ნიკა კაცია: "ყველა ხართ არალეგიტიმურები, სანქცირებულები და კიდევ მე მაძლევთ შენიშვნას?" — ჟურნალისტი სანქცირებულმა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ჟურნალისტი ნიკა კაცია ესტონეთის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობაში დატოვა.
კაციამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უდანაშაულოა და თავისი საქმის გამოძიებას ითხოვს. მისი განცხადებით, პროკურატურამ მისი ადვოკატის მიერ ჩატარებული გამოძიება საქმის მასალებში გადმოიტანა, მანამდე ისინი სასამართლოში "ფარატინა" ფურცლით წარდგნენ.
"როცა ვსაუბრობდით მტკიცებულებების მოპოვებაზე, მახსოვს თქვენი ფრაზა — დაცვის მხარეს აქვს უფლება, კანონიერად მოიპოვოს მტკიცებულებები.
ის, რომ მე სახლთან დამაკავეს და არა იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია საქმის მასალებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. ერთადერთი მტკიცებულებაა და ზუსტად ის, რასაც ახლა ვისმენდით მონოლოგის სახით ზუსტად იმას ნიშნავს, რომ იმ ერთადერთი მტკიცებულების განადგურების მცდელობაა საქმის დანარჩენ სხვა მასალებთან ერთად, რომლებიც ჩადებულია და რომელიც, სხვათა შორის, ჩემი ადვოკატის დამსახურებაა. ფარატინა ფურცლით იყო წარმოდგენილი პროკურატურა, აბსოლუტურად ფარატინა. ჩვენგან გადაიტანეს — ჩვენ ჩავატარეთ რეალურად გამოძიება.
ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლის იქ ყოფნა, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონიდან ამოღებული რუკით დგინდება, სად დამაკავეს. ამასობაში იმას, რასაც მე ვლაპარაკობ, ოღონდ გამოკითხვა რომ არ ჩაუტარებიათ, ესეც ცალკე უბედურება და აბსურდია და ამაზეც მინდოდა მეთქვა — მეოთხე თვე ხდება 7 აპრილს, როცა გამოძიება არც შემთხვევაში და არანაირად არ იწყება. ვითხოვ გამოძიებას, რატომ არ იწყება გამოძიება," — განაცხადა კაციამ.
კაციამ ასევე ისაუბრა საქმის მასალებში მის დაკავების ადგილის უზუსტობაზე, რომ ის სახლთან დააკავეს და არა საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე.
"მე სახლთან დამაკავეს და არა იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია საქმის მასალებში [...] ადამიანმა 3 დეკემბერს გადამიღო ვიდეო, რომლის საფუძვლადაც შემდეგ შეთითხნეს, რომ ამას ტატუები აქვს და მოდი, ნარკოტიკს ჩავუდებ." — განაცხადა კაციამ.
სასამართლოზე კაციამ მოსამართლეს მიმართა, რომ უკანონობის მსხვერპლია და სანქცირებული სასამართლოს ინტერესებში არ შედის მისი საქმე გამოიძიონ.
"თავიდან ბოლომდე უკანონობის მსხვერპლი ვარ. ეს ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი და მე ამას ვუყურებ, მათ შორის, თქვენს პროცესებს. ყველა, ვინც მე მასამართლებს, ხელს უწყობს იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, სანქცირებულები და კიდევ მე მაძლევთ შენიშვნას? [...] მოსამართლეებს უსაფუძვლოდ არავინ არ ასანქცირებს," — განაცხადა ნიკა კაციამ სასამართლოზე.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა თავი ვალდებულად არ ჩათვალა "რომელიღაცა" ქვეყნის სანქცირებაზე განმარტება გაეკეთებინა და თვლის, რომ ეს კაციას საქმის სამართლიან გამოძიებას ხელს არ უშლის.
"საერთოდ არ ვარ ვალდებული, [სანქცირებაზე] რამე განმარტება გავაკეთო, მით უმეტეს, რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში არ საუბრობენ," — განაცხადა მოსამართლე მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი 3 მარტს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საქართველოს 55 დასანქცირებულ მოქალაქეთა სიაში მოხვდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკუს ცაჰკმა განაცხადა, რომ ჩამოთვლილი სანქცირებული პირები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ემუქრებოდნენ მომიტინგეებს.
შეგახსენებთ, ნიკა კაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. კაციას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე ნიკა კაცია აქტიურად მონაწილეობადა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში.
ამავე თემაზე:
ბრალდებული სრულადაა უზრუნველყოფილი საკვებითა — სპეციალური პენიტენციური სამსახური ნიკა კაციაზე
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები