ერდოღანის მიერ თურქეთის პროტესტზე გამოქვეყნებულ ვიდეოში შემთხვევით თბილისის აქციების კადრები მოხვდა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასახავს. ვიდეოკადრებში შემთხვევით თბილისში, აქციის დაშლის კადრები მოხვდა ჭიჭინაძის ქუჩისა და პარლამენტის უკანა შესასვლელის ხედით.
ერდოღანის მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხალხს პოლიციის წინააღმდეგ განაწყობენ. კლიპში ასევე ჩასმულია თურქი ოპოზიციონერების მიმართვებიდან ნაწყვეტები.
თბილისის პროტესტის კადრებამდე ვიდეოში საუბარია, (კადრები შეგიძლიათ იხილოთ 4:16 წუთზე) რომ ოპოზიციის ლიდერებმა ვერ უპასუხეს კორუფციასა და ტერორიზმის ბრალდებებს და ამის სანაცვლოდ ქუჩაში გამოიყვანეს ნიღბებიანი დაჯგუფებები, რომლებიც პოლიციის წინააღმდეგ ძალადობენ.
შეგახსენებთ, 19 მარტს თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი, სტამბულის მერი ექრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორის გამოძიების ფარგლებში დააკავა და პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებიდან მალევე იმამოღლუ თანამდებობას ფორმალურად ჩამოაშორეს, ხოლო მის ნაცვლად მერის პოსტზე ნური ასლანი დაინიშნა, რომელიც ამჟამად სტამბოლის მოქმედი მერია.
ცნობისათვის, თურქეთში მთავარი ოპოზიციური ძალის, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა. 23 მარტს ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებში 15 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 13 211 000 მოქალაქემ 2028 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად იმამოღლუ აირჩია.
დაკავება საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. როგორც თურქული მედია წერს, მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP) იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა დაესახელებინა. ერთი დღით ადრე, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად პოპულარული ოპოზიციური ფიგურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია მოახდინა.
20 მარტს, თურქეთში, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში "პროვოკაციული" პოსტების გამოქვეყნების ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს. ინტერნეტ-დამკვირვებლის NetBlocks-ის ინფორმაციით, თურქეთში X-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე წვდომა შეიზღუდა.
ანკარის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მასობრივი აქციების, შეკრებებისა და მიტინგების ჩატარება 26 მარტიდან 1-ელ აპრილამდე აკრძალა.
26 მარტის ინფორმაციით, თურქეთის საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 1400-ს აჭარბებს. BBC ცნობით, ბევრი სტუდენტი იმის შიშით, რომ პოლიციას მათი იდენტიფიცირება არ მოხდეს სახე შარფებითა და ნიღბებით აქვთ დაფარული. ნისანტასის რაიონში სტუდენტების მსვლელობისას სკანდირებდნენ "მთავრობა, გადადექი!" და აფრიალებდნენ დროშებსა და ბანერებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები