შალვა პაპუაშვილი: ჩვენ დღეს PACE-ის დელეგაცია დაკომპლექტებული არ გვყავს, ამიტომ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა-არ ცნობის საკითხი ვერ იქნება განხილული
"ჩვენ დღეს PACE-ის დელეგაცია დაკომპლექტებული არ გვყავს, ამიტომ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა-არ ცნობის საკითხი ვერ იქნება განხილული", — ასე გამოეხმაურა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოზე დაგეგმილ დებატებს.
"რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ძირითადი შემადგენლობა იგივეა, რაც არის ევროპარლამენტში. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ იქ მყარი უმრავლესობა, მათი პოლიტიკური გავლენა არის გარანტირებული და ხანდახან პერსონალური შემადგენლობაც კი იგივე არის რაც ევროპარლამენტში თუ დააკვირდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და დამოკიდებულებაც შესაბამისია. ასე რომ არაფერი გასაკვირი ასეთ რეზოლუციებში არ არის, ვნახავთ იგივე სახელებს, იგივე ლიტველებს, იგივე ესტონელებს, იგივე უკრაინელებს, რომლებიც ევროსაბჭოში მანამდეც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცდილობდნენ გარკვეული მექანიზმების ამუშავებას. შეგახსენებთ, 2022 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სადაც მიხეილ სააკაშვილი აღიარეს პოლიტპატიმრად და მისი გამოშვება მოგვთხოვეს. ასეთი რეზოლუციების შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ. კიდევ ერთხელ: როცა ესტონელების, ლიტველების, უკრაინელების და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჭკუაზე დადის ამხელა ასამბლეა, და ქართველი ხალხის საწინააღმდეგო, ქართველ ხალხზე თავდამსხმელ რეზოლუციებს იღებს, რა თქმა უნდა სერიოზულობა დაკარგულია. ამიტომ ელაპარაკონ ერთმანეთს, რახან არ უნდათ რომ იყოს ინკლუზიური დიალოგი და ვხედავთ, რომ მათ მათ უნდა ყვირილი და არა დიალოგი. ეს ახალი ტენდენციაა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ გარკვეული ევროპული პოლიტიკურ ჯგუფებიდან ვხედავთ, განსაკუთრებით ზოგიერთი ომის აქტივისგან, რომლებსაც სხვისი ხელით და უკრაინელების სისხლით უნდათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასე რომ, ასეთ ხალხის მხრიდან ჩვენი კრიტიკა, პირიქით გვიდასტურებს, იმას რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ეს ხალხი რომ გვაქებდეს, მაშინ იქნებოდა ჩვენი საქმე ცუდად, ვინაიდან ვიცით მათი ზრახვები. რაც შეეხება საკითხს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, შევახსენებ ყველას, მას შემდეგ, რაც იანვარში მიიღეს ქართველ ხალხი სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუცია, სადაც არ აღიარებენ, ადამიანებად არ მიიჩნევენ ჩვენი ქვეყნის მილიონ ას ოცი ათას მოქალაქეს და როდესაც PACE მილიონ ას ოცი ათას მოქალაქეს ადამიანად არ თვლის და მათ საარჩევნო უფლებებს ლახავს, ამიტომ დელეგაციის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ დელეგაცია. მე ეს ვაცნობე PACE-ს პრეზიდენტს, ჩვენ დღეს დელეგაცია დაკომპლექტებული არ გვყავს PACE-სი, ამიტომ ვერანაირი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა-არ ცნობის საკითხი ვერ იქნება განხილული", — თქვა პაპუაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც გაიმართება სტრასბურგში 2025 წლის 7-დან 11 აპრილამდე, გადაუდებელი დებატები გაიმართება საქართველოში არსებული ვითარებასა და საქართველოზე მიღებულ 2025 წლის რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.
"სტამბულის მერის დაპატიმრება და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა თურქეთში"; "უკრაინის ომზე პასუხისმგებლობის საჭიროება, დაუსჯელობის თავიდან აცილება"; და ღაზას ჰუმანიტარული ბლოკადის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოზე რეზოლუცია მიიღო, სადაც PACE ოცნებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.
ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – რა წერია PACE-ის რეზოლუციაში?
რეზოლუციის მიღებიდან მალევე, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
რა არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელთან მუშაობაც "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები