ექრემ იმამოღლუ: "არჩევნები მოვა, ერი დაუვიწყარ სილას გააწნის ამ ხელისუფლებას"
სტამბოლის დაკავებული მერი და ოპოზიციონერი ლიდერი, ექრემ იმამოღუ X-ზე სილივრის ციხიდან წერს, რომ თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში ხალხის რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. იმამოღლუს განცხადებით, არჩევნებზე ხალხი მთავრობას "სილას გააწნის".
"მინდა, სილივრის ციხიდან ახალი ამბავი გაგიზიაროთ, რომელიც ძალიან მახარებს. სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის არჩევნებში რეკორდულად მიიღეს მონაწილეობა. 15-მა მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ მისცა ხმა. ქვეყნის მილიონობით ადამიანმა, რომლებიც მთავრობის შევიწროებისგან, გაკოტრებული ეკონომიკისგან, არაკომპეტენტურობისა და უკანონობისგან იტანჯებიან," — წერს იმამოღლუ.
იმამოღლუმ ასევე დასძინა, რომ ხალხმა ერდოღანს "საკმარისია" უთხრა და არჩევნებზე "ერი დაუვიწყარ სილას გააწნის ამ ხელისუფლებას".
"[ხალხმა] ერდოღანს უთხრა: "საკმარისია".
მივესალმები მილიონებს, რომლებიც ამაღამ ყვირის სარაშხანეში და ჩემი ქვეყნის მოედნებზე.
მოვა ეგ ყუთი, ერი დაუვიწყარ სილას გააწნის ამ ხელისუფლებას," — წერს იმამოღლუ.
ცნობისათვის, თურქეთში მთავარი ოპოზიციური ძალის, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა. 23 მარტს ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებში 15 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 13 211 000 მოქალაქემ 2028 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად იმამოღლუ აირჩია.
შეგახსენებთ, 19 მარტს თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი, სტამბულის მერი ექრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორის გამოძიების ფარგლებში დააკავა და პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებიდან მალევე იმამოღლუ თანამდებობას ფორმალურად ჩამოაშორეს, ხოლო მის ნაცვლად მერის პოსტზე ნური ასლანი დაინიშნა, რომელიც ამჟამად სტამბოლის მოქმედი მერია.
დაკავება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. როგორც თურქული მედია წერს, მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP) იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა დაესახელებინა. ერთი დღით ადრე, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად პოპულარული ოპოზიციური ფიგურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია მოახდინა.
მიუხედავად სტამბოლის გუბერნატორის ბრძანებისა, "საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად" 23 მარტამდე ქალაქში აქციის გამართვია აკრძალულიყო, მერის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც ადგილი ჰქონდა შეტაკებას და პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენებას.
20 მარტს, თურქეთში, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში "პროვოკაციული" პოსტების გამოქვეყნების ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს. ინტერნეტ-დამკვირვებლის NetBlocks-ის ინფორმაციით, თურქეთში X-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე წვდომა შეიზღუდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები