საქართველო B დივიზიონში რჩება — საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთა ლიგის სარელეგაციო პლეი ოფის განმეორებით შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და სომხეთს შორის 6-1 ანგარიშით დასრულდა. პირველ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვების (0-3) შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა გაუმჯობესებული ფეხბურთი აჩვენა და შეინარჩუნა ადგილი B ლიგაში.
საქართველო VS სომხეთი 6-1
1:0 ჰაროიანი (4’ ავტოგოლი), 2:0 მიქაუტაძე (14’ ქოჩორაშვილის ასისტი), 3:0 ჩაკვეტაძე (23’ მიქაუტაძის ასისტი), 4:0 კიტეიშვილი (27’ კვარაცხელიას ასისტი), 5:0 მიქაუტაძე (35’), 5:1 სევიკიანი (48’ ბიჩახჩიანის ასისტი), 6:1 კვარაცხელია (63’ მექვაბიშვილის ასისტი).
ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნმდა ამჯერადაც ლამაზი და სისტემური ფეხბურთი აჩვენა და ორ მატჩში ჯამში 9 გოლი გაიტანა, მხოლოდ ერთი გაუშვა.
ვილი სანიოლმა პირველ მატჩში გატესტილი სათამაშო ფორმაცია და ტაქტიკა შეინარჩუნა (4-2-3-1), თუმცა იყო რამდენიმე ცვლილება ძირითად შემადგენლობაში:
მამარდაშვილი — კაკაბაძე, კაშია, გოგლიჩიძე, წიტაიშვილი — ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი — ჩაკვეტაძე, კვარაცხელია — მიქაუტაძე.
შენგელია (46’), დვალი (69’), გულიაშვილი(70’), ზარია(77’), ზივზივაძე (77’).
პირველი შეხვედრა გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ და გუნდის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათების დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს, თბილისურ მატჩში კი ორივე მათგანი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. ძირითადში იყვნენ ასევე გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც ამჯერად მარცხენა მცველად ითამაშა და ანზორ მექვაბიშვილი, რომელმაც ნიკა კვეკვესკირი ჩაანაცვლა ჩვენი გუნდის საყრდენის პოზიციაზე.
თბილისურ შეხვედრაშიც დასამახსოვრებელი თამაში აჩვენეს პრესინგზე და მრავალ ეპიზოდში ნახევარმცველებმა — გიორგი ქოჩორაშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა. მინიმუმამდე იყო დაყვანილი შეცდომები ბურთის გათამაშებისას დაცვასა და ნახევარდაცვაში და პირიქით - ბევრი ისეთი მომენტის გახსენება შეგვიძლია, როცა მეტოქეს ვაიძულეთ და შეცდომა დავაშვებინეთ გადამწყვეტ ეპიზოდებში.
მე-4 წუთზე გატანილმა სწრაფმა გოლმა თამაშის სურათი თავიდანვე გამოკვეთა: საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა და ოფიციალური შეხვედრის პირველ ტაიმში ხუთი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კვლავ დუბლით გამოიჩინა თავი გიორგი მიქაუტაძემ, რომელსაც 37 სანაკრებო მატჩში უკვე 20 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მხოლოდ ლეგენდარულ შოთა არველაძეს ჩამორჩება სულ რაღაც 6 გოლით. თავისი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეაგდო და 18 სანაკრებო გოლს მოუყარა თავი. გოლი გაიტანა გიორგი ჩაკვეტაძემაც (მე-10 გოლი ნაკრების მაისურით) და დაეწია ქართული ფეხბურთის კიდევ ერთ ლეგენდას, ჯაბა კანკავას.
ცალკე უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი სტატისტიკური ნიუანსი, რომელიც მთლიანი შეხვედრისა და, ზოგადად, ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილსა და ფორმას კარგად წარმოაჩენს: შეხვედრის პირველ ნახევარში გიორგი ქოჩორაშვილმა 37 მცდელობიდან 37 ზუსტი გადაცემის გაკეთება მოახერხა; 100-პროცენტიანი შედეგი ჰქონდა გიორგი ჩაკვეტაძესაც (19-დან 19).
აშკარაა, რომ ოთხმცველიან ტაქტიქაზე გადაწყობის შემდეგ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ვილი სანიოლის ჩანაფიქრი, რომ კომბინირებული ფეხბურთით მიაღწიოს შედეგს.
წარმატებით დასრულდა გაზაფხულის სანაკრებო პაუზა, ქართველი ფეხბურთელები დაუბრუნდებიან საკუთარ კლუბებს და იქ შეგვიძლია გავაგრძელოთ მათი გულშემატკივრობა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, წინ მომდევნო სანაკრებო პაუზა და რამდენიმე ამხანაგური მატჩია დაგეგმილი, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მომავალში გავიგებთ. რაც დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ სექტემბერში დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც ჩვენი მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი იქნებიან.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები