"ეცნობოს ყველა თანამშრომელს სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ" — თბილისის მერია რეორგანიზაციას საბავშვო ბაღებშიც იწყებს
თბილისის საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია ცხადდება. შესაბამისი ბრძანება ბაღის თანამშრომლებმა, მათ შორის აღმზრდელებმა დღეს, 20 მარტს, მიიღეს — ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
"ეცნობოს [...] ყველა თანამშრომელს ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ," — წერია მერიის ბრძანებაში.
თბილისის საბავშვო ბაღები დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია და მერიის პრესსამსახურის განცხადებით, რეორგანიზაცია თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ყველა სხვა უწყებაშია გამოცხადებული.
შეგახსენებთ, 24 იანვარს თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ მერიაში რეორგანიზაციაა დაწყებული და მომავალში კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება. კალაძე ამ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების ვადის ამოწურვით ხსნის.
"ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება — როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს," — განაცხადა კალაძემ მიმდინარე წლის 24 იანვარს.
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ჩვეულებრივი სისულელე" უწოდა იმ აზრს, რომ თბილისის მერიაში თანამშრომლების განთავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება. კალაძემ ასევე დასძინა, რომ მერიაში მომუშავე პირებს, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და ხელი აქვთ მოწერილი პეტიციაზე — ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ თბილისის მერიაში მუშაობას.
"ჩვეულებრივი სისულელეა, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ვუშვებთ. [...] ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იმ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და ახლაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ასევე, ხელი მოაწერეს პეტიციას, თუმცა, ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ თბილისის მერიაში მუშაობას" — განაცხადა თბილისის მერმა.
იმავეს იმეორებს მერიის პრესსამსახურშიც, რომ "არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ხდება რაიმე ცვლილება".
შეგახსენებთ, თბილისის მერიაში რეორგანიზაცია ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. კახა კალაძემ, ეს პროცესი საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დაიწყო.
- თაია მახარაშვილი თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციიდან გაათავისუფლეს
- ლანა ქარდავა: განსხვავებული აზრის ღიად გამოხატვის, ევროპასთან ინტეგრაციის მხარდაჭერის, აქციებზე სიარულის გამო დაიწყეს ჩვენი სამსახურებიდან გამოშვება
უშუალოდ თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყეს — პირველ ეტაპზე სამსახურიდან დაითხოვეს პრესსამსახურის თანამშრომელი თაია მახარაშვილი და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე. თუმცა პროცესი ამით არ დასრულებულა.
- რამდენიმე ადამიანმა მითხრა, ხომ იცოდი რომ ასე იქნებოდაო?! კი, ვიცოდი — გიგა სოფრომაძემ 8-წლიანი მუშაობის შემდეგ, თბილისის მერია დატოვა
- მერიიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დათხოვილი გიგა სოფრომაძე კახა კალაძეს პასუხობს
- მერიიდან გათავისუფლებული გიგა სოფრომაძე კონსტანტინე ჟღენტის "დასმენის წერილს" ასაჯაროებს, რის გამოც ის სამსახურიდან გაუშვეს
- კახა კალაძე მერიის შშმ პირთა პროგრამების ყოფილი კოორდინატორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს
- საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი: თბილისის მერიიდან გიგა სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა
სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებულთა შორისაც მოხვდა თამთა კაჭახიძე — მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი, რომელიც სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.
"ადამიანები და რეჟიმი, რასაც მაშინ ვებრძოდი, სახელშეცვლილი, მაგრამ იგივეა და ახლაც მებრძვის. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ამ ადამიანების, გათავისუფლებულების უკან არიან ოჯახები, მცირეწლოვანი შვილები და მოხუცებული მშობლები, ზოგიერთი ერთადერთი მარჩენალია ოჯახში და მათ ათავისუფლებთ ამ სიტყვებისთვის — "საქართველოს მომავალი ევროპაშია" — განაცხადა თამთა კაჭახიძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებიც პეტიციაზე ხელმოწერით გმობდნენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რადგან მიაჩნდათ, რომ ამით ქვეყნის ევროინტეგრაცია ჩერდებოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები