თიბისი განაწილება წიგნის მოყვარულთათვის
ფოტო: თიბისი
თიბისის გამორჩეული პროდუქტი — “განაწილება”, ყველანაირი ინტერესისა და საჭიროების მქონე მომხმარებელთა სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა, ამიტომ, მათ მუდმივად განსხვავებულ შეთავაზებებს სთავაზობს.
მაგალითად, აპრილი წიგნის მოყვარულების გახარებით დაიწყო და მისცა შესაძლებლობა, დიოგენეს ფიზიკურ მაღაზიებში მიმდინარე, 1+1 აქციით წიგნების განაწილებით ყიდვისას, დამატებით 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
მსგავსი გამორჩეული შეთავაზებებისას, როგორც წესი, ადამიანებს ყველაფრის ყიდვა ერთდროულად სურთ და უჭირთ გადაწყვიტონ, რომელი აირჩიონ. მარიტა მერაბიშვილის დახმარებით, თიბისი განაწილების გუნდმა, მომხმარებლებს ეს პროცესიც გაუმარტივა და ურჩევს 5 წიგნს, რომლებიც მარიტას აზრით, საკუთარი თავის აღმოჩენაში დაეხმარებათ.
1. სილვია პლათი — “ზარხუფი“
სილვია პლათის “ზარხუფი“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანია, სადაც ავტორი მთავარი გმირის, ესთერ გრინვუდის, დეპრესიისა და შინაგანი ქაოსის მაგალითზე, მენტალურ ჯანმრთელობასთან ბრძოლის შესახებ გვიყვება. ეს არის წიგნი მათთვის, ვისაც ოდესმე თავი დაკარგულად უგრძნია, ან საკუთარი იდენტობის დაუსრულებელ ძიებაშია. წიგნი მკითხველს ნათლად აჩვენებს, რომ ყველაფრის გადალახვა შესაძლებელია.
2. ბანანა იოშიმოტო – “სამზარეულო“
იაპონელი ავტორი ბანანა იოშიმოტო რომანში — “სამზარეულო“, საოცარი სიფაქიზით გვიყვება ადამიანურ კავშირებზე, დანაკარგსა და ახალ ოჯახურ ურთიერთობებზე. დედის გარდაცვალების შემდეგ, მთავარი გმირი, მიკაგე საკურაი, აღმოაჩენს, რომ მისი ერთადერთი ნუგეში და კომფორტი სამზარეულოშია. ეს ნაწარმოები გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უბრალო დეტალმა — საჭმლის მომზადებამ, სულის ტკივილი შეგვიმსუბუქოს.
3. მაგდა კალანდაძე – “მეორე ოთახი“
ქართველი მწერლის, მაგდა კალანდაძის “მეორე ოთახი“ გვიყვება ტკივილზე, რომელიც მთავარი გმირის ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. ეს ამბავი მკითხველს შინაგანი სამყაროს გადახედვისკენ უბიძგებს და აჩვენებს, რომ მიუხედავად ყველანაირი სირთულისა, შესაძლებელია, იპოვო ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად.
4. მარგარეტ ეტვუდი — “ბრმა მკვლელი“
მარგარეტ ეტვუდი ერთ-ერთი უდიდესი მწერალია, რომლის რომანიც — „ბრმა მკვლელი“, ფენებად შლის ამბავს, სადაც პერსონაჟების ემოციები და ტრაგიკული ბედისწერა ერთმანეთს ერწყმის. “ბრმა მკვლელი” აერთიანებს ისტორიულ და ფსიქოლოგიურ ელემენტებს, გვიყვება ოჯახში მომხდარ იმ საიდუმლო მოვლენებზე, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს აწმყოზე. ეს წიგნი საშუალებას მოგცემთ, გადაეშვათ ინტრიგებით სავსე სამყაროში და გადახედოთ პირადი ისტორიების გავლენას ჩვენს არსებობაზე.
5. თრეისი შევალიე — “გოგონა მარგალიტის საყურით“
თრეისი შევალიეს “გოგონა მარგალიტის საყურით“დახვეწილი და ესთეტიკურად გამორჩეული რომანია, რომელიც ხელოვნებისა და სოციალური ჩარჩოების გადაკვეთაზე მოგვითხრობს. წიგნი გვიხატავს ვერმეერის ცნობილი ნახატის წარმოშობის ალტერნატიულ ისტორიას და გვაცნობს უბრალო, მაგრამ მგრძნობიარე გოგონა — გრიტის სამყაროს. ეს არის ამბავი ინსპირაციის, ჩუმი ვნების, კლასობრივი სხვაობებისა და შეზღუდული არჩევანის შესახებ. შევალიეს ლაკონიური, თუმცა ვიზუალურად მდიდარი თხრობა ქმნის სურათს, რომელიც არა მხოლოდ მხატვრობის მოყვარულთათვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვისაა საინტერესო, ვისაც უყვარს სიღრმისეული, ემოციურად დატვირთული ისტორიები.
თიბისი განაწილება წიგნის მოყვარულთათვის განსაკუთრებული შეთავაზებების მომზადებას კვლავ გეგმავს და წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება. ამიტომ, უახლოეს მომავალში, კიდევ გექნებათ შესაძლებლობა, იყიდოთ თქვენთვის სასურველი წიგნები და თანხა ეტაპობრივად, 4 თვის განმავლობაში, გადაიხადოთ, რაც მთავარია, ეფექტური 0%-ით.
წიგნის ფესტივალის ფარგლებში, ყველა მონაწილე გამომცემლის ობიექტში შეგეძლებათ სარგებლობა ტრანზაქციების განაწილებითაც, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილი წიგნების საფასურს, უკან დაიბრუნებთ და სასურველ პერიოდზე გაანაწილებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები