სოზარ სუბარი: თუ საგამოძიებო კომისიაზე არ მოვლენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ეს არის დანაშაული, რომელიც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თუ საგამოძიებო კომისიაზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გამოცხადდებიან, ეს დანაშაული იქნება და ამაზე 1 წლამდე პატიმრობაა.
"თუ მოვლენ ძალიან კარგი იქნება, რადგან საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმინონ პასუხები მათ როლზე ამ კრიმინალურ ისტორიაში, თუ არ მოვლენ ამაზე საქართველოს კანონმდებლობას თავისი წესი აქვს, ეს არის დანაშაული, რომელიც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", — განაცხადა სოზარ სუბარმა.
ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე შპს მაგნატის საქმის განხილვას ეხება.
"სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონი ჯემალ ლეონიძე (შპს "მაგნატის" მესაკუთრე), მისი ადვოკატი ბატონი როინ მიგრიაული, ბატონები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე" — წერია კომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 21 მარტის წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომის დაწყებისას, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
"ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ!" — წულუკიანი წინა ხელისუფლებას ემუქრება
"ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ! — ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება და შემდეგ არ იტყვის, რომ არ იცოდა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი სასჯელი არსებობდა!," — თქვა წულუკიანმა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მიერ, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ხაზარაძე-ჯაფარიძეს პოლიტიკაში არ ყოფილან, პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში."
"კარგად გვახსოვს ყველას, თუ რა ხდებოდა - ღამის საათებში როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებზე ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება. მაშინ ხაზარაძე-ჯაფარიძეს რაც შეეხება, ისინი პოლიტიკაში არ ყოფილან, პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და საზოგადოებას ყველაფერზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს," — განაცხადა კალაძემ.
ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დაიბარა
ცნობისთვის, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, მაგნატის მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები