"ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს
"ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გენერალ მამუკა ყურაშვილს. კომისიის მიმდინარეობის ჩანაწერის ტექსტს IPN ავრცელებს.
თეა წულუკიანმა, მამუკა ყურაშვილს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ჟურნალისტთან გაკეთებული განცხადება შეახსენა.
"ამ სიტყვებს ამბობთ, "ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა, გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა მთელ ამ რეგიონში". ეს არის თქვენი განცხადება, სიტყვა-სიტყვით. ამ განცხადებას სააკაშვილის ზარის მერე აკეთებთ, სანამ ზაზა გოგავა ცეცხლს გახსნის? მარტივ ენაზე გესაუბრებით", — მიმართა წულუკიანმა ყურაშვილს.
თავის მხრივ, მამუკა ყურაშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ უფრო უკეთესად დაკითხვის ოქმში არის ნახსენები და ახლა კი, ამ დეტალს ვერ იხსენებს.
ამის შემდგომ წულუკიანმა მას კვლავ ჰკითხა, ტერმინი - „კონსტიტუციური წესრიგი“ თვითონ მოიფიქრა იმ წუთში, თუ მანამდე კიდევ იყო გაჟღერებული, რაზეც მამუკა ყურაშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნული ტერმინი თავად მოიფიქრა.
"ჩემით მოვიფიქრე. აკადემია მაქვს დამთავრებული და ვიცი, რომ როცა ბანდფორმირებაა შენს მიწა-წყალზე და დროებითი კონტროლი აქვს დაწესებული... რა თქმა უნდა, ეს ჩემი გამოთქმა იყო. ამ განცხადების გაკეთება ჩემთვის არავის დაუვალებია. კარალეთის გზაზე, 7 აგვისტოს ღამე, ჟურნალისტი გადამეყარა და გავაკეთე [განცხადება]", — განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.
თეა წულუკიანმა ყურაშვილს ჰკითხა, აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდგომ, უსაყვედურა თუ არა მას ვინმემ, რაზეც ყურაშვილმა დადებითი პასუხი გასცა.
"კი, რა თქმა უნდა. გოგავას არ უსაყვედურია, მაგრამ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ "ბრიყვული განცხადება“იყოო, თუ რაღაც", — აღნიშნა ყურაშვილმა.
ამის შემდგომ, თეა წულუკიანმა სხდომაზე მსხდომ გენერალს შემდეგი კითხვა დაუსვა.
"ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?", — ჰკითხა წულუკიანმა ყურაშვილს, რომელმაც საპასუხოდ აღნიშნა, "არა, ნამდვილად არ ვარ".
"მაშინ რატომ გიწოდათ ბრიყვი, უმაღლესმა მთავარსარდალმა?" — ჰკითხა წულუკიანმა ყურაშვილს, რაზეც კვლავ საპასუხოდ ყურაშვილმა წულუკიანი სააკაშვილისკენ გადაამისამართა.
"არ ვიცი, ჰკითხეთ მას", — აღნიშნა ყურაშვილმა და განმარტა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის.
ცნობისათვის, დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია.
დროებით საგამოძიებო კომისიაში 2008 წლის მონაწილეების დაბარებამ საზოგადოებაში რეაქცია და პროტესტი გამოიწვია. ილიაუნის სტუდენტური მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად პარლამენტთან მოვიდნენ:
"ახლა ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ისტორიასა და გმირებს ამცირებენ!
ნაომარი ქვეყანა ბოდიშს არ მოიხდის.
გამოდი, პარლამენტის უკან გელოდებით!", — ნათქვამია განცხადებაში.
აქცია პარლამენტთან 16:00 საათზე გაიმართება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები