"იმედგაცრუება", "ცალმხრივი ბულინგი" — როგორ აფასებენ მსოფლიოს ლიდერები ტრამპის ახალ ტარიფებს?
2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმალური 10%-იანი და მაქსიმუმ 50%-იანი ტარიფები დააწესა, ევროკავშირისთვის — 20%-იანი, ჩინეთისთვის კი 34%-იანი. ტრამპის ტარიფები არ შეხებია რუსეთს, რაც რუსეთზე დაწესებული სანქციებით ახსნეს.
ტრამპის თქმით, 2 აპრილი ისტორიაში შევა, როგორც ამერიკული ინდუსტრიის აღორძინების დღე. მისი თქმით, ახალი ტარიფები შემოღებულია იმისათვის, რომ "აშშ-ს ეკონომიკა აღადგინონ და თავიდან აიცილოს თაღლითობა".
ტრამპის ბრძანებას მალევე გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები ევროკავშირიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან — მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან.
გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, იაპონიის პრემიერმა დაწესებულ ტარიფებს "უკიდურესად სამწუხარო" უწოდა, პეკინმა — "ცალმხრივი ბულინგი".
გამოხმაურებები დავიწყოთ ევროკავშირით:
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის თქმით, სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არავინაა და საბოლოოდ ყველაფრის გადახდა ჩვეულებრივ მომხმარებელს უწევს.
მისი თქმით, "თეთრი წიგნის" მქონე ევროკავშირი იმუშავებს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად.
ევროკავშირის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ტრამპის განცხადება საყოველთაო ტარიფების შესახებ მთელ მსოფლიოს ეკონომიკაზე, მათ შორის ევროკავშირზე უდიდესი დარტყმა იქნება.
"ძალიან ვწუხვარ ამ არჩევანის გამო. მოდით, თვალი გავუსწოროთ უზარმაზარ შედეგებს. გლობალური ეკონომიკა მასიურად დაზარალდება. გაურკვევლობა გაიზრდება და გამოიწვევს შემდგომი პროტექციონიზმის ზრდას. შედეგები საშინელი იქნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში. შედეგები მაშინვე საგრძნობი იქნება. მილიონობით მოქალაქეს სასურსათო გადასახადები გაეზრდება, სამკურნალო საშუალებები და ტრანსპორტირება გაძვირდება. ინფლაცია გაიზრდება", — აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებებს გლობალური გავლენა ექნება და ის დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
"რა თქმა უნდა, აშშ-ის გადაწყვეტილებებს გლობალური გავლენა ექნება. გასულ ღამეს, აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის იმოქმედა და ეს მის მანდატს წარმოადგენს. დღეს, მე ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ", — განაცხადა კირ სატარმერმა.
გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის მინისტრმა, ჯონათან რეინოლდსმა Times-თან განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფები საფრთხეს უქმნის გაერთიანებულ სამეფოს, რადგან ის ზიანს მიაყენებს გლობალურ ვაჭრობას.
"ნებისმიერი ბარიერი ვაჭრობისთვის, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსა და ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორს შორის, რომელიც შეერთებული შტატებია, ჩემთვის იმედგაცრუებაა", — თქვა ჯონათან რეინოლდსმა
ჩინეთმა, რომელსაც უკვე დაწესებული 20%-იანი ტარიფი 34%-მდე გაეზარდა, განაცხადა, რომ მიიღებს მტკიცე საპასუხო ზომებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
პეკინი განცხადებით, ტრამპის ეგრეთ წოდებული "საპასუხო ტარიფები" არღვევს საერთაშორისო ვაჭრობის წესებს და წარმოადგენს "ცალმხრივ ბულინგის".
"ჩინეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს დაუყოვნებლივ გააუქმოს ცალმხრივი სატარიფო ზომები და სათანადოდ მოაგვაროს უთანხმოება სავაჭრო პარტნიორებთან თანაბარი დიალოგის გზით",— ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იაპონიაში ტრამპის ტარიფების შემოღებას, რომელსაც დამატებით 24%-იანი გადასახადი დაეკისრა, "უკიდურესად სამწუხარო" უწოდეს. პრემიერმინისტრმა შიგერუ იშიბამ გასცა ბრძანება იაპონიის ეკონომიკაზე ზომების გავლენის გადახედვის შესახებ და ითხოვს, რომ ქვეყანა გამოირიცხოს აშშ-ს ახალი ტარიფების სიიდან.
სამხრეთ კორეის პრემიერ მინისტრმა ჰან დაკ-სუმ, რომელიც მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელია, უბრძანა ჩინოვნიკებს, იმუშაონ ბიზნეს ჯგუფებთან ახალი 25%-იანი ტარიფის პოტენციური ზემოქმედების გასაანალიზებლად და "ზარალის მინიმიზაციისთვის".
Le Figaro წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს იმ ინდუსტრიების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებით დაზარალდებიან.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორთა ფრანგულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ გაზრდილი ტარიფების გამოცხადების შემდეგ, ფრანგული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, 20%-ით შემცირდება.
უკრაინის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო უკრაინისთვის 10%-იანი ტარიფის დაწესებას გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინისთვის აშშ-ში საქონლის ექსპორტზე ვრცელდება ზოგადი ტარიფი — 10%. ეს არის რთული, მაგრამ არა კრიტიკული.
"რას ნიშნავს აშშ-ის ახალი ტარიფები უკრაინისთვის? რთულია, მაგრამ არა კრიტიკული. ჩვენზე ვრცელდება ზოგადი - 10%-იანი ტარიფი. უკრაინისთვის არ არსებობს ცალკე უფრო მაღალი გადასახადი, როგორც მოლდოვას შემთხვევაში — 31%-იანი ან ევროკავშირს — 20%-იანი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, აშშ-ს უნივერსალური ტარიფი ძირითადად მცირე მწარმოებლებს დააზარალებს. ამიტომ, ჩვენ მუშაობენ, რომ უკრაინისთვის უკეთესი პირობები შეიქმნას.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები