნულ პრობლემაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, ყველას გვახსოვს, რამხელა შემოტევა და ზეწოლა მოდიოდა ქვეყნის გარედან, ევროპარლამენტარების, ასევე სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან. გვეუბნებოდნენ, თითქოს აღნიშნული კანონპროექტი იყო რუსული, არადა რუსულთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ერთადერთი, რასაც ვითხოვდით, ეს იყო გამჭვირვალობა. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაირკვა, რომ ის თანხები, რომლებიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მოედინებოდა, ხმარდებოდა რევოლუციურ სცენარებს, პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებოდა აღნიშნული ორგანიზაციები ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობა პრინციპულად მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ FARA-ს ანალოგი გადმოვიტანოთ საქართველოში", — განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მედიის რეგულირებას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება და გადმოტანა, რაც ამ მიმართულებით გააჩნია, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს.
"გვინდა ბრიტანული მოდელის გადმოტანა საქართველოში და ის სტანდარტები, რაც წლების განმავლობაში დანერგილია, მაგალითისთვის, დიდ ბრიტანეთში, უნდა იყოს გადმოტანილი საქართველოში", — აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ამერიკის ხმისთვის და რადიო თავისუფლებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დასმულ შეკითხვას, დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლოს "დიფ სთეითის" დამარცხება.
"ეს პროცესები მიდის, ყველანი ვაკვირდებით და ვხედავთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ის პრეზიდენტს ამ ორგანიზაციების მიმართ, თუმცა ჩვენთვის მაინც მთავარია ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მომავალი. ჩვენ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ შეძლოს "დიფ სთეითის" დამარცხება. გვაინტერესებს, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება საქართველოსთან მიმართებაში იმიტომ, რომ კარგად ვიცით, როგორ აქვს გადგმული ფესვები "დიფ სთეითს" არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში, როგორც აშშ-ს, ასევე ევროპას ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება და მიდგომა. როგორც კი დავინახავთ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან, რა თქმა უნდა, პირველები ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე გააკეთებს განცხადებებს", — აღნიშნა კახა კალაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები