საქართველო vs სომხეთი: მოლოდინები მატჩების წინ — საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
20 და 23 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთის ნაკრებთან ორ მატჩს გამართავს.
სომხეთი VS საქართველო — შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება;
საქართველო VS სომხეთი კი 23 მარტს, 18:00 საათზე ჩატარდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
როგორი მოლოდინებია მნიშვნელოვანი მატჩის წინ?
იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დაამარცხებს, B დივიზიონში შეინარჩუნებს ადგილს.
ვილი სანიოლმა მნიშვნელოვანი მატჩების წინ უკვე დაასახელა რჩეული 25 ფეხბურთელი:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი).
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლაშა დვალი (აპოელ-ი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი), ირაკლი აზაროვი (შახტარი), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი).
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ლევან შენგელია (ოფი კრეტა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი), გიორგი ზარია (ქაირათი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი).
თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო).
აღსანიშნავია, რომ 25-კაციან შემადგენლობაში 4 წლის შემდეგ დაბრუნდა გიორგი ზარია, ალმათის ქაირათის ფეხბურთელი. მან ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი შეხვედრა 2021 წელს ესპანელების წინააღმდეგ გამართა.
მატჩი მონაწილეობას მიიღებს ერთი დებიუტანტიც — ლუკა ლაცაბიძე, 20 წლის მცველი, რომელიც ამჟამად ოდესის ჩერნომორეცის ღირსებას იცავს და მის შესაძლებლობებს უკვე კარგად ვიცნობთ ასაკობრივი ნაკრებებიდანაც.
სარაევოს ლიდერი, გიორგი გულიაშვილი აქამდეც ყოფილა გაფართოებულ შემადგენლობაში, თუმცა ბოსნია და ჰერცოგოვინას ჩემპიონატის ერთპიროვნულ ბომბარდირს (14 გოლი, 4 საგოლე გადაცემა) ეროვნული ნაკრების მაისურით ჯერ არ უთამაშია.
ვილი სანიოლის რჩეული ფეხბურთელები სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე საკმაოდ გამოცდილები არიან — უცვლელია როგორც დაცვის, ისე ნახევარდაცვისა და თავდასხმის ძირითადი ბირთვი.
საერთო ჯამში ქართველ ფეხბურთელებს კარგი საკლუბო სეზონი აქვთ.
თუმცა, ყვითელი ბარათების დისკვალიფიკაციის გამო პირველ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და გუნდის უდავო ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია. მიუხედავად ამისა, მათ გარდა ვილი სანიოლის ჰყავს რამდენიმე ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომლებიც კარგად დააბალანსებენ ამ დანაკლისს.
ბოლოს საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთის ეროვნულ ნაკრებს 2020 წლის ნოემბერში ეთამაშა ერთა ლიგის C ჯგუფის შეხვედრაში, სადაც მინიმალური სხვაობით (1-2) დამარცხდა. შესაბამისად, ორმაგი მნიშვნელობა ენიჭება მარტის თამაშებს.
20 მარტს საქართველოს გუნდი სომხეთს ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე შეხვდება, 3 დღის შემდეგ კი დედაქალაქში, დინამო არენაზე გაიმართება საშინაო შეხვედრა, რომელშიც გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელიაც მიიღებენ მონაწილეობას.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ორმატჩიანი თამაშების სტარტს, და ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები