ბორის (ჩელე) ყურუამ, ცოტნე კობერიძემ და ბადრი გრიგალაშვილმა პარტია "გირჩი — მეტი თავისუფლება" დატოვეს
პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება 3 წევრმა, ბორის (ჩელე) ყურუამ, ცოტნე კობერიძემ და ბადრი გრიგალაშვილმა დატოვა. ამით შესახებ განცხადებები სოციალური ქსელებში გაავრცელეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ყოფილი გირჩების სამომავლო გეგმები — ისინი არაფერს წერენ აპირებენ თუ არა პოლიტიკაში დარჩენას.
ცოტნე კობერიძეს ფეისბუქ-პოსტში ვკითხულობთ, რომ მას არ სჯერა ოპოზიციის დიდი გაერთიანების და იმ გამარჯვების ფორმულის, რომელსაც სათავეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უდგას. მისი თქმით, ის "ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი პრეზიდენტი."
"მივიღე ჩემთვის მძიმე და ოდესღაც წარმოუდგენელი გადაწყვეტილება — ვტოვებ გირჩი — მეტი თავისუფლებას. [...]
დღეს კი მგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ახალი აღარაფერია — ყველაფერი იგივეა. მე არ მჯერა, რომ იმავეთი ცვლილება შეიძლება.
არ მჯერა, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება გამოვა.
არ მჯერა, რომ პოლიტიკური სპექტრის, დამოკიდებულებების, აქტორების და გარემოს ცვლილების გარეშე გამარჯვების შანსი გვაქვს.
არ მჯერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები საკმარისი იქნება და ამის შემდეგ მუშაობა აღარ დაგვჭირდება.
არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია — ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი პრეზიდენტი.
არ მჯერა, რომ შეცდომების აღიარების გარეშე, ბოდიშის მოხდის გარეშე, რამე გამოვა.
ბოდიში, რომ არჩევნების შედეგები აღტკინებულმა მოგილოცეთ და 15 წუთში სხვა შედეგები ნახეთ. [...]
ჯერ მინდა გავთავისუფლდე. არ მინდა, ჩემმა ნაბიჯებმა პრობლემა შეუქმნას არც გირჩს, არც კოალიციას და არც ვინმე კონკრეტულ ადამიანს.
თუ რამეს გავაკეთებ პოლიტიკაში, ის აუცილებლად იქნება ახალი — დაფუძნებული სიმშვიდეზე, კომპეტენციაზე, გულწრფელობაზე და სილაღეზე", — წერს ცოტნე კობერიძე ფეისბუქ-პოსტში.
ბორის (ჩელე) ყურუას ფეისბუქ-პოსტშიც იმავე შინაარსის განცხადებას ავრცელებს. ის წერს, რომ "პროცესს სასიცოცხლოდ სჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა".
"მადლობას ვუხდი ყველას ვისთანაც ამ დროის მანძილზე პარტია მაერთიანებდა, ერთად ვმუშაობდით, ვიბრძოდით, ერთმანეთს ვამხნევებდით და ერთმანეთზე ვზრუნავდით. უბრალოდ პარტია არ იყო, ხან ციხეებში ვისხედით და ხან ქვებს ვიცილებდით, ხან სცენაზე ვიდექით და ხან ცრემლსადენ გაზში. მადლობა ყველას ვინც დამეხმარა და ჩემში რესურსი ჩადო. [...]
ამ პროცესს სასიცოცხლოდ ჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა.
საქართველოში რუსეთი აღარ იქნება არასდროს, მაგრამ ცვლილებები ჰაერივით საჭიროა, ცვლილებებს კი ვერ მოვახდენთ თუ ჯერ ჩვენში არ შევცვლით რაღაცებს და იმავეს კეთებას და ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით", — წერს ბორის (ჩელე) ყურუა ფეისბუქ-პოსტში.
იმავე აქცენტებს სვამს გამოსამშვიდობებელ ფეისბუქ-პოსტში ბადრი გრიგალაშვილიც. მისი თქმით, პარტია დიდი ხანია აღარ აკეთებს იმას, რის გამოც იქ მივიდა — ვერ ცვლის თამაშის წესებსა და დღის წესრიგს. გრიგალაშვილმა გააკრიტიკა ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიაც, თუმცა აღნიშნა, რომ "არსად გაქცევას არ აპირებს".
"მივდივარ, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. რაც გირჩში მომწონდა — პოლიტიკაში თამაშის წესების ცვლილების პროცესი — ამას ბოლო ხანებია აღარ ვაკეთებთ.
ზოგადად, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ეს გზა არსად არ მიდის, უბრალოდ ამისთვის თვალის გასწორება არავის უნდა და დარწმუნებული ვარ, იმის ფუფუნება აღარ დაგვრჩა, რომ თავი ავარიდოთ, პირველ რიგში, ჩვენში ცვლილებებს.
ბუნებრივია, ამ პროცესს ხელი შეუწყო ივანიშვილმაც, თუმცა არც ოპოზიციურ სპექტრს უცდია რეალურად ეპასუხა გამოწვევებისთვის. 12 წელია ერთ წრეზე დავდივართ, ერთი და იგივე ტაქტიკით ვეთამაშებით მოწინააღმდეგეს და ყველა ჯერზე ერთნაირად ვმარცხდებით. მერე ეს წარუმატებელი სტრატეგია ხალხს ბრალდება და ასე იწყება ახალი, მოჯადოებული წრე. შეცდომის აღიარება არავის უნდა, ეგ რომ გააკეთონ, ზოგიერთმა შეიძლება ისიც აღმოაჩინოს, რომ სახლშია წასასვლელი და ეს კიდევ უფრო მეტად უბიძგებთ რეალობისგან გაქცევისკენ. შედეგად კი, შეცდომებში გაჯიუტებულებს, სერიოზულად აღარავინ აღგვიქვამს. ამ წარუმატებლობაში მეც ჩემი წილი პასუხისმგებლობაც მაქვს და ბოდიშს ვიხდი, რომ მეტი ვერ შევძელი. მოკლედ, მე მჯერა, რომ ამ ბრძოლას მხოლოდ ბოლომდე გულწრფელობა მოიგებს", — წერს გრიგალაშვილი ფეისბუქ-პოსტში.
3 წევრის პარტიიდან წასვლას გამოეხმაურა პარტიის ლიდერი, ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე. მან უკვე ყოფილ თანაპარტიელებს მადლობა გადაუხადა გვერდით დგომისთვის.
"მადლობა რომ ჩემს გვერდით იყავით ყველაზე რთულ პერიოდში და ყველა, თქვენი აზრით სწორი თუ არასწორი გადაწყვეტილების დროს. წარმატებები ნებისმიერ ახალ წამოწყებაში ბარიკადებზე ერთად ვიქნებით." — წერს ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე ფეისბუქ-პოსტში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები