ისარგებლე ველიზე 30% ქეშბექით საქართველოს ბანკის სტუდენტის ბარათით გადახდისას
ფოტო: ველი სთორი
VELI.store ქართული ელ.კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყველაფერი ერთ სივრცეში შეიძინოს და დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი —დრო. ხოლო, 28 მარტს, მხოლოდ ერთი დღით, ველი საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ახალ აქციას გთავაზობს, რომელიც ახალგაზრდებისთვის აქტუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
გადაიხადე 28 მარტს საქართველოს ბანკის სტუდენტის ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი PLUS ქულების სახით. შეთავაზება ველის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება და შესაძლებლობას გაძლევს, სასურველი ნივთები შეიძინო და, ამავდროულად, ქეშბექით ისარგებლო.
აღმოაჩინე ბრენდები, რომლებიც შეგიძლია შეიძინო და ამავდროულად, თანხის 30% დაიბრუნო:
JBL
ფოტო: ველი სთორი
ველი აუდიოტექნიკის სფეროს ლიდერი ბრენდის — JBL-ის უახლეს პროდუქტებს გთავაზობს, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ხმის უმაღლეს ხარისხს აერთიანებს. JBL აგრძელებს ბრენდის დამფუძნებლის — ამერიკელი აუდიო ინჟინრისა და დიზაინერის, ჯეიმს ბულოუ ლანსინგის დაწყებულ ტრადიციას, რომლის ფილოსოფიის მიხედვით ხმა თავისუფლების გამოხატვის საშუალებაა.
Ninja
ფოტო: ველი სთორი
Ninja სამზარეულოს ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელია. ბრენდის პროდუქტებს შორის ყველაზე მოთხოვნადია აეროგრილები, რომლებიც საშუალებას გაძლევს ჯანსაღი და გემრიელი კერძები ცხიმის გარეშე მოამზადო.
კომპანია დაარსდა 1994 წელს მონრეალში, კანადა, მაგრამ ახლა მდებარეობს ნედჰემში, მასაჩუსეტსი. NInja-ს სამზარეულოს ტექნიკა ხელმისაწვდომი, ეფექტური და მარტივი გამოსაყენებელია.
Shark
ფოტო: ველი სთორი
ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდი — Shark, რომელიც საუკეთესო ხარისხის თავის მოვლის ტექნიკასა და მტვერსასრუტებს გთავაზობს.
Shark Beauty-ს თავის მოვლის ხაზი ინოვაციურ პროდუქტებს აერთიანებს, რომლებიც შექმნილია ნებისმიერი ტიპის თმისა და კანის საჭიროებების გათვალისწინებით. ბრენდის ხელსაწყოები გაძლევს შესაძლებლობას, სახლის პირობებში მიიღო სალონური შედეგი. Shark Beauty განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მრავალფეროვნებაზე და მძლავრ პროდუქტებს ქმნის, რომლებიც თანაბრად ეფექტურია ყველა ტიპის თმისთვის.
WOOOD
ფოტო: ველი სთორ
WOOOD თანამედროვე და ელეგანტური დიზაინით განთქმული ავეჯის მწარმოებელი ბრენდია. ნიდერლანდებში დაარსებულმა WOOOD-მა რეპუტაცია მაღალი ხარისხის, გამძლე ავეჯისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო მოიპოვა.
ბრენდი 40 წელზე მეტია არსებობს და ბუნებრივ მასალებს იყენებს, რომლებიც FSC სერტიფიცირებულია და მდგრადი წყაროებიდან მოიპოვება. პროდუქციის დიდი ნაწილი ჰოლანდიაში, კომპანიის საკუთარ ქარხანაში იქმნება.
ETA
ფოტო: ველი სთორი
კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც შესაძლოა აქამდე არ იცნობდი, ტრადიციებით მდიდარი ჩეხური ბრენდია — ETA, რომლის პროდუქტებიც, უკვე 80 წელზე მეტი ხნის მანძილზე შეუცვლელია მსოფლიოს მილიონობით მომხმარებლისთვის.
ETA ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ბრენდიცაა, რომელიც 1943 წლიდან სტაბილურად ვითარდება და არ კარგავს მოწინავე პოზიციებს ბაზარზე. კომპანია უცვლელი ხარისხითა და ტრადიციისადმი ერთგულებით ქმნის ტექნიკას, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურად უმარტივებს ცხოვრებას.
ETA მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქციით მილიონობით ადამიანისთვის სანდოობის სიმბოლოდ იქცა. ამჟამად, ის 240-ზე მეტი სახეობის პროდუქტს ქმნის. ხოლო, ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება სახლის მოვლის ინოვაციური ტექნიკაა, რისთვისაც ქმნის მრავალფუნქციური გამოყენების კლასიკურ მტვერსასრუტებსა და ორთქლის უთოებს. ასევე, მას იცნობენ სამზარეულოს ერთ-ერთ საუკეთესო ტექნიკით, რომელთა შორისაა სამზარეულოს კომბაინი, სამზარეულოს სასწორი და წვენსაწური.
Polaroid
ფოტო: ველი სთორი
ასევე, არჩევანი შეგიძლია შეაჩერო ყველასთვის საყვარელ ფოტოკამერაზე, რომლის მეშვეობითაც დასამახსოვრებელ მომენტებს ორიგინალურად აღბეჭდავ. ამაში Polaroid შეუცვლელი იქნება — კამერა, რომელიც იღებს სურათს და რამდენიმე წამში ბეჭდავს.
ეს კამერები განსაკუთრებული პოპულარობით, 90-იან წლებში სარგებლობდა, როდესაც ის ერთადერთი კამერა იყო, რომლის გადაღებული სურათის მყისიერად ნახვა შეგეძლო. მოგვიანებით, ციფრული ფოტოგრაფიის გაჩენასთან ერთად, მისმა პოპულარობამ დროებით იკლო. თუმცა არ განელებულა დაბეჭდილი სურათების სიყვარული, ალბათ სწორედ ამიტომ, Polaroid კვლავ აღორძინდა.
Polaroid, ასევე შესანიშნავი საჩუქარი იქნება. VELI.store-ზე ნახავ პოლაროიდის, მრავალფეროვან მოდელებს, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც ფასით, ასევე ფუნქციებითა და შესაძლებლობებით მკვეთრად განსხვავდება.
Moroccanoil
ფოტო: ველი სთორი
Moroccanoil-ის ისტორია არგანის ზეთით გამდიდრებული თმის სამკურნალო თვისებების აღმოჩენით დაიწყო, როდესაც ბრენდის თანადამფუძნებელმა კარმენ ტალმა მისი სასწაულმოქმედი ეფექტი თავის თავზე გამოცადა. დაზიანებული და მშრალი თმის ბზინვარე, გლუვ და ადვილად დასავარცხნ თმად გარდაქმნის შემდეგ, მან გადაწყვიტა ეს აღმოჩენა მთელი მსოფლიოსთვის გაეზიარებინა.
დღეს, ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ერთი რევოლუციური პროდუქტიდან Moroccanoil სილამაზის ინდუსტრიის წამყვან ბრენდად გადაიქცა, რომელიც არგანის ზეთით გამდიდრებული თმის, სხეულის მოვლისა და პროფესიონალური საღებავების სრულ ხაზს გთავაზობს.
28 მარტს ველიზე გადაიხადე საქართველოს ბანკის სტუდენტის ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი PLUS ქულების სახით. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე შენაძენი ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები