“როგორ ვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა” — დანიელ მათერის სემინარის 5 მიზანი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, 18 და 19 მარტს, ფინანსური ინსტიტუტის ორგანიზებით, 2 დღიანი ვორქშოპი ჩატარდა. ვორკშოპს — “როგორ ვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა” — ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, BPN Georgia-ს country დირექტორი, დანიელ მათერი უძღვებოდა.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა და დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერთან ერთად განეხილათ შემდეგი საკითხები:
- როგორ უნდა ამოიცნონ საკუთარი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა;
- როგორ უნდა დაარწმუნოთ მომხმარებელი პროდუქტების, მომსახურების სარგებლიანობაში;
- რა სტრატეგიებს უნდა მიმართოთ საკუთარი განმასხვავებელი ნიშნის პოზიციონირებისთვის და სხვ.
ამ სტატიაში დანიელ მათერი გვიამბობს, რა იყო ვორკშოპის ხუთი ძირითადი ამოცანა და რა ინფორმაცია მიიღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა.
მონაწილეების შთაგონება და აზროვნების სტიმულირება
“ჩემი მთავარი მიზანი იყო მონაწილეების შთაგონება, მცირე ბიზნესის მაგალითებით მათთვის აზროვნების სტიმულირება. მსურდა მეჩვენებინა, თუ როგორ მოახერხეს მათ თავიანთი ძლიერი მხარეების სწორად განსაზღვრა და ბაზარზე წარმატების მიღწევა ძლიერი კონკურენტული უპირატესობის (USP) წყალობით“, — ასახელებს პირველ მიზეზს დანიელ მათერი.
კონკურენტული უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორები
დანიელ მათერის თქმით, მონაწილეებისთვის სურდა იმის ჩვენება, რომ კონკურენტული უპირატესობა სამი ძირითადი ფაქტორის გადაკვეთაში მდგომარეობს, ესენია:
- სამიზნე აუდიტორია;
- კომპანიის საუკეთესო მხარეები;
- კონკურენტების ძლიერი მხარეები.
პრაქტიკული ინსტრუმენტები
“სემინარის ნამდვილი ღირებულება იმაში მდგომარეობს, თუ რას დანერგავენ მონაწილეები საკუთარ კომპანიებში მეორე დღესვე. ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, აუდიტორიას ინფორმაცია მიეღო პრაქტიკული და უფასო ინსტრუმენტების შესახებ, მათ შორის იყო, მაგ., ე.წ. buyer persona-ს შექმნის შაბლონი, ChatGPT-ის გამოყენებით მარკეტინგული მესიჯების შემუშავების ინსტრუქცია და სხვ.“
დამაჯერებელი კომუნიკაცია
“მონაწილეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საკმარისი არაა, ჰქონდეთ უნიკალური პროდუქტი ან სერვისი, თუ ამ უნიკალურობას დამაჯერებლად ვერ გადმოვცემთ. შეთავაზება კომპანიამ კი არა, მომხმარებლებმა უნდა აღიქვან უნიკალურად. ამასთან, უნდა შეიცავდეს ისეთ მკაფიო ღირებულებას, რომ მომხმარებელს უღირდეს გადაიხადოს (უფრო მეტი)“, — აღნიშნავს დანიელ მათერი.
გუნდური მუშაობა
“მიუხედავად იმისა, რომ ამბიციური ადამიანები ვართ, ვიცით, რომ არც ერთი არ ვართ იმდენად ჭკვიანი, როგორც — ყველა ერთად. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სემინარი მაქსიმალურად ინტერაქტიული ყოფილიყო, ინდივიდუალური სავარჯიშოებითა და ჯგუფური დავალებებით, როლური თამაშებითა და მონაწილეთა უშუალო უკუკავშირით“, — ამბობს ტრენერი.
გარდა ამისა, დანიელ მათერმა ქართულ კომპანიებს 5 რჩევა მისცა:
- თქვენი მიზანი უნდა იყოს, გახდეთ პირველი თქვენი მომხმარებლების ცნობიერებაში. იპოვეთ ნიშა მკაფიო სეგმენტით. "უკეთესია, სრულად დააკმაყოფილო ზოგიერთი მომხმარებელი, ვიდრე ნაწილობრივ — ყველა.“
- ინდუსტრიაში უბრალოდ კოპირება ("copy & paste") ფართოდ გავრცელებულია, მაგრამ იშვიათად იწვევს კონკურენტულ უპირატესობას. ბევრად უფრო ღირებულია სხვა ინდუსტრიებიდან მიღებული იდეები, რომლებიც მიზანმიმართული ადაპტაციის (copy, adapt & paste) გზით სრულიად ახალ იდეებს წარმოშობს.
- მომხმარებლები არ ყიდულობენ პროდუქტებს — ისინი ყიდულობენ პრობლემების გადაჭრის გზებს და იმ სასაიმოვნო შეგრძნებას, რასაც ეს იწვევს. მომხმარებელი არ ინტერესდება პროდუქტის ფუნქციებით, არამედ სურს გაიგოს, რა სარგებელს მიიღებს მისგან. შესაბამისად, თქვენი კონკურენტული უპირატესობა უნდა იყოს მკაფიო, დამაჯერებელი სარგებლის მომტანი, პირდაპირ პასუხობდეს მომხმარებლების საჭიროებებს და ირეკლავდეს მათ სურვილებს.
- გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT, მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზისა და სამიზნე აუდიტორიისთვის მორგებული მარკეტინგული გზავნილების ფორმულირებისთვის. ეს ინსტრუმენტები ღირებულ იდეებს აგენერირებს და ზოგავს დროს — განსაკუთრებით მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებსაც არ აქვთ უამრავი რესურსი.
- "წარმატებისკენ მიმავალი ლიფტი არ არსებობს. უნდა აიაროთ კიბე!" კონკურენტულ უპირატესობას ერთ ღამეში ვერ მოიპოვებთ. დაუთმეთ დრო იმის გარკვევას, თუ რას ეძებენ თქვენი მომხმარებლები, აღმოაჩინეთ ძლიერი მხარეები და გამოიკვლიეთ კონკურენტები. იმუშავეთ იდეაზე, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ დახვეწავთ
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რომლებსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის, მაგ., საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები