White Lotus-ის მეოთხე სეზონი — ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე ვიცით
ფოტო: HBO / Warner Bros.
White Lotus-ის მესამე სეზონი შესაძლოა ახლახანს დასრულდა, მაგრამ აბარგებას ჯერ ნუ იჩქარებთ. მაიკ უაითის დასვენების ირონიული ანთოლოგია ასე მარტივად არ სრულდება. HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა სერიალის გაგრძელება და ამ სტატიაშია ყველაფერი, რაც ამ დროისთვის მეოთხე სეზონზე ვიცით.
HBO-მ White Lotus-ის მეოთხე სეზონს მწვანე შუქი 2025 წლის იანვარში, მესამე სეზონის გამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე აუნთო. სერიალი ქსელის ერთ-ერთ ყველაზე დიდი წარმატებაა და პირველმა ორ სეზონმა ჯამში 15 ემი მოიპოვა, მათ შორის – საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის კატეგორიაში.
რატლიფების ოჯახი მესამე სეზონიდან
ფოტო: HBO / Warner Bros.
მესამე სეზონის ფინალამდე, White Lotus სავსე იყო ქაოსით – ძალადობით, შეიარაღებული ძარცვით, კორპორატიული თაღლითობით, მუქარებით და ინცესტითაც კი – მაგრამ სიკვდილი ნაკლებად ვიხილეთ. მსახიობებმა ფინალურ, მერვე სერიას „შოკისმომგვრელი“, „ღრმა“, „ემოციური” და უკიდურესად დამაკმაყოფილებელი“ უწოდეს.
როდის გამოვა White Lotus-ის მეოთხე სეზონი?
HBO-ს ჯერ ზუსტი თარიღი არ გამოუცხადებია. გადაღებების დაწყება 2026 წელს არის ნავარაუდევი, რაც, წინა სეზონების გრაფიკიდან გამომდინარე, ნიშნავს, რომ პრემიერა, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში იქნება.
მეოთხე სეზონის ლოკაცია ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მაიკ უაითს ადრე აქვს ნათქვამი, რომ, სურს, შოუ „ყველა კონტინენტზე ჩავიდეს.“ ჯერჯერობით, სერიალი ნამყოფია ჩრდილოეთ ამერიკაში (ჰავაი), ევროპაში (სიცილია) და აზიაში (ტაილანდი), რაც სავარაუდო ადგილებად გვიტოვებს სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიას, აფრიკასა და ანტარქტიდას.
უოლტონ გოგინსი (რიკი) მესამე სეზონიდან
ფოტო: HBO / Warner Bros.
უაითმა ეს კომენტარი სიდნეიში გამართულ ფესტივალზე გააკეთა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ ავსტრალია „მდიდარია ნიჭიერი ხალხით“ და იქაურ სილამაზეს "ვერ უარყოფ". ასე რომ, არსებობს შანსი, რომ შემდეგი სეზონი ავსტრალიაში განვითარდეს.
მაგრამ, შესაძლოა, ყველაზე აშკარა მინიშნება HBO-ს წარმომადგენლის, ფრანჩესკა ორსისგან მივიღეთ, რომელმაც 10 თებერვალს, მესამე სეზონის პრემიერაზე, თქვა, რომ მომდევნო სეზონის ლოკაციის შერჩევა უახლოეს კვირებში დაიწყებოდა. „ჯერ ვერ ვიტყვი, სად გადავინაცვლებთ,“ თქვა ორსიმ, „მაგრამ დიდი შანსია, რომ ევროპაში.“
White Lotus სავარაუდოდ არ ჩავა ერთ ევროპულ ადგილას - პარიზში. The Hollywood Reporter-თან საუბარში უაითმა თქვა, რომ შოუს შემდეგი ლოკაცია მნიშვნელოვანი უნდა იყოს. „პარიზი თითქოს ძალიან მარტივ გამოსავლად მეჩვენება,“ აღნიშნა მან. „მაგრამ, თან, არც კულტურული ელჩი ვარ – უბრალოდ ჩვეულებრივი მწერალი ვარ. რაც შემოქმედებითად მახალისებს, იმაზე უნდა ვიფიქრო და არა წინასწარ მოლოდინებზე.“
ასევე, როგორც ჩანს, დროებით გამოირიცხა ანტარქტიდაც. პროდიუსერმა დეივიდ ბერნადმა 26 თებერვალს The Bill Simmons Podcast-ში თქვა, რომ ახალი სეზონის გადაღებები უფრო თბილ ქვეყანაშია მოსალოდნელი, რადგან მაიკს სიცივე არ უყვარს. “კალიფორნიელი ბიჭია, სიცივისთვის არ არის შექმნილი,“ თქვა მან. „არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ გამიკვირდება.“
გაფრთხილება: ქვემოთ მესამე სეზონის ფინალის სპოილერებია.
რომელი მსახიობების დაბრუნებას უნდა ველოდოთ მეოთხე სეზონში?
ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, ვინ დაბრუნდება მეოთხე სეზონში. გადარჩენილებში არიან ტიმოთი, ვიქტორია, საქსონი, პაიპერი და ლოხლან რატლიფი, ასევე ბელინდა, მისი შვილი ზიონი, გრეგი და მეგობრების სამეული – ჯეკლინი, ქეითი და ლორი. სამწუხაროდ, ჩელსი და რიკი გამოგვაკლდნენ.
ბელინდა და ზიონი მესამე სეზონიდან
White Lotus-ს ნაცნობი სახეების დაბრუნება სჩვევია. ჯენიფერ ქულიჯის ტანია გამოჩნდა პირველ და მეორე სეზონში, ნატაშა როთველის ბელინდა – პირველსა და მესამეში, ხოლო ჯონ გრაიზის გრეგი (იგივე გარი) სამივე სეზონში.
ასევე, არსებობს შანსი, რომ საყვარელი პერსონაჟები ყველა სეზონიდან ერთდროულად დაბრუნდნენ. საქსონის როლის შემსრულებელმა პატრიკ შვარცენეგერმა THR-ს უთხრა, რომ ჭორის დონეზე, არსებობს „ყველა-ვარსკვლავის“ სეზონის იდეაც. უაითმა აღნიშნა, რომ მსგავს სეზონზე სიამოვნებით იმუშავებდა.
რა შეიძლება იყოს მეოთხე სეზონის სიუჟეტი?
მესამე სეზონის შემდეგ, უაითმა თქვა, რომ მეოთხე სეზონში სურს „მოშორდეს კლდეებზე დამტყდარი ტალღების ვიზუალურ ენას,“ და დაამატა, რომ „White Lotus-ის სასტუმროებში ყოველთვის რჩება ადგილი მეტი მკვლელობისთვის.“
Variety-ს ცნობით, HBO-ს და Max-ის ხელმძღვანელმა ქეისი ბლოისმა თქვა, რომ მაიკ უაითი მეოთხე სეზონის იდეებზე ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბრიდან მუშაობს.
პარკერ პოზი (ვიქტორია რატლიფი) მესამე სეზონიდან
ფოტო: HBO / Warner Bros.
რა მოხდება White Lotus-ის მეოთხე სეზონის მუსიკასთან დაკავშირებით?
შეიძლება მუსიკა სრულიად განსხვავებული იყოს. კომპოზიტორი კრისტობალ ტაპია დე ვერი მომდევნო სეზონში არ დაბრუნდება – მან The New York Times-თან თქვა, რომ შემოქმედებითი უთანხმოებების გამო პროექტს გამოეთიშა.
მესამე სეზონის საუნდტრეკზე საუბრისას აღნიშნა: „როდესაც ახალი საუნდტრეკი გამოვიდა, TMZ-ს წარმომადგენლებმაც კი დამირეკეს, ინგლისიდან და საფრანგეთიდან მწერდნენ. ხალხი გაბრაზდა, ახალი მუსიკა არ მოეწონათ – და ეს საინტერესო იყო.“
„მივწერე პროდიუსერს და ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, ერთ მომენტში მაინც მაყურებლისთვის უფრო გრძელი ვერსიაც მიგვეწოდებინა იმ 'უუ-ლუ-ლუ-ლუ'-ებით, იმიტომ რომ ხალხს გაუხარდება, როცა მიხვდება, რომ მუსიკა მაინც იქითკენ მიდიოდა,“ — ამბობს დე ვეერი. „პროდიუსერს ეს იდეა მოეწონა. მაგრამ მერე [მაიკ] უაითმა ამოჭრა ეს ნაწილი — მას ეს არ მოეწონა.“
დე ვეერმა ისიც აღნიშნა, რომ ხანდახან პროდიუსერებთან კომუნიკაცია „ისტერიულად კომიკური“ ხდებოდა და ხშირად სთხოვდნენ ისეთ ექსპერიმენტულ მუსიკას, როგორის შექმნაც თავად არ სურდა. საკუთარი თავი როკ-ჯგუფის გიტარისტსაც შეადარა — „რომელსაც საერთოდ არ ესმის მომღერლის.“
„შეიძლება, არაპროფესიონალურად მოვიქეცი, და ალბათ მაიკს ნამდვილად ჰგონია, რომ ყოველთვის არაპროფესიონალურად ვმოქმედებდი, იმიტომ რომ იმას არ ვაძლევდი, რაც უნდოდა. მაგრამ რასაც ვაძლევდი, იმან — მოიტანა ემი, ხალხი გადარია,“ — დაამატა კომპოზიტორმა.
ცოტა ხნის წინ მან მესამე სეზონის საუნდტრეკის მისეული ვერსია იუთუბზე გამოაქვეყნა, რომელსაც შეგიძლიათ მოუსმინოთ:
ასეა თუ ისე, White Lotus სავარაუდოდ 2026-2027 წელს დაბრუნდება და ყველაფერს ზუსტად მხოლოდ მაშინ შევიტყობთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები