"ფიფქიას" პრემიერის პარალელურად გალ გადოთსა და რეიჩელ ზიგლერს შორის უთანხმოება მწვავდება
ფოტო: YahooNews
მაშინ როდესაც დისნეი ფიფქიას საეკრანო ადაპტაციის გამო გამოწვეულ კრიტიკასთან გამკლავებას ცდილობს, კულისებში კიდევ ერთი პრობლემა მწვავდება. ფილმის ორ ვარსკვლავს შორის დიდი დაძაბულობაა, რადგან რეიჩელ ზეგლერი პალესტინის მხარდამჭერია, ხოლო გალ გადოთი წარმოშობით ისრაელიდანაა და 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აქტიურად აფიქსირებს ანტი ჰამასურ პოზიციას. გალ გადოთსა და რეიჩელ ზეგლერს ღაზაში მიმდინარე ომზე საჯაროდ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. როგორც ამბობენ, გადოთი პალესტინის საჯარო მხარდაჭერის გამო რეიჩელ ზეგლერზე განრისხებულიც კი იყო.
ზეგლერმა X-ზე არაერთი პოსტი გამოაქვეყნა წარწერით — "თავისუფლება პალესტინას". მოგვიანებით კი იგივე ინტერვიუებშიც გაიმეორა.
"არ შემიძლია ვუყურო, როგორ იხოცებიან ბავშვები. ჩვენ ვუახლოვდებით 7 ოქტომბერს ისრაელში მომხდარი საშინელი თავდასხმების 1 წლის თავს, მაგრამ მე ამ კონფლიქტს ბევრი წელია ვხედავ. სხვების მსგავსად, მეც ძალიან მწყდება გული ორივე მხრიდან ამდენი სიცოცხლის დაკარგვის გამო" — განაცხადა რეიჩელ ზეგლერმა გასულ ზაფხულს.
ფოტო: Pinterest
თავის მხრივ, გადოთმა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, პოზიციის დაფიქსირება აქტიურად დაიწყო. მან ლოს-ანჯელესში გავლენიანი პირებისათვის რამდენიმეჯერ ფილმის ჩვენებაც კი გამართა. ფილმში ჰამასის ისრაელზე თავდასხმის კადრებია აღბეჭდილი.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში ვნახავდით ხალხს, რომელიც ჰამასის განსჯის ნაცვლად, მათ გამართლებას, გამხნევებასა და მხარდაჭერას დაიწყებდნენ… საჭიროა, ებრაული საზოგადოების ყველა წევრმა, განურჩევლად პროფესიისა, ხმა აიმაღლონ... ეს ყველას გვეხება, ყველა სფეროში მომუშავე ადამიანს" — განაცხადა გალ გადოთმა.
ცხადია, გადოთისთვის არასასიამოვნოა ზეგლერთან ერთად ფილმის გაპიარება. მიუხედავად იმისა, რომ დუეტმა ოსკარი ერთად წარადგინეს, ისინი ინტერაქციის მინიმუმამდე შემცირებას ცდილობენ.
ფოტო: PageSix
ცნობისთვის, ზეგლერმა ფიფქიას როლზე დამტკიცების შემდეგ, თავი უხერხულ მდგომარეობაში რამდენჯერმე ჩაიგდო. მაგალითად, მაშინ როდესაც მან ყველასათვის საყვარელი ორიგინალი მულტფილმი გააკრიტიკა.
"მულტფილმი უკიდურესად მოძველებულია, როდესაც საქმე სამყაროში ქალის როლს ეხება. ორიგინალი მულტფილმი 1937 წელს გამოვიდა და ეს ძალიან შესამჩნევია. ანიმაცია დიდ ყურადღებას ფიფქიას სასიყვარულო ისტორიაზე ამახვილებს ბიჭთან, რომელიც სიტყვასიტყვით დასდევს მას. ეს ძალიან უცნაურია. ჩვენ ფილმში ეს სხვაგვარადაა... ჩვენ განსხვავებული მიდგომა გვაქვს იმის მიმართ, რასაც, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი სასიყვარულო ისტორიად მხოლოდ იმიტომ განიხილავს, რომ ფილმში პრინცი მონაწილეობს" — განაცხადა ზეგლერმა 2022 წელს.
ზეგლერმა სხვა კომენტარებითაც გაანაწყენა დისნეის გულშემატკივრები. მსახიობმა დასცინა ხალხს, რომლებიც მისი ფიფქიას როლზე დამტკიცებით განაწყენდნენ. მან კრიტიკოსებს უწოდა, "დამარცხებულები(losers), რომლებიც მულტფილმის პრინცესების სისხლის სიწმინდის შენარჩუნებით არიან შეპყრობილნი".
ამ დაპირისპირების გამო ფიფქიას პრემიერა შეფერხდა. ზეგლერსა და ფილმის რეჟისორებს შორის შექმნილი დაპირისპირების გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრემიერა ნაკლებად პომპეზური იყოს და მას მხოლოდ ფოტოგრაფები და ფილმზე მომუშავე ადამიანები დაესწრნენ. ცნობისთვის, საქართველოში ფილმის პრემიერა 20 მარტს შედგება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები