TI: ცნობილია "ქართული ოცნების" 98 წარმომადგენლის ვინაობა, რომლებიც დასავლურმა სამყარომ დაასანქცირა
დასავლურმა სამყარომ ქართული ოცნების უკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 98-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ავრცელებს.
წარმოგიდგენთ ამ პირთა სრულ სიას, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, ქართული ოცნების დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.
დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.
ანონიმური სანქციები
შეერთებულმა შტატებმა დააწესა დამატებით სავიზო შეზღუდვები 100-ზე პირზე, მათ შორის არიან: პარტია ქართული ოცნების წევრები, პარლამენტის წევრები, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოების მაღალჩინოსნები, კორუმპირებული ბიზნეს ლიდერები, პროპაგანდისტები, ზოგიერთი კერძო მოქალაქე და ყველა ამ პირის ოჯახის წევრები. ამ პირების სახელები არ გასაჯაროებულა სავიზო კონფიდენციალურობის კანონმდებლობის გამო.
ლატვიამ 2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს 13 მოქალაქეზე დამატებითი სანქციები (სამოგზაურო შეზღუდვები) გამოაცხადა; თუმცა, მათ ამ პირების ვინაობა ჯერ არ დაუკონკრეტებიათ.
2025 წლის 3 მარტს ბალტიის ქვეყნებმა ჯამში 145 პირს დაუწესეს სამოგზაურო შეზღუდვა. ლიეტუვა და ლატვიის მიერ დასანქცირებული 90 პირის ვინაობა უცნობია, ხოლო ესტონეთის მიერ დასანქცირებული დარჩენილი 55 პირის ვინაობა აღბეჭდილია საინფორმაციო ბარათზე.
სანქციები დააწესა გერმანიამაც. 2024 წლის 31 დეკემბერს, ქვეყანაში შესვლა აეკრძალა საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“. მათი ვინაობა ამ დროისთვის არ არის ცნობილი. 2025 წლის 24 მარტს, გერმანიამ დამატებითი დააწესა სამოგზაურო შეზღუდვები, თუმცა სანქცირებულთა რაოდენობა და ვინაობა უცნობია.
ევროპარლამენტის რეზოლუცია
2025 წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც არ ცნობს ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები და დანიშნოს ახალი არჩევნები. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუყინოს აქტივები და პერსონალურად დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურების გარემოცვა და პროპაგანდისტები.
მთლიანობაში, ევროპარლამენტის რეზოლუცია 31 ადამიანის დასანქცირებას ითხოვს:
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა ალექსანდრე ივანიშვილი; დის შვილი შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.
ქართული ოცნების წარმომადგენლები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრი: ვახტანგ გომელაური.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი: გრიგოლ ლილუაშვილი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ნათია თურნავა.
ბიზნესმენები: ივანე ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: თორნიკე რიჟვაძე.
ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი: ილია წულაია.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი: კახი ბექაური.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი: ლაშა ნაცვლიშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე: ვასილ მაღლაფერიძე; გენერალური დირექტორი: თინათინ ბერძენიშვილი.
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.
ტელეკომპანია იმედისა და ლიბერთი ბანკის თანამფლობელი: ირაკლი რუხაძე.
ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის მფლობელი: თამაზ გაიაშვილი.
ბიზნესმენები და ქართული ოცნების დეპუტატები: ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები