კაია კალასი და მართა კოსი: ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აიღოს რეალური და უპირობო ვალდებულება ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსიმ საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "უცხოეთის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ" და "მაუწყებლობის შესახებ" კანონები საქართველოს ხელისუფლებას დამატებით შესაძლებლობას აძლევს ოპოზიციის დათრგუნვისა და რეპრესიული პოლიტიკის გამკაცრებისთვის.
განცხადებაში კაია კალასი და მარტა კოსი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ აიღოს რეალური და უპირობო ვალდებულება ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.
"პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე მიღებული ახალი კანონმდებლობა, მათ შორის "უცხოეთის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ" კანონი და "მაუწყებლობის შესახებ" კანონი, საქართველოს ხელისუფლებას დამატებით შესაძლებლობას აძლევს ოპოზიციის დათრგუნვისთვის და რეპრესიული პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ეს კანონები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობას, აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის ცხოვრებას, რეტროგრადულად ართმევს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს, უსამართლოდ ზღუდავს ძირითად თავისუფლებებს და აზარალებს გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების პროცესს.
ეს ნაბიჯები კიდევ უფრო ასუსტებს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში. მსგავსი ქმედებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და მედიაპლურალიზმის ღირებულებებთან და ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ველოდებით კანდიდატ ქვეყანაში. ისინი ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირის ამ ღირებულებების ერთგულება არაა სავაჭრო საკითხი.
საქართველო მოსახლეობის უმრავლესობას სურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ აიღონ რეალური და უპირობო ვალდებულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისკენ. ამისათვის საჭიროა მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის შეჩერება, უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების შეჩერება, კონსულტაციებისთვის ვენეციის კომისიისთვის მიმართვა და სამოქალაქო საზოგადოების და ყველა პოლიტიკური აქტორისათვის მნიშვნელოვანი დიალოგის დაწყება, რათა კრიზისიდან გამოსავალი ვიპოვოთ.
საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე დაბრუნება მთლიანად დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლებაზე.
ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ყველა ძალისხმევას დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის, — ვკითხულობთ წერილში.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები