გია ვოლსკი

20 Mar. 2025, 14:06

"ეს წერილიც ამას ემსახურება, თორემ ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც გააჩნია თავისი გეგმა, ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში "დიფ სთეითი" და თავის ამოცანას ასრულებს. ამ საქმეში ხაზარაძე ჩაერთვება თავისი განცხადებებით, თუ სალომე ზურაბიშვილი წერილებით — არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამათ თავისი გეგმა აქვთ და მათ შორის, საქართველოს დაპირისპირების პოლიგონი გახდა ომსა და მშვიდობას შორის. თავისი გეგმა და იდეები აქვთ და ეს ყველა დანარჩენი ფიგურანტი, გარკვეული პაიკი თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის და მითუმეტეს, არც ევროკომისიისთვის. მათ დროებით სჭირდებათ ცალ ფეხზე მდგომი, ყურმოჭრილი ადამიანები, რომ შეასრულონ გარკვეული ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად არის გარკვეული ფუთფუთი ამ გაერთიანებაში, რომელსაც "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ჰქვია. სალომე ზურაბიშვილი კი არ ეშვება იმ იდეას, რომ როგორმე ზემოდან შემოახტეს ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავისი გეგმები აქვს და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სჭირდებათ. ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც ნაციონალური მოძრაობა. მათ მხოლოდ იმ ფიგურებად სჭირდებათ რომ როგორმე თავიანთი ინტერესები და გეგმები გაჩარხონ იმ რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკის კონცენტრაცია მოხდება, რაც უკავშირდება აზიისა და ევროპის დაკავშირებას დაკავშირებას, ენერგორესურსების გადაზიდვებს, იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება — ეს არის ინტერესი და ამის განსახორციელებლად არის ეს პაიკები გარეთ გამოდგმული. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ აღარ არის - ჩამოაგდო ტახტიდან".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…