ქართული კომპანია, რომელიც უმაღლესი ხარისხის სუშის უმოკლეს დროში მოგიტანთ
ფოტო: უკვე
ბოლო დროს ქართველების დაინტერესება აზიური სამზარეულოს მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდება. საქართველოს მასშტაბით უკვე ათეულობით აზიური კაფე-რესტორანია გახსნილი, რომელსაც უამრავი მომხმარებელი სტუმრობს. აზიური სამზარეულო გამოირჩევა როგორც მისი მომაჯადოებელი გემოთი, ისე ჯანსაღი პროდუქტების სიმრავლით. აღსანიშნია, რომ ბაზარზე, მოთხოვნის მხრივ, აზიური სამზარეულოს მთავარი კერძი სუშია, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებაში განსხვავებული მეთოდით მზადდება. მიუხედავად ამისა, დიდი ხნის განმავლობაში მისი გამოძახება და სასურველ ადგილზე მიღება დიდ პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა ეს უკვე წარსულში დარჩა...
ქართველი ახალგაზრდების მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელსაც უკვე ჰქვია და თავისი სერვისის წყალობით, მომხმარებლების დიდ სიმპათიებსა და ინტერესს იმსახურებს. უკვე წარმოადგენს აზიური სამზარეულოს სწრაფი კვების ობიექტს, რომელიც აერთიანებს ონლაინ შეკვეთებს, ადგილზე მიტანისა და წაღების სერვისს.
კომპანიის დაფუძნებაზე ფიქრი ახალგაზრდებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ამ ბაზარზე არსებულმა პრობლემებმა თავად შეუქმნეს დისკომფორტი. ერთ მშვენიერ საღამოს, როცა მეგობრები სახლში იყვნენ შეკრებილნი და საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე, გადაწყვიტეს სუში გამოეძახებინათ. იმ დროს არსებულმა სერვისმა იმდენად გააწბილა ისინი, რომ რაიმე ახლის დაფუძნების იდეა გაუჩნდათ.
ამის შემდეგ, ახალგაზრდებმა ბაზარი საფუძვლიანად შეისწავლეს და მოქმედებაზე გადავიდნენ.
სუშის ფასების დაწევა და ხელმისაწვდომობა კომპანიამ მთავარ ამოცანად დაისახა. ამასთან, მათ სურდათ, რომ ფასების გამო არ გაფუჭებულიყო ხარისხი. ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში, ახალგაზრდებმა მიაღწიეს იმას, რომ დღეს სუში აღარ არის ფუფუნების საგანი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიირთვას ის, თანაც მაღალი ხარისხის პროდუქტებით დამზადებული.
უკვე კერძების მოსამზადებლად მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს იყენებს და ხარისხისა და ფასის საუკეთესო შეფარდება აქვთ. სუში კეთდება იაპონური უმაღლესი ხარისხის ბრინჯით, თევზი კი შემოწმებულია. უკვეს აზიური ყუთის კერძები იწვება 100%-იან სიმინდის ზეთზე, ქათამი ქართულია და ბოსტნეული ყოველთვის ახალი და საღი. უკვე იყენებს კიკომანის ბრენდის სოიოს სოუსს, ისინი არ იყენებენ კონსერვირებულ ბოსტნეულსა და გემოს გამაძლიერებლებს.
უკვეს კერძების შეკვეთა კომპანიის ოფიციალურ გვერდზე, Ukve.ge-ზე შეგიძლიათ. შეკვეთისთვის პირველ რიგში უნდა აირჩიოთ უბანი თუ სად გსურთ პროდუქტის მიღება. კერძების შერჩევა საიტის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ, საიდანაც მარტივად შეძლებთ შეკვეთის გაგრძელებას. მას შემდეგ, რაც კერძების შერჩევას დაასრულებთ, უნდა შეარჩიოთ გადახდის მეთოდი. ვებ-გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში კალათა განთავსებული. გადაამოწმეთ თქვენი შეკვეთა და იხილეთ საბოლოო ფასი. იმისათვის რომ შეძლოთ გადახდა აუცილებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ აირჩიეთ გადახდის მეთოდი (ბარათი ან ნაღდი ფული) და შეავსეთ მისამართის ველი. ასევე, თქვენ შეგიძლიათ კერძებთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნები კომენტარების ველში დაწეროთ.
ამ საფეხურების გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორმოც წუთში თქვენ მიიღებთ შეკვეთას სასურველ ადგილას.
საიტზე ნახავთ სხვადასხვა სახეობის სუშისა და სხვა აზიურ კერძებს, როგორიცაა - ორაგულის როლი (ცხარე), შებოლილი ორაგულის როლი, ორაგულის ნიგირი, ცხარე ორაგულის მაკი და სხვ.
რაც შეეხება ობიექტებს - კომპანია ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ოპერირებს და ამჟამად ორ ობიექტს ფლობს. კომპანია სამომავლოდ კიდევ ათი ობიექტის გახსნას გეგმავს და სურს, რომ მთელი საქართველო მოიცვას.
უკვესთვის მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი 2017 წლის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებენ მონაწილეობას. წარმატებული კომპანიის შემქმნელები იმ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც #გააზიარეწარმატების ფარგლებში დამწყებ სტარტაპერებს მოტივაციას აძლევენ და ამის პარალელურად, დაჯილდოებაში მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა






კომენტარები