მზადება ევრობასკეტისთვის — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის კონტინენტის მთავარ საკალათბურთო ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების დებიუტი 2011 წელს შედგა და პირველივე სეზონის შედეგი (მე-11 ადგილი) დღემდე საუკეთესოდ რჩება. დაწყებული 2011 წლიდან, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ხუთჯერ ითამაშა ევრობასკეტზე და ბოლოს თანამასპინძლებიც კი ვიყავით.
წლევანდელი ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება —კონტინენტის პირველობას რამდენიმე მასპინძელი ქალაქი ეყოლება: ტამპერე (ფინეთი), ლიმასოლი (კვიპროსი), კატოვიცე (პოლონეთი) და რიგა (ლატვია). შესაბამისად, ამ ოთხ ქალაქში გადანაწილდება ჯგუფები, პლეი ოფის ეტაპს კი სრულად ლატვიის დედაქალაქი, რიგა უმასპინძლებს.
ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი მძიმედ დაიწყო, თუმცა მაშინ, როდესაც თამაშები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო საგზურის ბედი, საქართველოს ნაკრებმა ძალები მოიკრიბა და სწორედ ის კალათბურთი და ხასიათი აჩვენა, რომელმაც მათი ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე გასვლა განაპირობა.
ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფში სერბეთთან, ფინეთთან და დანიასთან ერთად ასპარეზობდა. ისე გამოვიდა, რომ ჯგუფის ფავორიტმა, სერბეთმა ყველა თამაში მოიგო და ადრევე მოიპოვა ევრობასკეტის საგზური. რადგან ფინეთი ერთ-ერთი თანამასპინძელია, მათთვის საკვალიფიკაციო თამაშები მხოლოდ პირობითი მნიშვნელობის იყო. შესაბამისად, დანიის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტი აღმოჩნდა. გასვლით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ფინეთთან თამაშის დროს დამარცხდა, თუმცა, შემდეგ ორ შეხვედრაში მათი დამარცხება ჩვენმა ნაკრებმა მარტივად მოახერხა. შედეგად, ბოლოსწინა ტურში დანიელებთან ფინალის ტოლფასი მატჩი გაიმართა.
დიდი დანაკლისის მიუხედავად (ტრავმის გამო გამოგვაკლდა ნაკრების ლეგიონერი, კამარ ბოლდუინი) ამ დიდი მნიშვნელობის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა დანია 2 ქულიანი უპირატესობით (62-60) დაამარცხა.
საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩებში გამორჩეულად კარგად ითამაშა საქართველოს ნაკრების უდავო ლიდერმა და კაპიტანმა — თორნიკე შენგელიამ, აქვე უნდა ვახსენოთ ქართული კალათბურთის ლეგენდა — გიორგი შერმადინი. აღსანიშნავია დუდა სანაძის კარგი პერფორმანსი უშუალოდ დანიასთან შეხვედრაში. მართალია, ბოლოს ტრავმის გამო ვეღარ დაგვეხმარა ლეგიონერი შემტევი, კამარ ბოლდუინი, თუმცა მან თავის სადებიუტო მატჩებში თავი კარგად დაგვამახსოვრა და გვაჩვენა, რისი გაკეთება შეუძლია მომავალში. დასაფასებელია თითოეული კალათბურთელის ღვაწლიც — კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი და სხვ. ეფექტურად ეხმარებოდნენ გუნდს მნიშვნელოვან მომენტებში, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ჯიკიჩმა დროთა განმავლობაში აშკარად ახლოს გაიცნო ჩვენი კალათბურთი, კალათბურთელები და მათი ხასიათი — პროგრესი თამაშიდან თამაშამდე თვალსაჩინოა.
რაც მთავარია, საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავებით, უშუალოდ ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის ლეგიონიც დაეხმარება — ორლანდო მეჯიქის ცენტრი, გოგა ბითაძე და სან ანტონიო სპურსის მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი. გოგასთან და სანდროსთან ერთად საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო ძლიერი და მრავალმხრივი გუნდია — მათი დამატება კიდევ უფრო მეტი როტაციისა და ხშირი ტაქტიკური ცვლილების საშუალებას იძლევა, იზრდება სამწამიანში დომინაციის ალბათობაც, ძლიერდება დაცვა და თითქმის ყველა საჭირო და გადამწყვეტი კომპონენტი უფრო მეტად იხვეწება პერსპექტივაში.
ჯერჯერობით ჩვენი ნაკრების ყველა ლიდერი სტაბილურად თამაშობს საკლუბო დონეზე — იღებენ საკუთარ შანსებს, ახერხებენ თავის გამოჩენას. საკუთარ კლუბებში სტაბილური სათამაშო პრაქტიკის გარეშე, რთული და გამორიცხულია, შეინარჩუნო ფორმა, მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ ევრობასკეტი ზაფხულის ბოლოს დაიწყება.
რაც შეეხება ევრობასკეტის ფორმატს — კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში განაწილდება. ჯგუფებში საუკეთესო ოთხეულში შესული გუნდები გავლენ მერვედფინალებში, მერე კი დაიწყება კლასიკური პლეი ოფი და ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება ბრძოლა პირველობისთვის.
საბოლოო კენჭისყრა 27 მარტს, ჩვენი დროით 16:00 საათზე გაიმართა ქალაქ რიგაში, რომლის შედეგადაც საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა. საქართველოს ნაკრების გარდა C ჯგუფში არიან: ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი — კვიპროსი, საბერძნეთი, ბოსნია, იტალია და ესპანეთი.
C ჯგუფის თამაშები ლიმასოლში გაიმართება, თითო ჯგუფიდან კი 1/8 ფინალში 4 ნაკრები გავა, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ევრობასკეტის დაწყებას და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს. საუკეთესო წინ არის.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები