ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციის მოსაწყობად თბილისში ჩამოვიდნენ
24 მარტს, მთავრობის კანცელარიასთან ჭიათურელი მაღაროელების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მაღაროელების კოლონა დღეს დილით დაიძრა ჭიათურიდან, კანცელარიასთან აქცია სწორედ მათ დააანონსეს.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ, ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მას შემდეგ, ჭიათურის მოსახლეობა უკვე 25-ე დღეა აქციებს მართავს.
მაღაროელ ტარიელ მიქაცაძეს განცხადებით მათ ჩამოაყალიბეს მოთხოვნები და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეძლებდნენ მთავრობასთან ერთად ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ მათ გამოხმაურება არ მიუღიათ.
მაღაროელების მოთხოვნები შემდეგია:
- ჯორჯიან მანგანეზმა ხელფასი 3 თვის დავალიანების მაღაროელებს დაურიცხოს;
- მთავრობა შეხვდეს პროტესტის მონაწილე მაღაროელებს;
- ჯორჯიან მანგანეზმა სრულად დატოვოს ჭიათურა და მთავრობამ გადაიბაროს პასუხისმგებლობა;
- მთავრობა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ჭიათურელ ხალხთან ერთად და სამომავლო გეგმებზე იმსჯელონ.
ტარიელ მიქაცაძემ ასევე დასძინა, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტს ჭიათუარასა და თბილისში გააგრძელებენ და "არ მისცემენ არავის იმის უფლებას, რომ ჭიათურაში ხალხი შიმშილობდეს და აქ უბრალოდ მთავრობის და კომპანიის წარმომადგენლები კაბინეტებში ისხდნენ და კომფორტულად გრძნობდნენ თავს".
"უკვე 25-ე დღეა რაც, ვაპროტესტებთ. ჭიათურაში უკვე 2 დიდი აქცია გვქონდა, რითაც მთავრობას ვაჩვენეთ ჩვენი ძალა და შესაძლებლობა სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით. ჩამოვაყალიბეთ მოთხოვნები და დავსახეთ სამოქმედო გეგმა მთავრობასთან ერთად, როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება, თუმცა რამე გამოხმაურება არ მომხდარა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვსულიყავით მთავრობის კანცელარიასთან მოგვეთხოვა ის, რაც ჭიათურას ეკუთვნის:
პირველი — 3 თვის დავალიანება ხელფასის დარიცხვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჭიათურისთვის. დღეს ჭიათურა არის სრულიად შიმშილის ზღვარზე, როგორც მაღაროელს, ასე უჭირს მთლიანად ჭიათურას. ამიტომ საბანკო პრობლემებია ჭიათურაში მოსაგვარებელი სასწრაფოდ, სახელფასო პრობლემებია, სადაზღვეო და ა.შ.
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, მთავრობა უნდა შეგვხვდეს, ჯორჯიან მანგანეზმა უნდა დატოვოს ჭიათურა, გადაიბაროს მთავრობამ მისი პასუხისმგებლობა და ამის შემდეგ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და რა არის გამოსავალი გზები და გამოსავალი გავიაროთ მათთან ერთად, თუ ამის სურვილი აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩება, აუცილებლად ვრჩებით აქაც, პროტესტი გრძელდება ჭიათურაში და არ მივცემთ არავის იმის უფლებას და მოსვენებას, რომ ჭიათურაში ხალხი შიმშილობდეს და აქ უბრალოდ მთავრობის და კომპანიის წარმომადგენლები კაბინეტებში ისხდნენ და კომფორტულად გრძნობდნენ თავს," — განაცხადა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.
პარალელურად, აქციაზე პოლიცია ორგანიზატორებს ხმის გამაძლიერებლის შეტანის უფლებას არ აძლევს. პოლიციის განცხადებით, დინამიკების შეტანა წინასწარ უნდა ყოფილიყო შეთანხმებული.
"შეურაცხყოფას მაყენებ, იმ საქციელით, რომ მე თუ ჩამოვდივარ ჭიათურიდან იმისთვის, რომ შიმშილი არის ქალაქში და მინდა ეგ ხმამაღლა ვთქვა და არ მაძლევ ამის საშუალებას — ეგ ხომ დამცირებაა?! — მიმართა აქციის მონაწილემ პოლიციელს.
ჭიათურელი მაღაროელები კანცელარიიდან ამ წუთებში მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მიდიან, სადაც საპროტესტო აქციას გააგრძელებენ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები