ოკუპირებულ აფხაზეთში ბადრა გუნბას ე.წ. ინაუგურაცია ჩატარდა
ფოტო: OC MEDIA
აფხაზეთის ე.წ. მომავალ პრეზიდენტის, ბადრა გუნბას ინაუგურაცია სოხუმში ჩატარდა. ცერემონიას ესწრებოდნენ რუსეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და დნესტრისპირეთის წარმომადგენლები, თუმცა, არ ესწრებოდნენ დელეგაციები ნაურუდან და სირიიდან, რომელთაც ასევე აღიარებული აქვთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
ე.წ. ინაუგურაციაზე დამსწრეებს შორის იყვნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ასლან ბჟანია (რომელიც 2024 წლის ნოემბერში აფხაზეთში მიმდინარე მასობრივი პროტესტის ფონზე გადადგა) და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა, რომელიც გუნბამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში დაამარცხა.
ბადრა გუნბა ცერემონიაზე მოკლე მიმართვით წარსდგა, ისაუბრა აფხაზეთის ისტორიაზე, რუსეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აფხაზეთის წარსული ლიდერების სიდიადეზე.
მან ასევე ისაუბრა დაძაბულ საარჩევნო გარემოზე, თუმცა თქვა, რომ შეძლეს და შეინარჩუნეს ქვეყანაში სტაბილურობა, უზრუნველყვეს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მართვა და საშუალება მისცეს მოქალაქეებს, ესარგებლათ თავიანთი კონსტიტუციური უფლებით:
"დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად მოქალაქეთა პოლიტიკური გემოვნებისა, ყველას გვაღელვებს და გვაერთიანებს ერთი — აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალი", — თქვა გუნბამ.
თავის სიტყვით მიმართვაში, ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა თავისი ერთგულება რუსეთისადმი და გამოხატა მადლიერება მოსკოვის მხარდაჭერის მიმართ:
"რუსეთთან სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა აფხაზეთის დაცულობას განაპირობებს, ქმნის შესაბამის გარემოს ადამიანების განვითარებისთვის, ზრდის კეთილდღეობას და აუმჯობესებს აფხაზთა განათლების დონეს", — აღნიშნა გუნბამ.
მან ასევე პერსონალური მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში მხარდაჭერა გამოუცხადა:
"ჩვენი მებრძოლები რუს ძმებთან ერთად ფრონტზე მხარდამხარ იბრძვიან. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ომი დასახულ მიზნებს მიაღწევს."
სიტყვის ბოლოს გუნბამ განაცხადა:
"მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ: ძალაუფლება, რომელიც კონსტიტუციითა და ადამიანების ნებით მერგო, მიმართული იქნება ქვეყნის მსახურებისკენ, მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვისკენ, მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარებისკენ".
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკოც. მან გუნბას პრეზიდენტობა მიულოცა, შეაქო აფხაზეთისა და რუსეთის თანამშრომლობა და განაცხადა, რომ გუნბას თანამდებობაზე ყოფნა ორ ქვეყანას შორის კავშირს მხოლოდ გააუმჯობესებს.
ასევე, კირიენკომ პუტინის მოწვევა გადასცა გუნბას მოსკოვში, 9 მაისის ღონისძიებაზე დასაწრებად.
გუნბას ე.წ. ინაუგურაციას ესწრებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც, რომელმაც თავის სიტყვაში ისაუბრა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის 20-წლიანი თანამეგობრობის შესახებ და იმედი გამოთქვა ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებო და ტურისტული ურთიერთობების უფრო გამყარებაზე.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2025 წლის 1 მარტს ჩატარდა, ბადრა გუნბამ ხმების 54,73%-ით დაამარცხა პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი ადგურ არძინბა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები