მეტროპოლმა პირველი პროექტი დაასრულა — მეტროპოლ ბაგების მობინადრეებს ბინები გადაეცათ
ფოტო: მეტროპოლი
თბილისს ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შეემატა. მეტროპოლმა პირველი პროექტი დათქმულ ვადებში დაასრულა და დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მეტროპოლ ბაგების მესაკუთრეებს უკვე გადასცა ბინები, რომლებიც ჩაიფიქრეს.
პროექტი, რომელიც 3 წლის წინ დაიწყო, ყველა გეგმის დაცვით განხორციელდა. მეტროპოლმა საძირკვლის ჩაყრიდან ყველა ეტაპი ზუსტი ვადების დაცვით გაიარა. სისტემური და სწრაფი პროცესის მართვით, დეველოპერულმა კომპანიამ შეძლო და მეტროპოლ ბაგების 14-სართულიანი კორპუსი თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მიიყვანა.
14-სართულიანი კორპუსი 96 საცხოვრებელი ფართით წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს არის განთავსებული. გადატვირთული ქალაქის ფონზე ეს ადგილი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა, რაც თანამედროვე მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეკოლოგიურად სუფთა ლოკაციასთან ერთად, კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მრავალფუნქციური კომპლექსის კიდევ ერთი უპირატესობაა. ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ უბანში მდებარე ახალი საცხოვრებელი კორპუსის პირველ ორ სართულს კომერციული და საოფისე ფართები იკავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება რამდენიმე მეტრის დისტანციაზეა. შენობა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდთან ახლოს მდებარეობს.
ფოტო: მეტროპოლი
გიორგი მხეიძე, მეტროპოლის გენერალური დირექტორი: "ბაგები მეტროპოლის პირველი პროექტია, რომელიც დათქმულ ვადებში დავასრულეთ. ეს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების დამსახურებაა. მშენებლობის დაწყების პირველივე წუთიდან ვიცავდით ყველა სტანდარტს, რათა მომხმარებლებისთვის ჩაგვებარებინა ზუსტად ის ბინები, რომლებიც ჩაიფიქრეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ ჩვენი მომავალი მობინადრეები და პროექტის ყველა ეტაპზე მათ დეტალურ ინფორმაციას ვუზიარებდით.
ჩვენთვის მცხოვრებლების კმაყოფილება უმნიშვნელოვანესი მიზანია. მინდა აღვნიშნო ის, რომ „მეტროპოლისთვის“ მათთან ურთიერთობა ბინების გადაცემით არ სრულდება, ჩვენ მათთან ერთად ვაგრძელებთ სვლასა და განვითარებას".
ირაკლი აბულაძე, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: მეტროპოლის გუნდისთვის ბაგები განსაკუთრებული და გამორჩეულია, რადგან სწორედ ამ პროექტით გამოვჩნდით საქართველოს ბაზარზე. აღსანიშნავია ის, რომ უმაღლესი ხარისხითა და სტანდარტების სრული დაცვით შევძელით პირველი საცხოვრებელი კორპუსის აშენება. ჩვენი საქმიანობის სტანდარტი მშენებლობის თანამედროვე მიდგომები, საგანგებოდ შერჩეული ადგილმდებარეობა, ეკომეგობრულობა და მომხმარებლის კომფორტსა და ინტერესებზე მორგებული საცხოვრებელი ფართების შეთავაზებაა. გვიხარია, რომ „მეტროპოლ ბაგების“ მობინადრეებს უკვე გადავეცით ბინები, რომლებიც მათ ჩაიფიქრეს“.
ფოტო: მეტროპოლი
მეტროპოლ ბაგების მრავალსართულიან კორპუსში ბინების ფართი 54.2 კვ.მ-დან 107.5 კვ.მ-მდეა. ჭერის სიმაღლე კი 3 მ-ია. შიდა სამუშაოებისათვის კომპანიამ პემზა ბლოკი შეარჩია, რაც საცხოვრებელ ფართში მეტ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის. რაც შეეხება შიდა კედლებს, კედლები პერლიტის შემცველი მასალით არის გალესილი, რომელიც თბოგამტარიანობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მობინადრეებს ხმაურისაგან მაქსიმალურად იცავს.
სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაგეგმარებულ კორპუსში მესაკუთრეები თანამედროვე ბინებში იწყებენ ცხოვრებას, სადაც მთავარი აქცენტი ენერგოეფექტურობაზე, ჭკვიანი სახლის სისტემასა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებზე გაკეთდა.
საცხოვრებელ კორპუსში გათვალისწინებულია ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემა, ასევე ვიდეოსათვალთვალო კამერები ჰოლში, დერეფნებში, კიბესა და კიბის უჯრედებისთვის გამოყოფილ სივრცეში, ასევე ეზოს ტერიტორიაზე, რაც მეტროპოლ ბაგებში მცხოვრები ოჯახებისთვის დამატებითი უსაფრთხოების წინაპირობაა.
ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალების გამოყენებით, საცხოვრებელი კორპუსი საიმედო მონოლითური ჩარჩოს მშენებლობის ტექნოლოგიით აშენდა. ფასადები ხის ფორმის ბოჭკოვანი ცემენტის პანელებითა და ფილების კომბინაციით დაიფარა. შენობის გარკვეული ნაწილი კი ვიტრაჟულია, რასაც შუშის ღია აივნები ემატება.
კეთილმოწყობილი და ფუნქციურად დატვირთულია კომპლექსის ეზო. გამწვანებულ ტერიტორიაზე განსაკუთრებული ადგილი საბავშვო სათამაშო მოედანსა და მოსასვენებელ სკვერებს უჭირავს. მრავალფუნქციური კომპლექსის სიახლოვეს მდებარე კომერციული თუ სოციალიზაციის სივრცეები კი ცხოვრებისათვის კიდევ უფრო მეტ კომფორტს ქმნის.
ბაგების კომპლექსის გარდა, მეტროპოლს ამჟამად კიდევ ხუთი მიმდინარე პროექტი აქვს თბილისსა და ბათუმში. დეველოპერული კომპანია 2025 წელს 6 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით შვიდი პროექტი აქვს. თბილისში მეტროპოლ ბაგები უკვე დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს მეტროპოლ ქავთარაძისა და მეტროპოლ ორთაჭალას მშენებლობა. 2025 წელს დაიწყო კომპანიის პირველი სუბურბანული პროექტის მეტროპოლ ლისის მშენებლობა. ბათუმში კი მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის პარალელის მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები