საბერძნეთთან გამარჯვებიდან 1 წელი გავიდა | ახალი ეპოქის დასაწყისი დღევანდელი თვალით
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დრო გაჩერდა, სტადიონსა და ეკრანებთან შეკრებილ მაყურებელ კი — სუნთქვა შეეკრა. თერთმეტმეტრიანი სერიის გადამწყვეტ დარტყმას ნიკა კვეკვესკირი ასრულებდა. ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი მის კარიერაში პირველად დადგა და გამოცდილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, მთავარი დარტყმა თვითონ განეხორციელებინა. მოკლე გამორბენა და კულმინაცია: ბურთმა ბადე შეარხია, კარისგან ზურგით მდგომები კი სტადიონის რეაქციით მიხვდნენ, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე გავედით! მოდით, იმ დაუვიწყარ წუთებს დავუბრუნდეთ და ერთად ვიმოგზაუროთ დროში.
გავიხსენოთ 2024 წლის 26 მარტი და გავიაზროთ, რომ წლების შემდეგ, ამ ამბავს ისეთივე აღტაცებით მოვუყვებით მომავალ თაობებს, როგორც 1981 წლის 13 მაისის ღამის ისტორიებს გვიამბობდნენ უფროსები. თანაც, ახლა ხომ სავსე ვართ იმ შინაგანი რწმენითა და თავდაჯერებით, რომ ეს მხოლოდ ზღაპრის დასაწყისია — დიდი თავგადასავალი, ჯერ კიდევ, წინ გველოდება.
გვჯეროდა, რომ შეგვეძლო და იმ დიდებულ წამს დავლოდებოდით, როდესაც — საერთო სიხარულით გაერთიანებული ერი ქუჩებს გადაავსებდა, უცხო ადამიანები ერთმანეთს მეგობრებივით გადაეხვეოდნენ, დროშებს ავაფრიალებდით და ყველანი ერთხმად, მძლავრად, ლადოსეულად ვიმღერებდით ისე, რომ — ფილტვები გვტკინოდა და დაგვბერვოდა. ასეც მოხდა — ბედნიერება ვეღარსად ეტეოდა — ხმამაღალ ყიჟინად, შეძახილებად, სიხარულის ცრემლებად გადაქცეულიყო.
ფეხბურთის მაგიის შესახებ, აქამდე მხოლოდ გვსმენოდა. უფროსი თაობა ვახსენეთ და მათგან გადმოცემით ვიცოდით, რომ ფეხბურთს ადამიანების გაერთიანების უნიკალური ძალა აქვს და რომ მისგან მოგვრილი ბედნიერების ემოცია ელვის სისწრაფით გადამდებია. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, ცნობებს ამის შესახებ, ძველ ჩანაწერებსა და ვიდეოებში ეძებდა. არსებობდა მხოლოდ ოცნება და მოლოდინი, რომ 80-იანი წლების მსგავს სიხარულს, აღტაცებასა და ეგზალტირებას საქართველო კვლავ განიცდიდა. ვიცოდით, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ ასეთი რამ წარმოგედგინათ?
რამდენი რამ იყო დაუვიწყარი: მთელი ნაკრებისა და ბუდუს ცეკვა, “ნურაფრის ნუ გეშინია”, გადავსებული მოედნები, ემოციების კორიანტელი… რამდენად ფასეული იყო ის მომენტი, როდესაც ჟორჟმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და მყისიერად, ქოჩორაშვილისგან დიდსულოვანი გამხნევება მიიღო: ჩვენ გავიზარდეთ, მარცხსა თუ დიდ გამარჯვებაში ვიყავით ისეთი ერთიანები, როგორც ნაკრების მთავარ სათქმელშია დაშიფრული (“მე ვარ საქართველო”). ჩვენ ყველა ვიყავით საქართველო: ფეხბურთელები, გულშემატკივრები, სამწვრთნელო შტაბი და სანაკრებო ფერხულში ჩართული თითოეული ადამიანი — საქართველოს სიყვარულს ყველანი თანაბრად ვგრძნობდით და ვინაწილებდით.
ემოციები წამით დავივიწყოთ და ძალიან მოკლედ გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა ეს დღე. ვლადიმირ ვაისის მიერ დაწყებული გუნდის შენება ვილი სანიოლმა გააგრძელა და მასში მრავალი ცვლილება შეიტანა. პარალელურად, ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას, მამარდაშვილისა და ნაკრების ბირთვის სხვა შემადგენელი ფეხბურთელების გამოჩენამ მეტი ამბიცია გაგვიჩინა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიზნად დავისახეთ. ჩვენ მივიღეთ გამოცდილი ფეხბურთელებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების სინთეზი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ პლეი-ოფში, ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან, 210 წუთის განმავლობაში, გოლი არ გაგვეშვა და საუკეთესო ევროპული გუნდების კრებულში ჩვენი ადგილი გვეპოვა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ რა გველოდებოდა გერმანიაში…
ასე, ჩვენ თვალწინ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიბადა: დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოყალიბებული ნაკრები, რომელმაც როგორც შრომისა და თავდადების, ისე დიდი წარმატების გემო იცის. გუნდი, რომელიც ახალი თაობისთვის შთაგონების წყაროა, მთელი ქვეყნისთვის კი — ყველაზე ბედნიერი და ერთიანი დღის შემოქმედი. გვახსოვდეს, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია”, თუმცა ისიც არ გამოგვრჩეს, რომ საბერძნეთთან გამარჯვება ზღაპრის მხოლოდ ერთი, დაუვიწყარი თავი იყო: წინ ძალიან გრძელი და უფრო დიდი გამარჯვებებით სავსე გზა გველოდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები