კინომოყვარულებს მეტი თრილერისა და კომედიის ხილვა სურთ — კვლევა
ფოტო: Krists Luhaers / Unsplash
მსოფლიოში კინომოყვარულებს უფრო მეტი თრილერისა და კომედიის ჟანრის ფილმების ხილვა სურთ. ამაზე მიუთითებს გლობალური კინოფონდის კვლევა, რომლის ფარგლებშიც 15 კინობაზარზე 68 ათასზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევა ასკვნის, რომ კინოთეატრში უფრო იშვიათად სიარულის მთავარი მიზეზი მაყურებლისთვის სწორედ ნაკლებად საინტერესო თემატიკის ფილმებია.
უფრო დეტალურად, კვლევის შედეგები ასე იშლება:
- 72% მიიჩნევს, რომ კინოთეატრში ფილმის სანახავად ფულის გადახდა ღირს;
- 55% ისურვებდა, კინოთეატრებში უფრო მეტი სათავგადასავლო და მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ეხილა;
- 51%-ს უნდა, იუმორისტული თემატიკის ფილმები ნახოს უფრო ხშირად;
- 46% კი უპირატესობას თრილერებს ანიჭებს;
- კინომოყვარულები 45 წლის ასაკს ზემოთ ყველაზე უკმაყოფილოები არიან ფილმების თემატიკით, იმის მიუხედავად, რომ კინოთეატრში სიარულის სურვილი და დრო აქვთ;
- ამის მიუხედავად, გამოკითხულთა 68% მოახლოებულ პრემიერებს მოუთმენლად ელოდება;
- 64 პროცენტისთვის არ არსებობს დამაბრკოლებელი ფაქტორი, როცა კინოთეატრში ფილმის ნახვა სურთ;
- და მხოლოდ 6% ამჯობინებს, დაიცადოს და ფილმს ონლაინ სტრიმინგ პლატფორმაზე უყუროს.
კვლევა ასევე მიუთითებს, რომ რესპონდენტები, ზოგადად, უფრო ნაკლებს ხარჯავენ გართობაზე, თუმცა, 44 წლამდე ასაკის გამოკითხულები იმაზე მეტ ფულს იხდიან, ვიდრე ექვსი თვის წინ.
ფოტო: Getty Images
"გლობალური კინოფონდის ერთ-ერთი მიზანია, მსოფლიოში კინომოყვარულების ინტერესები შეისწავლოს და ეს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს გაუზიაროს, რათა მათ მოთხოვნებს უკეთ ვუპასუხოთ", — ამბობს ფონდის ხელმძღვანელი, ჯეინ ჰასტინგსი, — "ხშირად საუბრობენ, როგორ მიიზიდონ მეტი მაყურებელი კინოთეატრებში, პასუხი კი ცალსახაა: უფრო მეტი ისეთი ფილმის გამოშვებით, რომელთა ხილვაც მომხმარებლებს სურთ. რესპონდენტები ამბობენ, რომ მათთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არსებობს, თუკი ფილმის კინოთეატრში ნახვა უნდათ".
უცნობია, თუ რამდენად ითვალისწინებენ კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში მსგავსი კვლევის შედეგებს. თუმცა, ფილმებსა და სერიალებში თემატიკის ტენდენცია რომ მაყურებლისთვის არცთუ საინტერესოა, ამას სხვა არაერთი გამოკითხვაც უსვამს ხაზს.
მაგალითად, 2023 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაასკვნა, რომ მოზარდებსა და ახალგაზრდებს "ფილმებსა და სერიალებში ნაკლები სექსის და მეტი მეგობრობის ხილვა სურთ". კვლევაში მონაწილე 1500 პირიდან 44,3 პროცენტმა განაცხადა, რომ ფილმებსა და სერიალებში რომანტიკა ჭარბი დოზითაა, 47,5 პროცენტის აზრით კი, "სიუჟეტებში სექსი ზედმეტია".
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები