ტრამპი ჩინეთს 125%-იან ტარიფს უწესებს, სხვა ქვეყნებს 90 დღით უპაუზებს
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს სავაჭრო ტარიფს 125%-მდე უზრდის, სხვა ქვეყნებს 90 დღით უპაუზებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
მისი თქმით, ახალი ტარიფების დაწესების თარიღიდან, 2 აპრილიდან მოყოლებული 75-ზე მეტი ქვეყანა დაუკავშირდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ტარიფებთან დაკავშირებით და მათ "არანაირი ფორმით არ განახორციელეს საპასუხო ზომები ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ". ამიტომ, ამ ქვეყნებს ტარიფები 90 დღით დაუპაუზა და 10%-ით შემცირებული ორმხრივი ტარიფი დააწესა ამ სამი თვის განმავლობაში.
"ჩინეთის მიერ მსოფლიო ბაზრებისადმი გამოვლენილი უპატივცემულობის გამო, მე ვზრდი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებულ ტარიფს 125%-მდე, რაც დაუყოვნებლივ ძალაში შევა. გარკვეულ მომენტში, იმედია, უახლოეს მომავალში, ჩინეთი მიხვდება, რომ აშშ-ს და სხვა ქვეყნების მოტყუება აღარ არის მდგრადი ან მისაღები.
და იმის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტი ქვეყანა დაუკავშირდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობის დეპარტამენტებს, ხაზინას და აშშ-ის შტატის რეგულატორებს, რათა მოლაპარაკებები განეხორციელებინათ ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, ვალუტის მანიპულირებასთან და არამონეტარულ ტარიფებთან დაკავშირებული განსახილველი საკითხების გადაწყვეტაზე და რომ ამ ქვეყნებმა, ჩემი მკაცრი რეკომენდაციით, არანაირი ფორმით არ განახორციელეს საპასუხო ზომები ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მე დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და მნიშვნელოვნად — 10%-ით შემცირებული ორმხრივი ტარიფი ამ პერიოდში, რაც ასევე დაუყოვნებლივ ძალაში შევა", — წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმალური 10%-იანი და მაქსიმუმ 50%-იანი ტარიფები დააწესა, ევროკავშირისთვის — 20%-იანი, ჩინეთისთვის კი 34%-იანი. საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომელთან 10%-იანი ტარიფი აქვთ. ტრამპის ტარიფები არ შეხებია რუსეთს, რაც რუსეთზე დაწესებული სანქციებით ახსნეს.
აშშ-მ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს — უკრაინას, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს ჩათვლით, 10%-იანი ტარიფი დაუწესა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები