ქალებს ბევრად საშინელ კომენტარებთან გამკლავება უწევთ — სელენა გომესი
ფოტო: Axelle / Bauer-Griffin / FilmMagic
სელენა გომესი ინტერნეტსივრცეში უარყოფითი კომენტარების გავლენაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს გამოცდილება განსაკუთრებით მძიმე ქალებისთვისაა. ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოდკასტში იყო სტუმრად თავის საქმროსთან, ბენი ბლანკოსთან ერთად. ბლანკომ აღნიშნა, რომ თავად არ ადარდებს, რას ფიქრობს ხალხი მასზე, მაგრამ გომესისთვის ეს საკითხი მარტივად გადასაჭრელი არ ყოფილა.
"უნდა აღვნიშნო, რომ ქალებს ბევრად საშინელ კომენტარებთან გამკლავება უწევთ", — ამბობს გომესი, — "ჩემი ხედვით, ეს ძალიან მწვავედ მოქმედებს. მგონი, არავისთვისაა სიახლე, რომ ქალები უფრო მძაფრად განიცდიან ყველაფერს — დაწყებული საკუთარი გარეგნობით, დამთავრებული იმით, თუ რა აცვიათ".
პოპვარსკვლავმა ასევე თქვა, რომ ინტერნეტში მის შესახებ დაწერილი კომენტარების გამო, მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის მორალურად მომზადება სჭირდება ხოლმე.
"როცა რაიმე ღონისძიებისთვის ვემზადები, დროის უმეტესი ნაწილი ვფიქრობ, იმედია, ფოტოს გადავიღებ და დავჯდები-მეთქი", — ჰყვება გომესი, — "ჩემი პერსონა ხომ ყოველთვის განსჯის ობიექტია — რომ საკმარისად თეთრკანიანი არ ვარ, რომ საკმარისად მექსიკელი არ ვარ...
"უამრავი რამ მიტრიალებს ხოლმე ცხვირწინ, რასაც თვალს ვერ ვარიდებ და ვნახულობ, ეს კი არაფერს გძენს, მხოლოდ უფრო გირთულებს ცხოვრებას. [განიხილავენ, მაგალითად] ვის ხვდები... კაცებზე ასეთი რაღაცები არავის აინტერესებს".
სელენას თქმით, მასზე ასევე იმოქმედა, რომ ბოლო პერიოდში ინტერნეტში "ყველა" მის წონას განიხილავს.
"ეს ძალიან მასევდიანებს — იმიტომ არა, რომ განვიცდი; უბრალოდ, ამან, თითქოს, უფრო გამაუხეშა. ვწუხვარ, მაგრამ ასეა".
ფოტო: Dimitrios Kambouris / Getty Images
ონლაინსივრცის მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ გომესს აქამდეც არაერთხელ უსაუბრია. 2022-ში მან აღნიშნა, რომ ინტერნეტთან შეხება ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა, რამაც უფრო გააბედნიერა.
იმავე წელს გამოსულ დოკუმენტურ ფილმში Selena Gomez: My Mind & Me, სელენამ ასევე ისაუბრა, როგორ იმოქმედა ადრეულ ასაკში მოპოვებულმა პოპულარობამ მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. შარშან კი პოპვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ნაწილობრივ სწორედ მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობამ უბიძგა, არჩევანი გაეკეთებინა მუსიკასა და მსახიობობას შორის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები