"შანტაჟის ნაწილია, რათა საქართველო ხელში ჩაიგდონ და თავისი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ" — კალაძე მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების — ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს სანქციებიც შანტაჟის ნაწილია, რათა საქართველო ხელში ჩაიგდონ და თავისი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ.
კალაძის თქმით, ბრიტანული მხარის განცხადება, რომ "სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ ისინი კორუფციაში არიან ან იყვნენ ჩართულნი", არის სიყალბე და იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში იყენებენ.
"ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვების ბრახა-ბრუხია. რა გონივრული ეჭვი?! სიყალბეა. ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში, რაც ჩვენთან მიმართებაში ხდება. იცით, თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან საქართველოს. დღესაც გრძელდება მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება და მბრძანებლური ტონი. შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია, რომ კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები დაასანქცირონ. სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ და გამოიყენონ თავისი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ სწორედ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია. ძალიან რთული იყო, მარტივი პროცესი არ ყოფილა, მაგრამ როცა საქმე სამშობლოს, მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიყალბეზე, ტყუილზე. რეალობა რადიკალურად განსხვავებულია, ვიდრე მათი განცხადებებია. სამწუხაროა, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება", — განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს დიდმა ბრიტანეთმა "სერიოზულ კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების განხორციელების სამსახურის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სანქციები ითვალისწინებს ფინანსური სახსრების გაყინვას იმ პირებისთვის, რომლებიც არიან ან იყვნენ ჩართულნი სერიოზულ კორუფციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები