გზა ფერადი, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ - „თეგეტა ჰოლდინგი“ „აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ მხარდამჭერია
ფოტო: თეგეტა
ქვეყანაში, სადაც აუტიზმის შესახებ ცნობიერება ჯერ კიდევ საჭიროებს გაძლიერებას, არსებობს სივრცეები, რომლებიც იმედისა და წინსვლის სიმბოლოდ იქცა. 2010 წელს ბავშვთა აუტიზმის პირველი ცენტრი გაიხსნა, რომელიც ერთგვარი გარდამტეხი ნაბიჯი აღმოჩნდა — გაჩნდა ადგილი თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარებისთვის. ცენტრის მოდელზე, დღეს ქვეყნის მასშტაბით არაერთი მსგავსი სივრცე ფუნქციონირებს, თუმცა აუტისტური სპექტრის მქონე ზრდასრულებისთვის საჭირო სერვისები კვლავ მიუწვდომელია.
მშობლების ყველაზე დიდ კითხვას: რა იქნება ჩემ შემდეგ? აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდმა ახალი ამბიციური მიზნით უპასუხა, შეექმნა ფერადი ქალაქი — აუტიზმის ეროვნული ცენტრი მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის. ცენტრის მიზანია, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა და აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ფოტო: თეგეტა
თათია მელაშვილი, ფერადი ქალაქი — აუტიზმის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი: "ჩვენი საქმიანობის დასაწყისში 700-ამდე სპეციალისტი გადავამზადეთ, რომლებიც დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და ცენტრში აგრძელებენ ამ მნიშვნელოვან საქმეს. ახლა ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ აუტიზმის მქონე მოზარდებსა და ზრდასრულებს, რომელთაც, ამ ეტაპზე, არანაირი შესაბამისი სერვისი არ გააჩნიათ ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მათაც, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად განავითარონ თავიანთი პოტენციალი. ამ გზაზე თეგეტასთან პარტნიორობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, რადგან საზოგადოების თითოეული წევრის მხარდაჭერა გადამწყვეტი შეიძლება იყოს. გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ მათთვის ნათელი მომავალი და ვიამაყოთ მათი მიღწევებით“.
აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი, რომელიც ფერად ქალაქს აშენებს, სრულიად საქველმოქმედოა და მთლიანად შემოწირულებაზეა დამოკიდებული. ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერით, უკვე აშენდა 5 კოტეჯი, ხოლო მე-6 კოტეჯის მშენებლობა მალე დასრულდება. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი თეგეტა ჰოლდინგია, რომელმაც ინფორმაცია ფერადი ქალაქის შესახებ დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც განათავსა და ამით საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა მისცა.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ, ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის აშლილობით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი დიაგნოსტირდება და მათთვის შესაბამისი სერვისების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ „თეგეტა“ მხარს უჭერს „ფერადი ქალაქის“ პროექტს — ინიციატივას, რომელიც მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარების შეძენაში დაეხმარება. გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია შევქმნათ გარემო, რომელიც აუტიზმის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისთვის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს — მომავალს, სადაც ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება".
ფერადი ქალაქი ერთგვარი ჰაბის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც ასევე მოიცავს მშობლების მხარდაჭერის კომპლექსსა და კრიზისული პერიოდების მართვის სწავლის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, კიდევ უფრო კარგად გადამზადდებიან სპეციალისტები, ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის წარმატების საწინდარი არიან. ფერად ქალაქში, კოტეჯების გარდა, იქნება სპორტული და ცენტრალური სასწავლო კომპლექსი, ინკლუზიური სივრცეები, სადაც მოზარდები ისწავლიან მებაღეობას, ხელობას და ეცდებიან საკუთარი ნიჭის რეალიზებას. ეს არ იქნება მათთვის საცხოვრებელი სივრცე — ეს იქნება ადგილი, სადაც ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს შეიძენენ საზოგადოებაში მარტივი და თავისუფალი ინტეგრაციისათვის.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები