პროფკავშირების ოფისთან მაღაროელების აქციაზე დაპირისპირება მოხდა — დეტალები
ფოტო: გამოყენებულია "მაუწყებლის" ფოტოები
პროფკავშირების ოფისთან მაღაროელებმა აქცია გამართეს. მაღაროელ ტარიელ მიქაცაძის თქმით, ამ დანაშაულში, რაც ჭიათურაში ხდება დამნაშავეები არიან გაერთიანებული პროფკავშირებიც იმიტომ, რომ მათი გულგრილობის შედეგადაა ყველაფერი, რაც სჭირს დღეს ჭიათურას.
"არარეალური კოლექტიური შეთანხმება, თუკი რამე გაგვჭირვებია, ყველაფერი ჩვენი ბრძოლით მოგვიპოვებია დაზარალებულ დასაქმებულებს. მხოლოდ და მხოლოდ გვეუბნებიან, რომ თქვენ პროვოკაციულ აქციებს აწყობთო. ჩაბრძანდნენ ჭიათურაში, შუშებიდან რომ იყურებიან. სამი თვეა, ხალხი მშიერია. ბანკები ახრჩობს ხალხს და ამ დროს ესენი ბლოკპოსტებს ამაგრებენ, რომ იქ არ შევუხტეთ", – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
გაერთიანებული პროფკავშირებით შენობასთან დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და პროფკავშირების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ.
ირაკლი პეტრიაშვილმა მაღაროელებს მოუწოდა, რომ "თავი დაანებონ პროვოკაციებს". მაღაროელების გაღიზიანება სწორედ ამ სიტყვამ გამოიწვია.
"ჩვენ არ ვართ პროვოკატორები. ჩვენ შსს-სთან შევათანხმეთ, ვიცით, სად უნდა დავდგეთ, მაგრამ ეცადნენ, გამოვსულიყავით მდგომარეობიდან, ისეთი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და და ფიზიკური გაწევებიც ჩაიდინეს. ესენი არიან ბანდიტები, ესენი არიან დაჯგუფებები და ვთხოვ ყველას, ვინც ამათი წევრია დღეს, დატოვონ გაერთიანება.
ესენი არ არიან საქართველოს მშრომელი ხალხის სახე. და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო, რომ არავითარ იმ სამმხრივ კომისიურ შეხვედრებში, რომელიც პეტრიაშვილმა თავისი თავი წარმოადგინა ჩვენს დამცველად მთავრობის და კომპანიის წინაშე, სრულ უნდობლობას ვუცხადებთ, მაგრამ ვერ გავდივართ ჯერ კოლექტიური შეთანხმებიდან, ისეთი უსინდისო წესები აქვთ კოლექტიურში, გავალთ თუ არა, ყველაფერს ვკარგავთ ჩვენი ბრძოლით მოპოვებულს, ამიტომ ესენი არიან ნაძირლები", — ამბობს ტარიელ მიქაცაძე (კომენტარებს პუბლიკა ავრცელებს).
ჭიათურელი მაღაროელები თბილისში 24 მარტს ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართეს .
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ, ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მას შემდეგ, ჭიათურის მოსახლეობა უკვე 25-ე დღეა აქციებს მართავს.
მაღაროელ ტარიელ მიქაცაძეს განცხადებით მათ ჩამოაყალიბეს მოთხოვნები და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეძლებდნენ მთავრობასთან ერთად ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ მათ გამოხმაურება არ მიუღიათ.
მაღაროელების მოთხოვნები შემდეგია:
• ჯორჯიან მანგანეზმა ხელფასი 3 თვის დავალიანების მაღაროელებს დაურიცხოს;
• მთავრობა შეხვდეს პროტესტის მონაწილე მაღაროელებს;
• ჯორჯიან მანგანეზმა სრულად დატოვოს ჭიათურა და მთავრობამ გადაიბაროს პასუხისმგებლობა;
• მთავრობა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ჭიათურელ ხალხთან ერთად და სამომავლო გეგმებზე იმსჯელონ.
ტარიელ მიქაცაძემ ასევე დასძინა, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტს ჭიათურასა და თბილისში გააგრძელებენ და "არ მისცემენ არავის იმის უფლებას, რომ ჭიათურაში ხალხი შიმშილობდეს და აქ უბრალოდ მთავრობის და კომპანიის წარმომადგენლები კაბინეტებში ისხდნენ და კომფორტულად გრძნობდნენ თავს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები