"მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან" — ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის თქმით, "სახედაკარგული და სინდისგაყიდული ადამიანები" აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და "მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან, რომელმაც 9 აპრილის უმძიმეს დღეს გადაუარეს ქართველებს".
"სახედაკარგული და სინდისგაყიდული ადამიანები, მათ შორის, რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს საზოგადოებაში. მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან, რომელმაც 9 აპრილის უმძიმეს დღეს გადაუარეს ქართველებს. სწორედ ეს ადამიანები, ვინც დღეს ამ უმსგავსობას ჩადიან, თავიანთი ბოროტებით და მავნებლური მიზნებით ფეხქვეშ თელავენ ამ ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის საზოგადოებას", — განაცხადა ნინო წილოსანმა ტვ იმედთან.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა თავისი ნაწილაკებით" აუცილებლად უნდა აიკრძალოს და ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი.
"ყოველდღე ვხედავთ და ვუსმენთ უფრო და უფრო მეტ სასოწარკვეთილ განცხადებებს, მათ შორის, იმედგაცრუებულ პოსტებს, ერთმანეთისთვის შემოძახილებს, რომ როგორღაც არ დაიშალონ მარტივ მამრავლებად, თუმცა ამ პროცესის პარალელურად მეტი ე.წ. ექსტრემალი ტოვებს თავის პარტიის რიგებს. რა თქმა უნდა, პარტიასაც ვეღარ ვუწოდებთ ამ ექსტრემალების დაჯგუფებას, რომელთა მიზანი პირდაპირ ცდება ყველანაირ დემოკრატიულ სტანდარტებს. პარტიები და პარტიებად წოდებული ადამიანები, როდესაც არ იღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო მუშაობაში, არც არჩევნებში და მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე არიან გადასული ისინი ნამდვილად ვერ იქნებიან პოლიტიკოსები, ამიტომ, თუ ამ ექსტრემისტების ჯგუფს უფრო და უფრო მეტი მათი ნაწილი გამოაკლდება, რა თქმა უნდა, ქვეყანა უფრო დამშვიდდება და პრინციპში აქეთ მიდის პროცესები. მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო კომისიის პირობებში ალბათ ყველასთვის ცხადია, რომ ეს პარტია, ნაციონალური მოძრაობა თავისი ნაწილაკებით იმ დაშლის პირობებში, როგორი ფორმაც ახლა აქვთ მიღებული აუცილებლად უნდა აიკრძალოს და ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი. ამ პირობებში ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ველი გაიწმინდება და ამ პოლიტიკური ველის გაწმენდის პროცესს ვადგავართ", — განაცხადა ნინო წილოსანმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები