apeople ეკომეგობრული სამუშაო გარემოს შექმნისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს
ფოტო: apeople
დღევანდელ სამყაროში მდგრადობის შენარჩუნება და ნარჩენების ნულოვან ნიშნულამდე შემცირება არ არის ნებაყოფლობითი არჩევანი, ის ჩვენი პასუხისმგებლობაა. Apeople-ის გუნდი პატარა, თუმცა ეფექტური ნაბიჯებით მიისწრაფის უფრო მწვანე და მდგრადი სამუშაო სივრცის შექმნისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ყოველ ქმედებას შეუძლია, ხელი შეუწყოს უკეთესი და ჯანსაღი სამყაროს ჩამოყალიბებას. დღეს გიზიარებთ იმ ღონისძიებებისა და ცვილებების ჩამონათვალს, რომლებიც ეკომეგობრული სამუშაო გარემოს შექმნაში გვეხმარება.
ერთჯერადი მოხმარების ნივთების შემცირება
ჩვენი ერთ-ერთი დიდი წარმატება და მიღწევა ჩაისა და ყავის წერტილებში ერთჯერადი პლასტმასის კოვზების მოხმარებიდან სრულად ამოღება გახლავთ. ისინი ჩავანაცვლეთ ბიოდეგრადირებადი ბამბუკის მომრევებით, რის შედეგადაც ყოველთვიური მოხმარებიდან ამოვიღეთ 12,500 პლასტმასის ჩაის კოვზი, რითიც apeople-ის გუნდმა ყოველწლიურად 150, 000-ით შეამცირა პლასტმასის ნივთებით გარემოს დაბინძურება.
სწორედ ეს ქმედებები აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მარტივ ცვლილებებს მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე.
ცვლილებების შემოტანა მწვანე გუნდის (Green team)-ისა და ნარჩენების მართვის (Waste Management)-ის კამპანიების მეშვეობით
მდგრადობა იწყება ცნობიერებით. ნარჩენების მართვის კამპანიის მეშვეობით თანამშრომლებს ვუზიარებთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ რჩევებს ნარჩენების შემცირების, გადამუშავებისა და ეკოლოგიურად სუფთა სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ.
ვიწვევთ თანამშრომლებს შემოუერთდნენ მწვანე გუნდს (Green team), რომელიც მუდმივად აწყობს სხვადასხვა ღონისძიებასა და გარემოს დაცვით აქტივობას, რაც ცნობიერებას გარდაქმნის ქმედებად და ეკოლოგიურ პრაქტიკას კოლექტიურ ძალისხმევად აქცევს.
ნარჩენების მართვის ტრენინგი ყველა თანამშრომლისთვის
სწავლა და გაცნობიერება გრძელვადიანი ცვლილებების მთავარი გასაღებია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში დანერგილია ნარჩენების მართვის ონლაინ ტრენინგი. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს, რომ apeople-ის გუნდის თითოეული წევრი აცნობიერებდეს ნარჩენების შემცირების აუცილებლობასა და მნიშვნელობას, გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკა და ხელი შეუწყოს მდგრადობის მიზნების განხორციელებას.
მეტი სიმწვანე ოფისში
სამუშაო ადგილი უკეთეს გარემოდ გარდაიქმნება სივრცის გამწვანების საშუალებით, ჩვენ ეს ახალ საოფისე სივრცეში გადმოსვლისთანავე განვახორციელეთ. შიდა და გარე სივრცეები სავსეა ცოცხალი მცენარეებით, რომლებსაც ყოველდღიურად უვლის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი.
გასული წლის 25 ივლისს, აჭარაბეთის ოფისში “მწვანე გუნდის” ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება — “ვერტიკალური სუკულენტების ბაღის პროექტი”, სადაც სხვადასხვა სუკულენტების გამოყენებით, შეიქმნა ჩვენი კომპანიის ლოგოს ფორმის ინსტალაცია — „ცოცხალი ლოგო“.
მცენარეებით შექმნილი ლოგო განასახიერებს არა მხოლოდ ჩვენს ერთგულებას გარემოს მდგრადობისადმი, არამედ ემსახურება ჩვენი ბრენდის იდენტობის კრეატიულად ინტეგრირებას სამუშაო სივრცესთან.
ნარჩენების დახარისხება, გადამუშავების გასამარტივებლად
იმისთვის, რომ გადამუშავება მარტივი და ეფექტიანი იყოს, ოფისში განვათავსეთ სპეციალური ბრენდირებული ურნები ნარჩენების სეპარაციისთვის. ეს ბრენდირებული ურნები განკუთვნილია გადამუშავებადი მასალებისთვის, როგორებიცაა პლასტმასი, ალუმინის ქილები, ქაღალდი და ელემენტები, რაც საშუალებას აძლევს თანამშრომლებს დაახარისხონ გადამუშავებადი ნარჩენები.
შეგროვების შემდეგ, სწორად სეპარირებული ნარჩენები იგზავნება გადასამუშავებლად ლიცენზირებულ საწარმოებში, რაც ნაცვლად ნაგავსაყრელებზე მოხვედრისა, ჩვენ მიერ მოგროვებული ნარჩენების მეორე სიცოცხლეს უზრუნველყოფს. ეს ჯაჭვი არა მხოლოდ ამცირებს ჩვენს უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე, არამედ ამაღლებს ჩვენს გუნდში ცნობიერებას ნარჩენების სათანადო სეპარირების მნიშვნელობაზე.
და, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?
აუცილებელია სამუშაო ადგილებში ჩამოყალიბდეს ეკომეგობრული ჩვევები. ჩვენი ნაბიჯები ნულოვანი ნარჩენებისა და უფრო მწვანე საოფისე გარემოს შექმნის მიმართულებით, სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ გარემოს, არამედ, ზოგადად საუკეთესო სამუშაო სივრცეს შექმნის.
ნარჩენების შემცირებით, ცნობიერების ამაღლების ტრენინგებითა და სივრცის გამწვანებით, გვსურს ვაჩვენოთ, რომ მცირე ნაბიჯებითაც შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, როგორც გარემოს, ისე ყოველი ჩვენგანის პირობების გაუმჯობესებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები