ქეით ბლანშეტი, პოლ მაკ-კარტნი და სხვები ტრამპს AI კომპანიებზე აფრთხილებენ
ფოტო: Getty Images
ჰოლივუდის 400-ზე მეტი წარმომადგენელი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართავს და ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანიებისგან შექმნილ საფრთხეზე მიუთითებს. წერილით, რომელსაც რეჟისორები, მწერლები, მსახიობები, მუსიკოსები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები აწერენ ხელს, თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განყოფილებას მოუწოდებენ, არ შეიცვალოს საავტორო უფლებების დაცვის პოლიტიკა.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცოტა ხნის წინ ტრამპის ადმინისტრაციას OpenAI-მ და Google-მა მიმართეს, სამართლებრივად დაშვებული გახდეს საავტორო უფლებების კანონით დაცული მასალის უნებართვოდ ან მფლობელისთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე გამოყენება თავიანთი AI ტექნოლოგიების გასაწვრთნელად.
"მიგვაჩნია, რომ აშშ შემოქმედებითი სფეროს დაზიანების ხარჯზე არ უნდა დაწინაურდეს AI ინდუსტრიაში", — ნათქვამია ხელოვანების წერილში, — "AI კომპანიები ითხოვენ, ეკონომიკურ და კულტურულ ძლიერებას ძირი გამოუთხარონ ფილმებზე, სერიალებზე, ნახატებზე, ნაწერებზე, მუსიკასა და ხმოვან ჩანაწერებზე საავტორო უფლებების დაცვის შესუსტებით, რათა მულტიმილიარდიანი კორპორაციებისთვის ტექნოლოგიები გაიწვრთნას".
წერილს ხელს აწერენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ქეით ბლანშეტი, პოლ მაკ-კარტნი, მარკ რუფალო, გილერმო დელ ტორო, სინთია ერივო, ბეტ მიდლერი, ბენ სტილერი, ობრი პლაზა და ტაიკა ვაიტიტი.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გუგლი და OpenAI, მაღალი შემოსავლის მიუხედავად, თავიანთი მოთხოვნით "ამერიკის შემოქმედებითი ინდუსტრიის შეუზღუდავად ექსპლუატაციისკენ" მიისწრაფვიან.
ფოტო: Analytics Insight
ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით ინდუსტრიასთან დაკავშირებამ ცხარე კამათი გამოიწვია. მაგალითად, წინა წლის დასაწყისში იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, აკუტაგავას პრემიის, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა, რასაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბერლინელმა ფოტოგრაფმა ბორის ელდაგსენმა 2023 წელს Sony-ის ფოტოკონკურსში ხელოვნური ინტელექტის გენერირებული სურათით გაიმარჯვა, მაგრამ პრიზზე უარი თქვა. ელდაგსენის თქმით, ამ ქმედებით მას საკითხზე დისკუსიის გამოწვევა სურდა.
- კომპანია Lionsgate კინოწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას იწყებს
- ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი AI-ის გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა
ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით შეშფოთებულები არიან ცნობილი მწერლებიც. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, 2023 წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ.
მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს. ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები