საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ოთხი ახალი ფუნქციონალი დაემატა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა — Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალები დაემატა. აღნიშნული სიახლე იმ ბიზნეს მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია, რომლებიც გადახდის მეთოდებს (ტერმინალი, ონლაინ გადახდა) არ იყენებს. ამიერიდან, ასეთი ბიზნესებისთვის მნიშვნელოვნად გამარტივდა გადახდის პროცესი.
ამასთანავე, პლატფორმა ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი, თუ სერვისი სრულიად უფასოდ გააცნოს და ამით გაყიდვები გაზარდოს.
Ads manager-ს ოთხი ახალი ფუნქციონალი:
ფოტოსაცავი ბიზნესებისთვის, შეთავაზების ვიზუალის მოსამზადებლად
Ads manager-ში შეთავაზების შექმნისას ბიზნესებისთვის შესაბამისი ფოტოს მოძიება არ არის ადვილი. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებს პლატფორმაზე სასურველი ვიზუალის შერჩევის შესაძლებლობა შევუქმენით. ამისთვის მათ შეთავაზების პროცესში საძიებო ველში ინგლისურად უნდა ჩაწერონ სფეროს შესაბამისი სიტყვა, რის შემდეგაც მათთვის რელევანტური ფოტოები გამოჩნდება. შედეგ ისინი შეძლებენ სასურველი ვიზუალის არჩევას და შეთავაზებისთვის გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ არჩეულ ფოტოს შეთავაზების დასრულებამდე მხოლოდ ერთი ბიზნესი გამოიყენებს, მსგავსი ვიზუალით სხვა შეთავაზება სხვა მომხმარებელს არ შეხვდება.
შეთავაზების შექმნის შესაძლებლობა ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვს გადახდის მეთოდი
აქამდე Ads მენეჯერის შეთავაზების შექმნა მხოლოდ გადახდის მეთოდის მქონე ბიზნესებს შეეძლოთ, თუმცა, ზოგიერთი ბიზნესი, თავისი მიმართულებიდან გამომდინარე, გადახდის მეთოდებს არ იყენებს, მაგალითად: დეველოპერული კომპანიები, მცირე ინსტაგრამ მაღაზიები, რომლებსაც არც ფიზიკური მაღაზია აქვთ და არც ონლაინ ვებ-გვერდი. ამიერიდან კი, გადახდის მეთოდის არმქონე ბიზნესებიც შეძლებენ პლატფორმით სარგებლობას და მომხმარებლისთვის მსგავსი სერვისის შეთავაზებას. ეს კი შესაძლებლობას მისცემს მათ, გაზარდონ ცნობადობა და შესაბამისად, სარგებელიც.
განმეორებადი შეთავაზებები (მაგალითად: შესთავაზე მომხმარებელს ქეშბექი ყოველ ოთხშაბათს და გაზარდე ლოიალურობა)
ბიზნესებს შეუძლიათ მომხმარებლებისთვის განმეორებითი შეთავაზებების სერვისის შექმნა. მაგალითად, მონიშნონ, რომ შეთავაზების ფარგლებში, ყოველ ოთხშაბათს, მომხმარებლები გადახდილი თანხის 20%-ს დაიბრუნებენ. ეს ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ავტომატიზებული გახდეს პროცესი, რადგან აღარ მოუწევთ რამდენიმე შეთავაზების შექმნა. ასევე, აარჩიონ ის დრო, როდესაც განსაკუთრებით სჭირდებათ კონკრეტულ სეგმენტში გაყიდვების გაზრდა. ყოველკვირეული შეთავაზებების გარდა, ბიზნესებს, სპეფიციფიკიდან გამომდინარე, შეუძლიათ ყოველთვიური შეთავაზების პაკეტის შექმნაც (მაგალითად, თვის ყოველ 15 რიცხვში).
ბრენდის მართვა - სახელისა და ლოგოს ატვირთვის შესაძლებლობა
ბევრ კომპანიას იურიდიული სახელი აქვს, (მაგ: შპს x), თუმცა, ბრენდულად ამ სახელით დაპოზიციონირება არ სურთ. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით, კი ბიზნესს შესაძლებლობას ვაძლევთ, შეცვალონ დასახელება და მობილბანკში მომხმარებლებისთვის სასურველი სახელით გამოჩნდნენ. იგივე მექანიზმი მოქმედებს იმ ბიზნესებზე, რომლებსაც გადახდის მეთოდი არ აქვთ - საჭიროა დაარქვან სახელი საკუთარ ბრენდს, ატვირთონ ლოგო და მომხმარებლებს ფასდაკლება შესთავაზონ.
URM - უფლებების გაწერა
ბიზნესებს ხშირად კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად მარკეტერის ან ციფრული მარკეტერის დახმარება სჭირდებოდათ და არ სურდათ, შესაძლებელი ყოფილიყო წვდომა მათ ფინანსურ ანალიტიკებსა თუ მონაცემებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის ნახვა ბიზნეს მენეჯერშია შესაძლებელი, ეს მათ გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. აღნიშნული ფუნქციონალის მეშვეობით კი, დირექტორს შეუძლია, ადამიანს მისცეს ამ მონაცემებზე წვდომა. მაგალითად, მხოლოდ მომხმარებლების ანალიტიკასა და შეთავაზების შექმნის პროცესზე, რაც თავის მხრივ, მარკეტერს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
“საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მომხმარებლებს არაერთ სიახლეს სთავაზობს. ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი პროდუქტები თუ სერვისები მივაწოდოთ, რათა კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი მათ გაძლიერებას და, შესაბამისად, შემოსავლების ზრდას. Ads manager-ში ფუნქციონალების დამატება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს სიახლე იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ დრომდე Ads მენეჯერს ვერ იყენებდნენ, მისცემს შესაძლებლობას, შექმნან შეთავაზება და საკუთარი პროდუქტი 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს გააცნონ. ისინი კი, ვინც აქტიურად იყენებდნენ პლატფორმას, უფრო მარტივად შეძლებენ განათავსონ შეთავაზებები,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერმა, გიორგი კობიაშვილმა.
თუ ხართ დირექტორი, შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს, ხოლო თუ მარკეტერი — სთხოვეთ დირექტორს გაგიწეროთ შესაბამისი ფუნქცია.
თუ დირექტორი ხართ, manager.bog.ge-ში შესვლას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში და ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ.
შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია იხილეთ აქ:
უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები