კომისიაში არ გამოცხადების გამო წულუკიანი მამუკა ხაზარაძეს პროკურატურით ემუქრება
ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე შპს მაგნატის საქმის განხილვას ეხება.
სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ძლიერი საქართველოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძის საქმეს პროკურატურას გადასცემენ.
"განმარტების მოსაცემად დაბარებული გვყავდა მამუკა ხაზარაძე. სამდივნომ რამდენიმე დღის წინ დაამყარა მასთან სატელეფონო კონტაქტი. აუხსნა, რომ ის მოწვეული იყო კომისიის ამ სხდომაზე შპს "მაგნატის საქმესთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძემ გაიკვირვა და სამდივნოს ჰკითხა, რა კავშირი ჰქონდა შპს "მაგნატის" საქმესთან. ამის შემდეგ სამდივნომ მამუკა ხაზარაძეს ტელეფონის მეშვეობით შეატყობინა იმის შესახებ, რომ დღეს მოწვეული იყო 11:00 საათზე სხდომაზე. მან რამდენიმე წუთის, მაშინ, როცა ჯემალ ლეონიძე საუბრობდა, გამოაქვეყნა "ფეისბუკ" პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ თურმე ეს კომისია ყოფილა ცირკი და ის ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. დასანანია, რომ მამუკა ხაზარაძე იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც ჯემალ ლეონიძე გვიამბობდა, ამ ყოველივეს სიტყვიერად შეურაცხყოფს და უწოდებს ცირკს და რომ ის მოსვლას არ აპირებს. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, მან უკვე "ფეისბუკის" პოსტიდან გამომდინარე არ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანი, აპირებდა მოსვლას თუ არ აპირებდა. აქ ეჭვი არ არსებობს. კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. აქ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებულები. არსებობს "სისხლის სამართლის კოდექსის" 349-ე მუხლი. ამ მუხლში წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის ერთ წლამდე პატიმრობაც, მხოლოდ იმისთვის, რომ უარს იტყვი გამოცხადებაზე, დოკუმენტის წარმოდგენაზე. გადაწყვეტილება მიღებულია - ჩვენი, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის და ცალსახად უარის თქმის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის", — განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისათვის, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაში არ გამოცხადდება, რადგან "ამ ცირკში მონაწილეობას არ აპირებს".
დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან.
მოწვევაც მივიღე — "სიგნალში".
მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ!
ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი ნაციონალური მოძრაობის - ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს.
კარგად გამოჰკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული ნაცების მხარდაჭერაში.
ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის "ნაცმოსამართლე" და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ ოცნების რიგებში.
ამ ე.წ პარლამენტს არ ვაღიარებ!
ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რისი მცდელობაც აგერ უკვე 5 წელი აქვთ.
სამწუხაროა, რომ ოცნება ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს.
აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ.
ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!
P.S ოცნების პროპაგანდისტი ხელისუფლება ბოლო 5 წელია ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენს წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში "ოცნების" მხრიდან ცილისწამებაზე.
დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!", — წერს მამუკა ხაზარაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები