“ალ ჯაზირას” მოკლული ჟურნალისტის უკანასკნელი წერილი — “სიმართლისთვის ყველაფერი გავიღე”
ფოტო: Al Jazeera
ორშაბათს ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ მიტანილ მომდევნო იერიშს ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა —ჰოსამ შაბატი და მოჰამად მანსური.
ჰოსამ შაბატი 23 წლის ჟურნალისტი იყო, რომელიც ალ ჯაზირასთვის მუშაობდა და ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. თვითმხილველების თქმით, მისი მანქანა გაფრთხილების გარეშე ამოიღეს მიზანში ჩრდილოეთ ღაზაში, ბეით ლაჰიას აღმოსავლეთ მხარეს.
ალ ჯაზირას კიდევ ერთი ჟურნალისტი, თარექ აბუ აზუმი ამბობს, რომ შაბატი ისრაელის წინა შეტევის შემდეგ უკვე დაშავებული იყო, თუმცა კონფლიქტური ზონიდან ახალი ამბების გაშუქებას მაინც აგრძელებდა.
შაბატი გასული 18 თვის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა ალ ჯაზირასთვის და ოჯახთან ერთად ევაკუაციაზეც უარი თქვა. ჟურნალისტმა იცოდა, რომ მისი სიცოცხლე მუდმივი რისკის ქვეშ იყო, ამიტომ წერილი დაწერა, რომლის გამოქვეყნებაც თავის თანამშრომლებს სთხოვა იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმას შეეწირებოდა.
გთავაზობთ მისი წერილის თარგმანს:
"თუ ამას კითხულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელის ოკუპაციურმა ძალებმა — დიდი ალბათობით, დამიზნებით — მომკლეს. როცა ეს ყველაფერი დაიწყო, 21 წლის ვიყავი — უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც, ყველას მსგავსად, ოცნებები ჰქონდა. უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში, ჩემი ცხოვრების თითოეული მომენტი ჩემს ხალხს მივუძღვენი. ჩრდილოეთ ღაზაში მიმდინარე საშინელებები ავსახე, რათა მსოფლიოსთვის ის სიმართლე მეჩვენებინა, რომლის დამარხვასაც ცდილობდნენ. მეძინა ტროტუარებზე, სკოლებში, კარვებში — ყველგან, სადაც შემეძლო. ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლა იყო. თვეობით მიწევდა შიმშილობა, თუმცა ჩემი ხალხი არასდროს მიმიტოვებია.
ღმერთს ვფიცავ, ჟურნალისტის ვალდებულებები შევასრულე. ყველაფერი გავიღე სიმართლის გასავრცელებლად და ახლა, საბოლოოდ, დავისვენებ — ეს ბოლო 18 თვეა, არ გამომიცდია. ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ პალესტინის მიზნის მჯერა. მწამს, რომ ეს მიწა ჩვენია, მისი დაცვისთვის სიკვდილი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი პატივია.
ახლა კი თქვენ გთხოვთ: არ შეწყვიტოთ ღაზაზე საუბარი. არ მისცეთ მსოფლიოს გვერდით გახედვის უფლება. განაგრძეთ ბრძოლა, განაგრძეთ ჩვენი ამბების მოყოლა იქამდე, სანამ პალესტინა თავისუფალი არ იქნება."
ალ ჯაზირას ცნობით, ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმებს 230-ზე მეტი ჟურნალისტი ემსხვერპლა. აქედან 5 ცხელი წერტილიდან ალ ჯაზირასთვის მუშაობდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები