ყველაზე ბედნიერი ქვეყნები დასახელდა — ნახეთ, როგორ გამოიყურება ათეული და რომელ ადგილს იკავებს საქართველო
ფოტო: Tapio Haaja / Unsplash
20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს მხარდაჭერით მომზადებული ბედნიერების მსოფლიო ანგარიში გამოქვეყნდა. ყოველწლიური ანგარიში, რომელიც მეცამეტედ მომზადდა, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებას აფასებინებს და ასე ადგენს ყველაზე ბედნიერი ერების ჩამონათვალს.
უკვე ზედიზედ მერვედ, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ფინეთი დასახელდა. 10-ქულიანი სისტემით ფინეთს ანგარიშში 7,736 აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ხუთეულში ჩრდილოეთ ევროპის ოთხი ქვეყანაა. ექსპერტები მთავარ მიზეზად ბუნებასთან სიახლოვეს და სოციალური კეთილდღეობის სისტემას ასახელებენ.
სხვათა შორის, ათეულში პირველად მოხვდნენ კოსტა-რიკა და მექსიკა, რასაც ექსპერტები მტკიცე ოჯახური კავშირების გავლენას მიაწერენ.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის პოზიცია შარშანდლის შემდეგ არ შეცვლილა — 5,4 ქულით, ჩამონათვალში ისევ 91-ე ადგილს ვიკავებთ. მანამდე, 2023 წელს, 90-ე პოზიციაზე ვიყავით, უფრო ადრე კი, მაგალითად, 2020-ში — 117-ე ადგილი გვეკავა.
ბედნიერების ანგარიშის წლევანდელი ათეული კი ასე გამოიყურება:
- ფინეთი
- დანია
- ისლანდია
- შვედეთი
- ნიდერლანდები
- კოსტა-რიკა
- ნორვეგია
- ისრაელი
- ლუქსემბურგი
- მექსიკა
ფინეთი
ფოტო: Forbes
ბედნიერების ანგარიშის კვლევის მეთოდი ასეთია: სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს 0-დან 10-მდე სკალით აფასებინებენ საკუთარ ცხოვრებას, სადაც 0 ყველაზე საშინელ მდგომარეობას ასახავს, 10 კი — საუკეთესოს.
წლევანდელ კვლევას კიდევ ერთი საინტერესო მიგნება აქვს: უცხო ადამიანები იმაზე ორჯერ უფრო კეთილები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს პატარა ექსპერიმენტით შეფასდა: ქუჩაში საფულე განზრახ დააგდეს და ჩაინიშნეს, თუ რამდენმა უცხო ადამიანმა დააბრუნა ის, შემდეგ კი შეადარეს იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც იფიქრა, რომ საფულეს დააბრუნებდნენ. ექსპერიმენტზე დაყრდნობით, კვლევა მიუთითებს, რომ სიკეთე იმაზე მჭიდროდაა ბედნიერებასთან დაკავშირებული, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ: "ხალხი იქ უფრო ბედნიერია, სადაც მიაჩნიათ, რომ ერთმანეთზე ზრუნავენ".
ზოგიერთი ქვეყნის გაუარესებულ შედეგებს კვლევა პოლიტიკურ პოლარიზაციას მიაწერს, ბედნიერების მაღალ ხარისხს კი უკავშირებს თანაცხოვრებასაც: ლათინური ამერიკისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც მონაცემი მაღალია, ერთ სახლში ხშირად ოთხი და ხუთი ადამიანი ცხოვრობს.
"ბედნიერების საფუძველი ნდობა, სიკეთე და სოციალური კავშირებია", — აფასებს კვლევას გაეროს მდგარი განვითარების ქსელის პრეზიდენტი ჯეფრი დ. საქსი, — "თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვაქცევთ ამ სიმართლეს მოქმედების წინაპირობად, რათა მსოფლიოში მშვიდობას, ურთიერთპატივისცემასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას შევუწყოთ ხელი".
თანამედროვე გამოწვევების გადაჭრის გზების ძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს ოქსფორდის მკვლევარი ჟან-ემანუელ დე ნივიც.
"სოციალური იზოლაციითა და პოლიტიკური პოლარიზაციით მოცულ ჩვენს ეპოქაში, გვჭირდება, ვიპოვოთ ახალი გზა, რომ ადამიანები მაგიდის გარშემო ისევ შემოვიკრიბოთ — ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური კეთილდღეობისთვის".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები