Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენდერის ფარგლებში, სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილები გადასც
ფოტო: თეგეტა მოტორსი
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემკრები, ერთი ერთეული ასინიზაციის ავტომობილი და ერთი თვითმცლელი სომხურ მხარეს ორი სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში გადაეცა, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD ) დაფინანსებით ჩატარდა.
სომხეთში კორპორაციულ მომხმარებლებთან მოლაპარაკებები Tegeta Commercial Vehicles-მა 2021 წელს დაიწყო, რასაც წარმატება მალევე მოჰყვა. მოგვიანებით კი კომპანიამ კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ორი ერთეული სპეციალური სატვირთო ავტომობილის შესყიდვას გულისხმობდა.
ირაკლი საჯაია, Tegeta Commercial Vehicles-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი: „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩვენ ყოველწლიურად ვავითარებთ როგორც გაყიდვების, ისე სერვისის ინფრასტრუქტურას. საერთაშორისო ტენდერში Tegeta Commercial Vehicles-ის მორიგი წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით სრულად დაგვეკმაყოფილებინა ტენდერის მოთხოვნები ავტომობილების სპეციფიკაციითაც და მიწოდების ვადებითაც. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გაყიდვების შემდგომი მომსახურება. ერევანში უკვე ორი წელია, ფუნქციონირებს Renault Trucks-ის თანამედროვე სერვისცენტრი. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში სპეციალიზებულ ავტომობილებს ადგილზე მოვემსახურებით. სერვისცენტრი მომხმარებელს სთავაზობს როგორც სარეგლამენტო, ისე ყველა სხვა სახის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს“.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
აღნიშნული ტენდერი მნიშვნელოვანია Tegeta Commercial Vehicles-ისთვის, ისევე როგორც სომხეთის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისთვის, რომელმაც ავტომანქანების შეძენა რაზდანში ახლად აშენებული ნაგავსაყრელისთვის გადაწყვიტა. Renault Trucks-ის პრემიუმ სატვირთო ავტომობილები და სერვისი მათი სამუშაოს შეუფერხებლად და ხარისხიანად შესრულების გარანტიაა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური სეგმენტისთვის განკუთვნილი Renault Trucks C, D და K სერიები გამოირჩევა საიმედოობით, საწვავის 10%-მდე ეკონომიით და სხვა ანალოგებთან შედარებით უფრო კომფორტული და უსაფრთხოა.
Renault Trucks-ს საქართველოში თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს.
2022 წლიდან კი Tegeta Commercial Vehicles კავკასიის რეგიონში ექსკლუზიურად წარმოადგენს ფრანგულ კომპანია RENAULT TRUCKS-ს, რომელიც უკვე 129 წელია, მსოფლიო ბაზრებზე ოპერირებს. ის დიდ შვიდეულში შემავალი ბრენდია, 2001 წლიდან კი – Volvo Group-ის წევრიც. კომპანია მომხმარებლებს საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების ფართო სპექტრს სთავაზობს.
Tegeta Commercial Vehicles-ის პორტფელში წარმოდგენილია თურქული საავტომობილო კომპანია TEMSA-ს პროდუქციაც, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ავტობუსების წარმოებაში. კომპანია ასევე ცნობილი იაპონური ბრენდის, MITSUBISHI FUSO-ს ოფიციალური წარმომადგენელიცაა და ქართველ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის სადისტრიბუციო სატვირთო ავტომანქანებს სთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები