კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი დეპორტაციის შესაჩერებლად ტრამპს უჩივის
ჩანგი ერთ-ერთია იმ სტუდენტებიდან, რომელთა დაკავებასა და დეპორტაციასაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს.
ფოტო: Business Standard
კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი, იუნსეო ჩანგი, რომელიც აშშ-ში ბავშვობაში გადავიდა საცხოვრებლად, ტრამპის ადმინისტრაციას მისი დეპორტაციის მცდელობის გამო უჩივის. 21 წლის ჩანგი სამხრეთ კორეაში დაიბადა და 7 წლის ასაკში ლეგალური რეზიდენტის სტატუსით გადავიდა აშშ-ში. საიმიგრაციო სამსახურებმა უკვე გაჩხრიკეს კოლუმბიის უნივერსიტეტის სხვადასხვა ადგილები, მათ შორის, მისი საერთო საცხოვრებელიც.
ჩანგის სარჩელი მოითხოვს მისი დაკავებისა და დეპორტაციის შეჩერებას და თავისუფალი სიტყვისა და კონსტიტუციური უფლებების დარღვევის საფუძველზე ასაჩივრებს მის მიმართ მიღებულ ზომებს. ეს სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დააკავა მაჰმუდ ხალილი, ცნობილი პროპალესტინელი აქტივისტი, რომელიც სტუდენტებისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
ჩანგის ადვოკატების თქმით, ის მონაწილეობდა კამპუსში გამართულ აქციებში (ღაზაში ისრაელის ომის წინააღმდეგ), მაგრამ არ გაუკეთებია საჯარო განცხადებები მედიით და არც ისეთი ლიდერის როლი ჰქონია, როგორიც მაჰმუდ ხალილს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ჩანგი „საეჭვო ქმედებებში“ იყო ჩართული, მათ შორის ის დააკავეს ბარნარდის კოლეჯის დემონსტრაციაზე, რომელიც უკავშირდებოდა პროპალესტინური პროტესტების გამო სტუდენტების გარიცხვას.
ჩანგის სარჩელის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციამ მისი დაპატიმრება 2025 წლის 5 მარტს გადაწყვიტა, როცა მან გააპროტესტა სტუდენტების დევნა. 8 მარტს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) თანამშრომლებმა გასცეს მისი დაპატიმრების ორდერი და მალევე მიაკითხეს მშობლების სახლში.
სარჩელი ტრამპის ადმინისტრაციას ადანაშაულებს საიმიგრაციო კანონების პროპალესტინური პროტესტის მონაწილე სტუდენტების წინააღმდეგ მიზანმიმართულად გამოყენებასა და პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის გამო სტუდენტების დასჯაში.
ჩანგი ერთ-ერთია იმ სტუდენტებიდან, რომელთა დაკავებასა და დეპორტაციასაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს. სარჩელში ასევე აღნიშნულია სხვა სტუდენტები, მათ შორის კორნელის უნივერსიტეტის დოქტორანტი მომოდუ ტაალი და კოლუმბიის საერთაშორისო სტუდენტი რანჯანი სრინივასანი, რომელსაც ვიზა გაუუქმეს.
საიმიგრაციო სამსახურების მიერ მაჰმუდ ხალილის დაკავება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებას უკავშირდება, ის მკაცრი ზომების მიღებას გვპირდებოდა იმ სტუდენტების წინააღმდეგ, რომელთაც „არაკანონიერ და ანტიამერიკულ“ ქმედებებში ადანაშაულებდა. ხალილისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ და მის დაკავებას ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებენ.
ხალილის მეუღლე, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, ორსულობის მერვე თვეშია. მისი ადვოკატების განცხადებით, ხალილი ღაზაში მიმდინარე მოვლენების და აშშ-ის მიერ ისრაელის მხარდაჭერის გასაპროტესტებლად თავისუფალი სიტყვის უფლებით სარგებლობდა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ საიმიგრაციო და ეროვნების შესახებ კანონის (INA) საფუძველზე სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია გააძევოს არამოქალაქეები, რომლებიც „აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგებიან“. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი აღნიშნა, რომ ამ კანონით აშშ-ს შეუძლია დეპორტაცია „ფაქტობრივად ნებისმიერი მიზეზით“ განახორციელოს.
გარდა ამისა, ადმინისტრაციამ კოლუმბიის უნივერსიტეტს 400 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა, იმის გამო, რომ მათი თქმით, კამპუსში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ უნივერსიტეტმა სათანადო ზომები არ მიიღო. დაფინანსების აღდგენის სანაცვლოდ, უნივერსიტეტმა ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე მოთხოვნა დააკმაყოფილა, მათ შორის პროტესტის მონაწილე სტუდენტების იდენტიფიკაციის ვალდებულება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები